მარაკანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარაკანა
მარაკანა

სტადიონის ხედი
სრული სახელი ჟურნალისტ მარიო ფილიოს სტადიონი
მდებარეობა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
აშენდა 1948
გაიხსნა 16 ივლისი, 1950
აღდგა 2000, 2006, 2013
მესაკუთრე რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობა
ტევადობა 82 238
გუნდები
„ფლამენგო“
„ფლუმინენსე“
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები

მარაკანის სტადიონი (პორტ. Estádio do Maracanã), ოფიციალურად ჟურნალისტ მარიო ფილიოს სტადიონი (Estádio Jornalista Mário Filho) — ღია ცის სტადიონი ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. ეკუთვნის რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობას. მდებარეობს მარაკანის რაიონში; სახელი ეწოდა მდინარე მარაკანისგან, რომელიც დღეს არხშია მოქცეული. გაიხსნა 1950 წელს, ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამასპინძლოდ, სადაც ფინალურ თამაშში ურუგვაიმ ბრაზილია 2-1 დაამარცხა. ამის შემდეგ, სტადიონი ძირითადად საფეხბურთო მატჩებისათვის გამოიყენება რიო-დე-ჟანეიროს უმთავრეს კლუბებს შორის შეხვედრებისას; მათ შორის არიან „ბოტაფოგო“, „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“ და „ვასკო და გამა“. სტადიონი ასევე მასპინძლობს კონცერტებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ 1950 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს მარაკანაზე 199 854 მაყურებელი დაესწრო[1] (ამ დროისათვის მსოფლიოს უდიდესი სტადიონი იყო), ამჟამად ის 82 238 მაყურებელს იტევს. მარაკანაზე ჩატარდა 2007 წლის პანამერიკული თამაშების მთავარი ღონისძიებები, საფეხბურთო ფინალი და გახსნისა და დახურვის ცერემონიალები.

დროთა განმავლობაში, სტადიონმა მრავალმხრივი ხასიათი შეიძინა და გარდა ფეხბურთისა, მასპინძლობს სხვადასხვა შოუებსა და სპორტულ თამაშებს, მაგალითად ფრენბურთს. მოდერნიზაციის სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ამჟამად ის 82 238 მაყურებელს იტევს და წარმოადგენს ბრაზილიისა და ზოგადად სამხრეთ ამერიკის უდიდეს სტადიონს.

ამჟამად, მარაკანა სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია და დასრულების შემდეგ, მისი ტევადობა 85 000 ადამიანს მიაღწევს, როდესაც იგი უმასპინძლებს 2013 წლის ფიფას კონფედერაციის თასს, 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსა და 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიურ (ინვალიდთა) თამაშებს. სტადიონი 2013 წელს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cadastro Nacional de Estádios de Futebol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2013-09-27.
სტადიონის შიდა ხედი 2010 წლის ბრაზილიის ჩემიონატის მატჩისას ფლამენგოსა და სან-პაულუს შორის