ლიონის ოლიმპიკი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიონი
ლოგო
სრული სახელი ლიონის ოლიმპიკი
დაარსდა 1899/1950[1]
სტადიონი გრუპამა სტედიუმი
(ტევადობა: 59 186 მაყურებელი)
პრეზიდენტი საფრანგეთის დროშა ჟან მიშელ-ოლია
მწვრთნელი საფრანგეთის დროშა პეტერ ბოში
კაპიტანი საფრანგეთის დროშა ლეო დუბუა
ლიგა ლიგა 1
2021-22 4
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ლიონის ოლიმპიკი, ან ლიონი (ფრანგ. Olympique Lyonnais) — ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლიონიდან, დაარსებული 1950 წელს. კლუბი მდებარეობს ლიონის უბან ჟერლანში. 1989 წლის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ში გამოდის.

თავის საშინაო შეხვედრებს ლიონი მართავს სტად ჟერლანზე და ვარჯიშობს ლიონში ტოლა ვოლოჟის ცენტრში. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ლიგა 1, 4-ჯერ არის ქვეყნის თასის მფლობელი და აქვს მოპოვებული 1 საფრანგეთის ლიგის თასი, ლიონი არის საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი.

კლუბი თავისი ძლიერების პიკში იყო 2002-2008 წლებში, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რაც საფრანგეთის რეკორდია ზედიზედ მოგებული ჩემპიონატისთვის. საერთაშორისო დონეზე ლიონი გამოდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნეზე, ჩემპიონთა ლიგაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული კლუბი ლიონის ოლიმპიკი დაარსდა 1950 წელს ორი კლუბის შეერთებით საფეხბურთო კლუბი ლიონი და ლიონის უნივერსიტეტის გუნდის შეერთებით. საფეხბურთო კლუბი ლიონი დაარსდა 1899 წელს და ლიონის ლიმპიკის ოფიციალური დაარსების თარიღადაც 1899 წელია მიჩნეული. «ლომების» სტადიონი სტად ჟერლანი იტევს 40 500 მაყურებელს. ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე დაფიქსირდა 1980 წლის 9 სექტემბერს, რონის დერბში სენტ ეტიენთან, ოფიციალური მონაცემებით თამაშს 48 552 მაყურებელი დაესწრო. ლიონი XXI საუკუნის დასაწყისის ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბია. 1960-1970 წლებში ლიონი წარმატებით გამოდიოდა საფრანგეთის თასზე. 1987 წლამდე ლიონი 4 წელი გამოდიოდა ლიგა 2-ში. შემდეგ კლუბის სათავეში მოვიდა ჟან მიშელ-ოლია. მისი წყალობით კლუბმა ფინანსურ წარმატებას მიაღწია და 1989 წლიდან დღემდე ლიგა 1-ში გამოდის.

ამ ორი წლის განმავლობაში კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა რაიმონ დომენეკმა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირველი ჩემპიონის ტიტული ლიონმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2001-2002 წლის სეზონის უკანასკნელ ტურში, საშინაო შეხვედრაში ლანსის წინააღმდეგ, ეს იყო ლიონის წარმატების დასაწყისი ამის შემდეგ კლუბმა ზედიზედ 6-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. “Deloitte”-ს ცნობით 2009 წლისათვის ლიონის ბიუჯეტი 139,6 მილიონ ევროს შეადგენდა და ამ დროისთვის საფრანგეთის ყველაზე მდიდარი კლუბი იყო.[2]

წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლიონი რეგულარულად გადის ჩემპიონთა ლიგაზე. 2004 წლის შემდეგ ლიონი ყოველ წელს ცდება ჯგუფურ ეტაპს, 2009-2010 წლის სეზონში კლუბი გავიდა ნახევარფინალში,სადაც მიუნხენის ბაიერნთან 2 მატჩის ჯამში 4-0 წააგო.

სამწვრთნელო შტაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მთავარი მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა რემი გარდი
  • მწვრთნელის თანაშემწე: საფრანგეთის დროშა ბრიუნო ჟენეზიო
  • მეკარეების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა ჟოელ ბატი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა რობერტ დიუვერნი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა ალექსანდრ დელალი
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა რედისი აბდელჟელილი
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა სილვენ რუსო
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა პატრიკ პერე
  • პროფესიული გუნდის მენეჯერი: საფრანგეთის დროშა კრისტოფ ტონი

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით[3] შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე პორტუგალია პორტუგალია ენტონი ლოპეში
2 მცველი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი სინალი დიომონდე
3 მცველი ბრაზილია ბრაზილია ემერსონ პალმიერი
4 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი კასტელო ლუკება
5 მცველი ბელგია ბელგია ჯეისონ დენაიე
6 მცველი ბრაზილია ბრაზილია მარსელო
7 თავდამსხმელი კამერუნი კამერუნი კარლ ტოკო ეკამბი
8 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ჰუსემ აუა
9 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი მუსა დემბელე
10 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ლუკას პაკეტა
11 თავდამსხმელი ზიმბაბვე ზიმბაბვე ტინო კადევერე


12 მცველი ბრაზილია ბრაზილია ენრიკე
14 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ლეო დუბუა (კაპიტანი)
17 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი მალო გუსტო
18 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი რაიან შერკი
20 თავდამსხმელი ალჟირი ალჟირი ისლამ სლიმანი
21 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი დამიენ და სილვა
23 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ტიაგო მენდეში
25 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი მაქსენს კაქერე
27 მცველი გერმანია გერმანია ჯერომ ბოატენგი
29 თავდამსხმელი შვეიცარია  შვეიცარია ჯერდან შაჩირი
30 მეკარე გერმანია გერმანია იულიან პოლერსბეკი
39 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ბრუნო გიმარაეში

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.olweb.fr/en/
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2013-08-20.
  3. Players and staff | Men. OLWeb.fr. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური