კაკა
ვიკიპედიიდან
| პირადი მონაცემები | ||
|---|---|---|
| სრული სახელი | რიკარდუ იზეკსონ დოშ სანტოშ ლეიტე |
|
| დაბ. თარიღი | 22 აპრილი, 1982 | |
| დაბ. ადგილი | ბრაზილია, ბრაზილია | |
| სიმაღლე | 1.86 მ | |
| პოზიცია | ნახევარმცველი | |
| ეროვ. ნაკრები | ბრაზილია 52(18) | |
| ინფორმაცია კლუბის შესახებ | ||
| კლუბი | მადრიდის რეალი | |
| კარიერა | ||
| კლუბები | 1999—2003 სან-პაულო 58(10) 2003- 2009 მილანი 193 (70) 2009 - მადრიდის რეალი 0 (0) |
|
რიკარდუ იზეკსონ დოშ სანტოშ ლეიტე (პორტ. Ricardo Izecson dos Santos Leite) (დ. 22 აპრილი, 1982, ბრაზილია, ბრაზილია), ცნობილი როგორც კაკა (პორტ. Kaká) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი, რომელიც არის ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და სერია „ა“-ს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ განუყოფელი ფიგურა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება
კაკა დაიბადა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში…
მისი ზედმეტ სახილი კაკა ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს და სერია B-ს კლუბ რიმინის მოთამაშე დიგაოს უკავშირდება; პატარაობისას თურმე, რიკარდოს წარმოთქმა მას უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა და საბოლოოს შერჩა რიკარდოს ეს მეტსახელი . . .
კაკამ ბავშვობაში მძიმე ტრავმა გადაიტანა, ხიდან ჩამოვარდა და ზურგით დაეცა ვითომც არფერი იგი ადგა და სახლში წავიდა, მაგრამ ერთი კვირის მანძილზე მას საშინელი ტკივილები ქონდა. და ერთი კვირის შემდეგ მან ვეღარ შეძლო ფეხზე ადგომაც კი, რომელ გავლაზე და ფეხბურთზე იყო საუბარი. ექიმებმა მას უთხრეს რომ ხერხემლის მალები ჰქონდა დაზიანებული და იგი ვეღარასდროს სიარულს ვერ შეძლებდა. პატარა ბიჭისთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო, რადგან მისთვის ფეხბურთი მთელი ცხოვრება იყო, მაგრამ მას რწმენა ჰქონდა იმის რომ უნდა გაევლო და ფეხბურთს კვლავაც დაბრუნებოდა. იმის მიუხედავად რომ კაკას ოპერაციაც აღარ შველოდა, რადგან იმ ერთ კვირაში უკვე დაგვიანდა მისი გაკეთება, ფეხის თითის განძრევაც კი არ შეეძლო, მაგრამ მან როგორც თვითონ ამბობს მისი რწმენით, ლოცვით და უფლის დახმარებით 10 დღის შემდეგ ფეხის ამოძრავება შეძლო, ხოლო 1 თვის შემდეგ სიარული დაიწყო. ექიმები ამას ვერ იჯერებდნენ, რადგან მედიცინას კაკას განკურნება არ შეეძლო და ამას სასწაულად მიიჩნევდნენ. 4 თვის თავზე რიკარდო ფეხბურთსაც დაუბრუდა. ამიტომაა რომ ყოველი გოლის გატანის შემდეგ იგი ცასუყურებს და ღმერთს მადლობას სწირავს რომ მას თამაში შეუძლია. კაკა ყველა ინტერვიუში წერს რო მისი ფეხბურთელობა უფლის წყალობა და საჩუქარია
2000 წლის სექტემბერში მან განიცადა კარიერისათვის საფრთხის მომტანი და რაც მთავარია სავარაუდოდ ინვალიდად გადამქცეველი ტრავმა, რამეთუ აუზში ჩავარდა თუ ცრუვის დროს ცუდი მოძრაობა გამოუვიდა, ზუსტად არ ვიცი… მარა აუზთან არის დაკავშირებული, ეგ კი ვიცი 100 %… საშინელება არ მომხდარა და კაკა სრულად გამოჯანმრთელდა… ამას კაკა ღმერთიდან მოვლენილ სასწაულს უწოდებს და მას შემდეგ იგი ძალიან ძლიერი მორწმუნე გახდა.
