შინაარსზე გადასვლა

ალჟირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალჟირი
ასოციაცია ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია
მთავარი მწვრთვნელი ვაკანტური
კაპიტანი ვაკანტური
ყველაზე მეტი კეპი აისა მანდი (123)
ბომბარდირი ისლამ სლიმანი (46)
სტადიონი ნელსონ მანდელას სტადიონი
ფიფა-ს კოდი ALG
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
გამოსვლა (პირველად 1982)
საუკეთესო შედეგი მერვედფინალი, 2014
გამოსვლა (პირველად 1968)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი, 1990

ალჟირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაფრიკის კონფედერაციისა და ფიფა-ს წევრი საფეხბურთო ნაკრები. ალჟირის ნაკრებმა თავი გამოიჩინა 1980-იან წლებში, როდესაც მოახერხა ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება, 1982 და 1986 წლებში. ამის შემდეგ, 1990 წელს მათ მიაღწიეს ყველაზე დიდ წარმატებას და მოიპოვეს აფრიკის ერთა თასი. 2010-იან წლებში ალჟირის ნაკრებმა ხელახალი აღმავლობა განიცადა და კვლავ ორჯერ ზედიზედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 და 2014 წლებში. 2014 წლის მსოფლიო თასზე ალჟირმა პირველად 1982 წლის შემდგომ, შესძლო გოლის გატანა და ამავე ჩემპიონატზე მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას, დასძლია ჯგუფური ეტაპი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]