შინაარსზე გადასვლა

სერხიო აგუერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერხიო აგუერო
სერხიო აგუერო 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერხიო ლიონელ აგუერო დელ კასტილიო
დაბადების
თარიღი
2 ივნისი, 1988 (1988-06-02) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
კილმესი, არგენტინა
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1997–2003 ინდეპენდიენტე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2006 ინდეპენდიენტე 54 (23)
2006–2011 ატლეტიკო 175 (75)
2011–2021 მანჩესტერ სიტი 275 (184)
2021 ბარსელონა 4 (1)
სულ 508 (282)
ეროვნული ნაკრები
2004 არგენტინა 17 5 (3)
2005–2007 არგენტინა 20 7 (6)
2008 არგენტინა 23 5 (2)
2006–2021 არგენტინა 101 (41)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სერხიო ლიონელ აგუერო დელ კასტილიო (ესპ. Sergio Leonel Agüero del Castillo; 2 ივნისი 1988, კილმესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 2006–2021 წლებში. მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ პრემიერ ლიგის ისტორიაში.[1][2][3] 2003 წლის 5 ივლისს ის გახდა არგენტინის პრიმერა დივიზიონში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ფეხბურთელი (იგი ამ დროს 15 წლისა და 35 დღის იყო). ამით მან დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა.[4]

2006 წელს სერხიო 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლა ლიგის კლუბ მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა. მან მალევე მიიქცია ყურადღება სხვა გრანდებისგან ევროპის მასშტაბით, ატლეტიკოში 234 თამაშში 101 ბურთი გაიტანა, ხოლო 2010 წელს მოახერხა ევროპა ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მოგება. ამის შემდეგ, 2011 წელს, აგუერო უერთდება ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ მანჩესტერ სიტის 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ [1]. მისი სადებიუტო სეზონის ბოლო თამაშში, 94-ე წუთზე მოახერხა და გოლი გაიტანა „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ კარში და „სიტის“ პრემიერლიგის ტიტული მოაგებინა. 2012 წელს ფანებმა დაასახელეს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად, ასევე მან პრემიერლიგის 2011–12 წლების სეზონის ოქროს ბურთიც მოიგო, მან 31 ჩატარებული თამაშიდან 26 გოლი გაიტანა. 2013–14 წლების სეზონის მიწურულს აგუეროს პრემიერლიგაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ის გოლს საშუალოდ ყოველ 115 წუთში იტანდა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
არგენტინა
არგენტინის დროშა
2006 2 0
2007 4 1
2008 9 4
2009 6 2
2010 5 2
2011 8 5
2012 7 2
2013 8 5
2014 10 1
2015 10 10
2016 11 1
2017 4 2
2018 5 3
2019 8 3
2020 0 0
2021 4 0
ჯამში 101 41
ესპანეთის დროშა ატლეტიკო
ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
არგენტინის დროშა არგენტინა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]