[რედაქტირება] კარიერა
[რედაქტირება] საკლუბო ასპარეზობა
კაკას დებიუტი ბრაზილიურ სან პაულოში შედგა 2001 წელს 18 წლის ასაკში და იმ სეზოში 27 მატჩიდან მან 12 გოლის გატან შეძლო, ხოლო მომდევნო სეზონში 10-ის… მისმა შედეგიანმა და „ჭკვიანმა“ თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და ეს სწორედ მილანი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც შეძლო მისი გულის მოგება და კონტრაქტის გაფორმება 2003 წლის ზაფხულში… 1 თვეში მან შეძლო ძირითად გუნდში ფეხის სტაბილური მოკდება და უკვე რამდენიმე კვირაში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა… ამ სეზონში მისი ბრწყინვალე გამოსვლის მეშვეობით მილანმა სერია A-ს ტიტულის მოპოვება და უეფას სუპერ თასზე გამარჯვება შეძლო, ხოლო 30 მატჩში ბრაზილიელმა 10 გოლის გატანა მოახერხა…
კაკა განუყოფელი ნაწილი გახდა 2004/05 წლის მილანის 5 კაციანი ნახევარდაცვის შემტევი ნაწილისა და მისით მომარაგებული შევჩენკოც ბურთს ბურთზე იტანდა… ამ სეზონზე მათ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის და სერია A-ს ვიცე-ჩემპიონობა და იტალიის თასის მფლობელობა…
კაკას ერთერთი ულამაზესი და ყველაზე გამორჩეული გოლი ფენერბახჩელთა კარში აქვს გატანილი (მილანი — ფენერბახჩე 3-1), სადაც მან დუბლი შეასრულა… ამ გოლით იგი მიამსგავსეს მარადონას, რამეთუ მან ბურთი წამოიღო თავისი საჯარიმოს მისადგომებიდან, რამდენიმე მცველს გაცდა და დამაგვირგვინებელი დარტყმაც შედეგიანი აღმოჩნდა…
[რედაქტირება] სანაკრებო ასპარეზობა
მისი საერთაშორისო დებიუტი 2002 წელს შედგა ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ და იგი წაყვანილ იქნა კორეა-იაპონიის მუნდიალზე, თუმცა მხოლოდ 19 წუთი ათამაშეს ჯგუფური ეტაპის მატჩში კოსტა რიკელთა წინააღმდეგ…
2005 წლიდან იგი ნაკრების „გასაღები“ ფეხბურთელი ხდება და ამ წელს ბრაზილიამ მისი დახმარებით კონფედერაციის თასის მოგება შეძლო, ხოლო ტავად ფეხბურტელმა ფინალში არგენტინელთა წინააღმდეგ გოლიც გაიტანა… (ბრაზილია — არგენტინა 4-1)
[რედაქტირება] სტატისტიკა
| კლუბი | სეზონი | Domestic ლიგა |
Domestic თასი |
ნაკერები | სულ | ||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | ||
| მილანი | 2007-08 | 18 | 10 | 0 | 0 | 6 | 2 | 24 | 12 |
| 2006-07 | 31 | 8 | 2 | 0 | 15 | 10 | 48 | 18 | |
| 2005-06 | 35 | 14 | 2 | 0 | 12 | 5 | 49 | 19 | |
| 2004-05 | 36 | 7 | 2 | 0 | 14 | 2 | 52 | 9 | |
| 2003-04 | 30 | 10 | 4 | 0 | 14 | 4 | 48 | 14 | |
| სულ | 133 | 41 | 10 | 0 | 57 | 23 | 200 | 63 | |
| სან პაულო | 2002-03 | 10 | 2 | 0 | 0 | 10 | 2 | ||
| 2001-02 | 22 | 9 | 0 | 0 | 22 | 9 | |||
| 2000-01 | 27 | 12 | 0 | 0 | 27 | 12 | |||
| სულ | 59 | 23 | 0 | 0 | 0 | 0 | 59 | 23 | |
| კარიერის სტატისტიკა | 192 | 64 | 10 | 0 | 56 | 22 | 259 | 86 | |
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
კაკა დაოჯახდა 2005 წლის 23 დეკემბერს, 2 წლის შემდეგ მისი გადასვლიდან მილანში… მან ცოლად შეირთო ახალგაზრდა კაროლინ სელიკო, ქალიშვილი კრისტიან დიორის სახისა ბრაზილიაში როზანჟელა ლირასი და ბიზნესმენ სელსო სელიკოსი… ქორწილი 600 კაციანი იყო და დაპატიჟებულ იყვნენ ასევე ცნობილი ფეხბურთელები, მისი მეგობრები და თანაგუნდელები: კაფუ, რონალდო, ადრიანო, ჟულიუ ბაპტიშტა და ასევე ნაკრების მწვრთნელი კარლოშ ალბერტუ პარეირა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||

