პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონეთი
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი Biało-czerwoni(თეთრ-წლითლები),Białe Orły(თეთრი არწივები)
ასოციაცია პოლონეთის ფეხბურთის ასოციაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი პოლონეთის დროშა ?
კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი
ფიფა-ს კოდი POL
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
უნგრეთის დროშა უნგრეთი 1 - 0 პოლონეთის დროშა პოლონეთი
(ბუდაპეშტი, უნგრეთი; 18 დეკემბერი, 1921)
უდიდესი გამარჯვება
პოლონეთის დროშა პოლონეთი 10 - 0 სან-მარინოს დროშა სან-მარინო
(კიელცე, პოლონეთი; 1 აპრილი, 2009)
უდიდესი დამარცხება
დანიის დროშა დანია 8 - 0 პოლონეთის დროშა პოლონეთი
(კოპენჰაგენი, დანია; 26 ივნისი, 1948)
გამოსვლა (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1938|1938]])
საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი, 1974, 1982
გამოსვლა (პირველად 2008)
საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი, 2016

პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე პოლონეთს წარმოადგენს და ადმინისტრირებას პოლონეთის საფეხბურთო ასოციაცია უწევს.უმნიშვნელოვანეს ტამაშებს გუნდი ატარებს ქალაქ ხოჟუვში,სილეზიის სტადიონზე,მწვრთნელი არის ფრანჩისეკ სმუდა.

პოლონეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავდა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში,როცა მან სტადიონ უემბლიზე ინგლისის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.ამ ჩემპიონატში პოლონელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში 1-0 დაამარცხეს ბრაზილიელები და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.ტურნირის ოქროს ბუცის მფლობელი და ბომბარდირი კი პოლონელი გჟეგოჟ ლიატო გახდა.პოლონეთმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მესამე ადგილი აიღეს.

რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს,პოლონეთმა მოიგო 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა,1976 წლის მონრეალის და 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ევროპის ჩემპიონატებზე პოლონეთი პირველად მოხვდა 2008 წელს,ხოლო 2012 წლის ჩემპიონატზე ტურნირის თანა-მასპინძელის რანგში მონაწილეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული 1919-1939 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია 1919 წლის 20 დეკემბერს ვარშავაში დაფუძნდა.პოლონეთის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა 1921 წლის 18 დეკემბერს ბუდაპეშტში,სადაც ადგილობრივ უნგრეთის ნაკრებთან მინიმალურად-1:0 დამარცხდნენ.პირველი საერთაშორისო გამარჯვება იზეიმეს 1922 წლის 28 მაისს სტუმრად შვედეთის ნაკრებთან-2:1.1937 წელს პოლონელებმა ორჯერ დაამარცხეს იუგოსლავია 4:0 და 1:0 და ისტორიაში პირველად მოიპოვეს 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

დებიუტანტი პოლონეთის ნაკრები გადაეყარა ბრაზილიის ნაკრებს,რომელიც იმ დროს სულაც არ მიიჩნეოდა მსოფლიოს ტოპ-გუნდად,მაგრამ ყველა აღიარებდა როგორც კარგ,ანგარიშგასაწევ ძალას.ასეთ პირობებში პოონეთის ნაკრების დამარცხება არავის აღუქვამს სენსაციად,რდაგანაც ყველა სამხრეთამერიკელბს უწინასწარმეტყველებდა წარმატებას.პოლონელებმა,მიუხედავად ერთადერთი ჩატარებული თამაშისა,გულშემატკივარი გააოცეს თავიანთი დასამახსოვრებელი თამაშით.ეს მატჩი,როგორც აღინიშნა,ბრაზილიელებმა მოიგეს დამატებით დროში-6:5.პოლონელთა მხრიდან ერნესტ ვილიმოვსკიმ 5 დან 4 გოლი გაიტანა.ეს დღესაც დიდებულ შედეგად მიიჩნევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ პოლონეთმა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ უნგრეთთან და 4:2 დაამარცხეს მეტოქე.ეს კი მიიჩნევა ძალიან დიდ შედეგად პოლონური ფეხბურთის ისტორიაში.

1946-1972[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1946 წლის 11 ივნისს ოსლოში პოლონეთმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ნორვეგიასთან.ეს შეხვედრა 3:1 დასრულდა ნორვეგიელთა სასარგებლოდ.ომის შემდეგ პირველი უდიდესი გამარჯვება იყო იმდროინდელ ევროპაში საუკეთესო გუნდ ჩეხოსლოვაკიასთან,სამხრეთელ მეზობელთან,ანგარიშით 3:1.

