შინაარსზე გადასვლა

სერხიო რომერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერხიო რომერო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერხიო ხერმან რომერო
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1987 (1987-02-22) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ბერნანდო დე ირიგოენი
არგენტინა
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბოკა ხუნიორსი
ნომერი 1
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2007 რასინგ კლუბი 5 (0)
2007–2011 აზ ალკმაარი 90 (0)
2011–2015 სამპდორია 71 (0)
2013–2014   მონაკო 3 (0)
2015–2021 მანჩესტერ იუნაიტედი 7 (0)
2021–2022 ვენეცია 16 (0)
2022– ბოკა ხუნიორსი 61 (0)
ეროვნული ნაკრები
2007–2008 არგენტინა 20-წლ. 23 (0)
2008–2018 არგენტინა 96 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 იანვარი, 2025

სერხიო ხერმან რომერო (ესპ. Sergio Germán Romero; 22 თებერვალი, 1987, ბერნანდო დე ირიგოენი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. „ბოკა ხუნიორსის“ მეკარე. სხვადასხვა დროს იცავდა აველიანედას „რასინგის“, „აზ ალკმაარის“, „სამპდორიის“ და „მონაკოს“ ღირსებას. ნიდერლანდების ჩემპიონი 2009 და იოჰან კრუიფის თასის მფლობელი 2009 „აზ ალკმაარის“ შემადგენლობაში. ინგლისის ასოციაციის თასის 2016, ინგლისის ლიგის თასის 2017, ინგლისის სუპერთასისა 2016 და უეფა-ს ევროპა ლიგის თასის მფლობელი 2017 „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში. 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ორგზის ვიცე-ჩემპიონი 2015, 2016 არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მისი დებიუტი შედგა არგენტინის პრიმერა დივიზიონში 2007 წელს, სეზონის ბოლოს გადავიდა ნიდერლანდურ „აზ ალკმაარში“. 2011 წლიდან შეუერთდა „სამპდორიას“. არგენტინის ნაკრებთან ერთად გახდა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი, მონაწილეობა მიიღო კოპა ამერიკის 2011 წლის გათამაშებაში და ასევე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2010 და 2014 წლებში იყო ძირითადი მეკარე.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
არგენტინა
არგენტინის დროშა
2009 4 0
2010 11 0
2011 10 0
2012 9 0
2013 10 0
2014 13 0
2015 13 0
2016 15 0
2017 8 0
2018 3 0
ჯამში 96 0
ნიდერლანდების დროშა აზ ალკმაარი
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
არგენტინის დროშა ბოკა ხუნიორსი
არგენტინის დროშა არგენტინა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: