კრისტიანო რონალდო

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან კრიშტიანო რონალდუ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტიანო რონალდო
პირადი მონაცემები
სრული სახელი კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1985
დაბ. ადგილი    ფუნშალი, პორტუგალია
სიმაღლე 185 სმ.
პოზიცია გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი რეალი
ნომერი -
ახალგაზრდობის კლუბები
1993–1995
1995–1997
1997–2001
ანდორინია
ნასიონალი
სპორტინგი
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მტჩ (გლ)*
2001–2003
2003–2009
2009–
სპორტინგი
მანჩესტერ იუნაიტედი
რეალი
25 (3)
196 (84)   
ეროვნული ნაკრები2
2003– პორტუგალია 64 (22)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 10 მაისი, 2009 (UTC).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

კრისტიანო რონალდო (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro [kɾiʃˈtiɐnu ʁuˈnaɫðu] ) (დ. 1985 წლის 5 თებერვალს) პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდო ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007-08 წ.წ სეზონში რონალდომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: "რონალდო უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი."

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო დაიბადა მარია დოლორეს დოს სანტოს ავეიროსა და ხოსე დინის ავეიროს ოჯახში. მისი მეტსახელი "რონალდო", უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრისტიანოს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები, - ელმა და ლილიანა კატია.

[რედაქტირება] საკლუბო კარიერა

[რედაქტირება] ადრეული წლები

ბავშვობაში რონალდოს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრისტიანო ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

[რედაქტირება] სპორტინგი

რონალდო თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრისტიანომ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდოს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდოს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრისტიანოს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდოს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდოს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.

[რედაქტირება] მანჩესტერ იუნაიტედი

რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრისტიანომ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. ამს არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე იუნაიტედის სიეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. "როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური."

რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას

რონალდოს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემეირლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდომ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდოს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: "მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს." 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდომ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდოს სანაცვლოდ მადრიდის რეალი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდოსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრისტიანომ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდომ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდომ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრისტიანომ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდომ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდომ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.

[რედაქტირება] მადრიდის რეალი

2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდოს მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. [1]

[რედაქტირება] სანაკრებო კარიერა

რონალდოს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდოს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედვაად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრისტიანომ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდომ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ამჟამად, მანჩესტერის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის კაპიტანია.


[რედაქტირება] გოლები ნაკრების რიგებში

Cristiano Ronaldo‎: საერთაშორისო გოლები
# თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრის სახეობა
1 12 ივნისი 2004 პორტუ, პორტუგალია საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1 – 2 1 – 2 ევრო 2004
2 30 ივნისი 2004 ლისაბონი, პორტუგალია ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი 2 – 0 2 – 1 ევრო 2004
3 4 სექტემბერი 2004 რიგა, ლატვია ლატვიის დროშა ლატვია 0 – 1 0 – 2 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
4 8 სექტემბერი 2004 ლეირია, პორტუგალია ესტონეთის დროშა ესტონეთი 1 – 0 4 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
5 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია რუსეთის დროშა რუსეთი 2 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
6 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია რუსეთის დროშა რუსეთი 4 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
7 17 ნოემბერი 2004 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 0 – 2 0 – 5 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
8 4 იცნისი 2005 ლისაბონი, პორტუგალია სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 2 – 0 2 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
9 8 ივნისი 2005 ტალინი, ესტონეთი ესტონეთის დროშა ესტონეთი 0 – 1 0 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
10 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 0 – 1 0 – 3 ამხანაგური
11 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 0 – 3 0 – 3 ამხანაგური
12 17 ივნისი 2006 მაინის ფრანკფურტი, გერმანია ირანის დროშა ირანი 2 – 0 2 – 0 მსოფლიო ჩემპიონატი 2006
13 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 1 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
14 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 3 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
15 15 ნოემბერი 2006 კოიმბრა, პორტუგალია ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 2 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
16 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია ბელგიის დროშა ბელგია 2 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
17 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია ბელგიის დროშა ბელგია 4 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
18 22 აგვისტო 2007 ერევანი, სომხეთი სომხეთის დროშა სომხეთი 1 – 1 1 – 1 ევრო 2008 შესარჩევი
19 8 სექტემბერი 2007 ლისაბონი, პორტუგალია პოლონეთის დროშა პოლონეთი 2 – 1 2 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
20 17 ოქტომბერი 2007 ალმა-ატა, ყაზახეთი ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 0 – 2 1 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
21 11 ივნისი 2008 ჟენევა, შვეიცარია ჩეხეთის რესპუბლიკის დროშა ჩეხეთის რესპუბლიკა 1 – 2 1 – 3 ევრო 2008
22 11 თებერვალი 2009 ფარო, პორტუგალია ფინეთის დროშა ფინეთი 1–0 1–0 ამხანაგური


[რედაქტირება] ტიტულები


[რედაქტირება] კლუბური სტატისტიკა

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
სპორტინგი 2002–03 25 3 3 2 3 0 0 0 31 5
ჯამში 25 3 3 2 3 0 0 0 31 5
მანჩესტერ იუნაიტედი 2003–04 29 4 5 2 1 0 5 0 0 0 40 6
2004–05 33 5 7 4 2 0 8 0 0 0 50 9
2005–06 33 9 2 0 4 2 8 1 0 0 47 12
2006–07 34 17 7 3 1 0 11 3 0 0 53 23
2007–08 34 31 3 3 0 0 11 8 1 0 49 42
2008–09 33 18 2 1 4 2 12 4 2 1 53 26
ჯამში 196 84 26 13 12 4 55 16 3 1 292 118
კარიერის ჯამური შედეგები 221 87 29 15 12 4 58 16 3 1 323 123


[რედაქტირება] მითითებები

  1. რონალდუ ოფიციალურად გამადრიდელდა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"

პირადი ხელსაწყოები