1948 წელს პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 წააგო დანიასთან,მაგრამ 1963 წლის 4 სექტემბერს ნორვეგიასთან 9:0 გამარჯვებამ პოლონელებს ეს კოშმარი დაავიწყა.ეს მატჩი იმითაც იყო აღსანიშნავი,რომ დებიუტი ჰქონდა ვლადზიმეჟ ლიუბანსკის.ამ თამაშში გატანილი გოლით დაიწყო მისი ბომბარდირული აღმასვლა-48 გოლი 75 მატჩში.ეს გამარჯვება 2009 წლის 1 აპრილს სან მარინოსთან გამარჯვებამ გადაფარა.

1970 წლის 1 დეკემბერს პოლონურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა ერთმა ადამიანმა.ეს იყო კაზიმირ გორსკი,რომლის დამოძღვრილმა პოლონელებმა 1972 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მდელები აიღეს,1976 წელს ვერცხლი,ხოლო 1974 და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე მესამე ადგილი.

მესამე ადგილი 1974 წლის მსოფლიო თასზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გჟეგოჟ ლიატო (მარცხნივ)

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე პოლონეთის ნაკრები არ იყო დიდად სახელგანთმული საერთაშორისო არენაზე.თუმცა მსოფლიოში მესამე ადგილის დაკავება დიდი სიურპრიზი არ ყოფილა მსოფლიოსთვის,რადგანაც პოლონეთის ნაკრების იმ ბირთვმა,რომელიც მონაწილეობდა ამ მუნდიალზე,1972 წელს ოლიმპიადა მოიგო.დასავლეთი ოლიმპიადას სერიოზულ ტურნირად არ აღიქვამდა,მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზულად უდგებოდნენ ამ ტურნირს.პოლონელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას გამოთიშეს ინგლისელები.

პოლონელები 1974წელს ბრაზილიასთან გამარჯვებას ზეიმობენ

გერმანია 74-ის სადებიუტო შეხვედრაში პოლონელები არგენტინელებს დაუპირისპირდნენ,რომლებიც მეექვსედ მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.ეს მატჩი თეთრ-წითლების გამარჯვებით დასრულდა-3:2.გოლები პოლონელთა მხრიდან გჟეგოჟ ლიატომ (7;62) და შარმახმა (8) გაიტანეს,ხოლო სამხრეთამერიკელთა მხრიდან რამინერედიამ (60) და კარლოს ბაბინგტონმა(66) გაიტანეს.

მეორე მატჩში პოლონელებმა ადვილად, 7:0 დაამარცხეს კარიბის ზღვის ქვეყანა ჰაიტი.აქ ჰეთ-თრიკი შეასრულა შარმახმა,ხოლო ლიატომ დუბლი.ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "თეთრ-წითლები" იტალიელებს დაუპირისპირდნენ,რომლებსაც იქამდეც შეხვედროდნენ-1970 წლის მსოფლიო თასზე.ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად პოლონელებს ამ მატჩში ფრეც აწყობდათ.პოლონეთმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო,იტალიელებმა 86 წუთზე მხოლოდ ფაბიო კაპელოს მიერ პრესტიჟის გოლი გატანა შეძლეს.ზედიზედ მესამე გამარჯვებამ აღმოსავლეთევროპელებს ჯგუფის ლიდერობა მოუტანა.მეორე ეტაპის პირველ თამაშში პოლონელებმა ლიატოს ერთადერთი გოლის წყალობით შვედეთი დაამარცხეს.შემდეგ იყო იუგოსლავია,რომელმაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიასთან და შოტლანდიასთან ფრე ითამაშა,ხოლო ზაირს 9:0 მოუგო.24–ე წუთზე პოლონელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს,რომელიც დეინამ გოლად აქცია.43–ე წუთზე იუგოსლავიელებმა სტანისლავ კარასის გოლით გაათანაბრს,მაგრამ თეთრ–წითლებს აქაც ლიატო მოევლინათ მშველელად.საბოლოოდ 2:1 პოლონელთა სასარგებლოდ.

1974 წლის 3 ივლისს მაიმართა მეორე ეტაპის ბოლო მატჩი დასავლეთ გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის.ამ დღეს გადაუღებლად წვიმდა.მოედანი მთლიანად დატბორილი იყო.პოლონელებმა მატჩის გადადება მოითხოვეს,მაგრამ ავსტრიელი არბიტრი ამის წინააღმდეგი იყო.ფრე მასპინძლებისთვის უფრო მისაღები იყო.პოლონელებს სველ მოედანზე ბურთის გორება უჭირდათ და აი,გერდ მიულერმა თამაშის 76-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.მთელი ქვეყანა შოკში იყო.

მე-3 ადგილისთვის მატჩში პოლონეთის ნაკრებმა ბრაზილია ლიატოს ერთადერთი გოლით დაამარცხა,ხოლო ეს უკანასკნელი ტურნირის ბომბარდირი გახდა 7 გატანილი გოლით.


1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონატზე პირველ მატჩში პოლონეთმა ქულები გაიყო გერმანიასთან-0:0.მეორე შეხვედრაში გჟეგოჟ ლიატოს ერთადერთი გოლით პოლონელებმა აფრიკის წარმომადგენელი-ტუნისი დაამარცხეს.მესამე შეხვედრაში პოლონელმა ჟბიგნევ ბონიეკმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი დებიუტი 43-ე წუთზე გოლით აღნიშნა.52 წუთზე მექსიკელებმა ვიქტორ რანგელის გოლით წონასწორობა აღადგინეს,მაგრამ 4 წუთში კაზიმირ დეინამ პოლონელები კვლავ დააწინწურა.წერტილი კი 84-ე წუთზე ბონიეკმა დასვა.საბოლოოდ-3:1.

მეორე ეტაპზე პოლონელები სამი მეტოქიდან სამივე სამხრეთ ამერიკულ გუნდს გადაეყარნენ.ესენი იყვნენ-ბრაზილია,არგენტინა და პერუ.ბრაზილიას და არგენტინას წინა მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში სწყუროდათ.ჯერ არგენტინამ დაამარცხა თეთრ-წითლები ჩემპიონატის მომავალი ბომბარდირის,მარიო კემპესის წყვილი გოლით.მეორე შეხვედრაში პოლონელებმა პერუს ნაკრებს ანდრეი შარმახის გოლით მოუგეს 1:0.პოლონელთა ბოლო მატჩში ბრაზილიელებმა ნელინიოსა და რობერტოს ორი გოლი პოლონელები დაამარცხეს.აღმოსავლეთევროპელებმა პირველი ტაიმის მიწურულს მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.

ამჟამინდელი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
ვოიჩეხ შჩესნი 18 აპრილი, 1990 (1990-04-18) (34 წლის) 23 0 იტალიის დროშა რომა
ლუკაშ ფაბიანსკი 18 აპრილი, 1985 (1985-04-18) (39 წლის) 20 0 ინგლისის დროშა არსენალი
პრჟემისლავ ტიტონი 4 იანვარი, 1987 (1987-01-04) (37 წლის) 5 0 ნიდერლანდების დროშა პსვ
მარსინ ვასილევსკი 9 ივნისი, 1980 (1980-06-09) (43 წლის) 45 1 ბელგიის დროშა ანდერლეხტი (საფეხბურთო კლუბი)
ლუკაშ პიჟჩეკი 3 ივნისი, 1985 (1985-06-03) (38 წლის) 43 2 გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი
იაკუბ ვავრჟინიაკი 7 ივლისი, 1983 (1983-07-07) (40 წლის) 25 0 პოლონეთის დროშა ლეგია ვარშავა
ტომაშ იოდლოვიეცი 22 მარტი, 1985 (1985-03-22) (39 წლის) 24 0 პოლონეთის დროშა პოლონია ვარშავა
გჟეგოჟ ვოიტკოვიაკი 26 იანვარი, 1984 (1984-01-26) (40 წლის) 17 0 გერმანიის დროშა მიუნხენ 1860
კამილ გლიკი 3 თებერვალი, 1988 (1988-02-03) (36 წლის) 11 1 იტალიის დროშა ტორინო (საფეხბურთო კლუბი)
დამიენ პერკუისი 4 ოქტომბერი, 1984 (1984-10-04) (39 წლის) 5 0 საფრანგეთის დროშა სოშო
სებასტიან ბოენიში 1 თებერვალი, 1987 (1987-02-01) (37 წლის) 3 0 გერმანიის დროშა ვერდერი
მარსინ კამინსკი 15 იანვარი, 1992 (1992-01-15) (32 წლის) 1 0 პოლონეთის დროშა ლეხ პოზნანი
იაკუბ ბლაშიკოვსკი 14 დეკემბერი, 1985 (1985-12-14) (38 წლის) 74 15 იტალიის დროშა ფიორენტინა
დარიუშ დუდკა 9 დეკემბერი, 1983 (1983-12-09) (40 წლის) 61 2 საფრანგეთის დროშა ოსერი
რაფაელ მურავსკი 9 ოქტომბერი, 1981 (1981-10-09) (42 წლის) 38 1 პოლონეთის დროშა ლეხ პოზნანი
გჟეგოჟ კრიხოვიაკი 29 იანვარი, 1990 (1990-01-29) (34 წლის) 30 2 ესპანეთის დროშა სევილია
ლუდოვიკ ობრანიაკი 10 ნოემბერი, 1984 (1984-11-10) (39 წლის) 21 4 საფრანგეთის დროშა ბორდო
ადრიან მიერჟეიევსკი 4 ნოემბერი, 1986 (1986-11-04) (37 წლის) 20 1 თურქეთის დროშა ტრაბზონსფორი
მარჩეი რიბუსი 19 აგვისტო, 1989 (1989-08-19) (34 წლის) 19 1 რუსეთის დროშა ტრეკი
ადამ მატუშიაკი 14 თებერვალი, 1989 (1989-02-14) (35 წლის) 17 1 გერმანიის დროშა ფორტუნა დიუსელდორფი
კამილ გროსიცი 8 ივნისი, 1988 (1988-06-08) (35 წლის) 11 0 თურქეთის დროშა სივასფორი
ეუგენ პოლანსკი 17 მარტი, 1986 (1986-03-17) (38 წლის) 5 0 გერმანიის დროშა მაინცი
რაფაელ ვოლსკი 10 ნოემბერი, 1992 (1992-11-10) (31 წლის) 0 0 პოლონეთის დროშა ლეგია ვარშავა
რობერტ ლევანდოვსკი 21 აგვისტო, 1988 (1988-08-21) (35 წლის) 73 34 გერმანიის დროშა ბაიერნი
პაველ ბროჟეკი 21 აპრილი, 1983 (1983-04-21) (41 წლის) 32 8 შოტლანდიის დროშა სელტიკი
არკადიუშ მილიკი 28 თებერვალი, 1994 (1994-02-28) (30 წლის) 15 7 ნიდერლანდების დროშა აიაქსი
მიხალ კუხარჩიკი 20 მარტი, 1991 (1991-03-20) (33 წლის) 4 0 პოლონეთის დროშა ლეგია ვარშავა
არტურ სობიეხი 12 ივნისი, 1990 (1990-06-12) (33 წლის) 3 0 გერმანიის დროშა ჰანოვერი

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ლევანდოვსკი
# ფეხბურთელი კარიერა გოლები მატჩები
1 რობერტ ლევანდოვსკი 2008– 76 132
2 ვლოდიმიერ ლუბანსკი 1963–1980 48 75
3 გჟეგოშ ლატო 1971–1984 45 100
4 კაზიმიერც დეინა 1968–1978 41 97
5 ერნესტ პოლი 1955–1965 39 46
6 ადჯეი სკამარჩი 1973–1982 32 61
7 ჯერალდ სიელსიკი 1947-1958 27 45
8 ჟბიგნევ ბონიეკი 1976–1988 24 80
9 ერნესტ ვილიმოვსკი 1934–1939 21 22
10 დარიუშ ჯიეკანოვსკი 1981–1990 20 63
ეუსებიუს სმოლარეკი 2002–2010 20 47

ყველაზე მეტი მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხაელ ზევკალოვი
# ფეხბურთელი კარიერა მატჩები გოლები
1 რობერტ ლევანდოვსკი 2008– 132 76
2 იაკუბ ბლაშიკოვსკი 2006–2019 108 21
3 მიხაელ ზევკალოვი 1998–2011 102 3
4 გჟეგოშ ლატო 1971–1984 100 45
5 ლაზიმიერც დეინა 1968–1978 97 41
6 იაჩეკ ბაკი 1993–2008 96 3
იაჩეკ კრჟინოვეკი 1999–2009 96 15
7 ვლადისლავ ზმუდა 1973–1986 91 1
8 ანტონი შიმანოვსკი 1970–1980 82 1
9 ჟბიგნევ ბონიეკი 1976–1988 80 24
10 ვლოდიმიერც ლუბანსკი 1963–1981 75 48
11 ტომაშ ვალდოხი 1991–2002 74 2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]