ერიკ კანტონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიკ კანტონა
Eric Cantona
Eric Cantona Cannes 2009.jpg
კანტონა 2009 წლის კანის ფესტივალზე
პირადი მონაცემები
სრული სახელი Éric Daniel Pierre Cantona
ერიკ დანიელ პიერ კანტონა
დაბადების
თარიღი
24 მაისი, 1966 (1966-05-24) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
მარსელი, საფრანგეთი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1980–1981 SO Les Caillols
1981–1983 ოსერი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1983–1988 ოსერი 82 (23)
1985–1986 მარტიგი (იჯარა) 15 (4)
1988–1991 მარსელი 40 (13)
1989 ბორდო (იჯარა) 11 (6)
1989–1990 მონპელიე (იჯარა) 33 (10)
1991 ნიმი 17 (2)
1992 ლიდს იუნაიტედი 28 (9)
1992–1997 მანჩესტერ იუნაიტედი 143 (64)
სულ 369 (131)
ეროვნული ნაკრები
1987–1995 საფრანგეთი 45 (20)
2005 საფრანგეთი (პლაჟი) 1 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2005–2011 საფრანგეთი (პლაჟი)
2010– ნიუ იორკ კოსმოსი (ფეხბურთის დირექტორი)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ერიკ კანტონა (ფრანგ. Eric Cantona; 24 მაისი, 1966) — ფრანგი მსახიობი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 45 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ადრეული წლები[რედაქტირება]

ერიკ კანტონა დაიბადა მარსელში, მედძმის და მხატვრის, ალბერ კანტონას და მკერავ ელეონორ რორიშის ოჯახში. სახლი სადაც ის დაიბადა მდებარეობს ლე კაილოლსის კვარტალში, ქალაქის მე-12 რაიონში. ჰყავს ორი ძმა: 4 წლით უფროსი ჟან-მარი და 17 თვით უმცროსი ჟოელი.

საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება]

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

კანტონამ თავისი კარიერა თავის კვარტალში, ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბ „კალიოლსში“ დაიწყო. თავდაპირველად ერიკმა ასპარეზობა მეკარედ დაიწყო, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი მალე გახდა თვალშისაცემი და სულ უფრო ხშირად უწევდა წინა ხაზში თამაში. სულ მან კლუბში 200 თამაშამდე ჩაატარა და შემდეგ „ოსერის“ ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. ახალგაზრდულ კლუბში გატარებული 2 სეზონის შემდეგ კანტონამ თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა „ოსერის“ ძირითად გუნდთან.

საფრანგეთი[რედაქტირება]

„ოსერში“ გატარებულ პირველ სამ წელიწადში კანტონამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო, რაშიც მას სავალდებულო სამხედრო სამსახურმაც შეუშალა ხელი, ფორმის აღსადგენად ოსერმა ის ლიგა 2-ის კლუბ „მარტიგში“ გაანათხოვრა. კანტონამ ერთი წელი ითამაშა განათხოვრების წესით და კვლავ „ოსერში“ დაბრუნდა. მომდევნო ორი წელი კანტონამ თამაში გამოასწორა და ჯამში 27 გოლი გაიტანა, რაც უკანდახეული თავდამსხმელისთვის მშვენიერი შედეგი იყო, რაც უმალ დაუფასდა: 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.

1988 წელს კანტონამ კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ოლიმპიკ მარსელთან“, თუმცა სეზონი ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ელოდნენ, კანტონამ მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო კანტონას ერთწლიანი მოგზაურობა განათხოვრების წესით „ჟირონდენ ბორდოში“ და „მონპელიეში“, საიდანაც ისევ ერთი სეზონით „მარსელში“ დაბრუნდა. 1991 წელს ის „ნიმში“ გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ კანტონა ცუდად არ გამოიყურებოდა და ეროვნულ გუნდშიც იწვევდნენ, მან მაინც ვერ შეძლო პოტენციალის სრულად გამოვლენა, ყველაზე მთავარი რაც კანტონამ ამ პერიოდში გამოიმუშავა: ახალ გარემოში თავის დამკვიდრების უნარი და ბრძოლის ჟინი იყო, რაც მომავალში ძალიან გამოადგა.

ლიდს იუნაიტედი[რედაქტირება]

„ნიმში“ კანტონამ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და ინგლისში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, მან მიიღო შემოთავაზება „ლიდს იუნაიტედისგან“ და კლუბში ჩაირიცხა. „ლიდსთან“ ერთად, რომელიც წინა წელს სამეულშიც არ იყო, კანტონა ინგლისი ჩემპიონი გახდა, ხოლო ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულთან“ გამართულ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს 4-3 გაამარჯვებინა.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება]

„ლიდს იუნაიტედში“ სახლმოხვეჭილი და „ლივერპულის“ კარში 3 გოლის გამტანი კანტონა, უკვე მომდევნო სეზონიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარდა. ეს იყო კლუბი სადაც კანტონამ ბოლომდე შეძლო თავისი ტალანტის სრულად წარმოჩენა, „ოლდ ტრაფორდზე“ ის ხუთი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და ოთხჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ხოლო ორჯერ ინგლისის თასზე შეძლო გამარჯვება. საერთო მოსაზრებით სწორედ კანტონამ ითამაშა ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი მანჩესტერ იუნაიტედის მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში. იგი უზომო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა ადგილობრივ ქომაგებშიც, მანჩესტერელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „მეფე ერიკი“ (King Eric) უწოდეს, კლუბის ოფიცილურმა ჟურნალმა Inside United-მა კი, იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მიუხედავად შესანიშნავი საფეხბურთო კარიერისა, ერიკს ძალიან ცუდი დისციპლინარული მაჩვენებლები ქონდა, გულშემატკივარზე თავდასხმის გამო, მას 8 თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდაც კი მოუწია.

ინდივიდუალური ჯილდოები[რედაქტირება]

მსგავსად საკლუბოსი, კანტონა არც ინდივიდუალური ჯილდოების სიმცირეს განიცდიდა, ის ხშირად ხვდებოდა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გამოცემების მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის გამოკითხვების მოწინავე პოზიციებზე. 1993 წელს, ჟურნალმა France Football-მა, ოქროს ბურთის გამოკითხვაში, წლის საუკეთესო ფეხბურთლების სამეულში დაასახელა, 1996 წელს კი, Onze Mondial-ის მიერ, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული Onze d'Or გადაეცა.

კინო კარიერა[რედაქტირება]

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ერიკმა კინო მოღვაწეობას მოჰკიდა ხელი, პარალელურად კი პროექტები ჰქონდა ტელევიზიაშიც. პირველი მნიშვნელოვანი ფილმი, სადაც ერიკი დაკავდა, იყო 1998 წელს, დედოფალ ელისაბედ I-ის შესახებ, გადაღებული ფილმი „ელისაბედი“ (Elizabeth), სადაც სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად კეიტ ბლანშეტი და ჯეფრი რაში უწევდნენ პარტნიორობას. 2003 წელს დანიელ ოტეისთან, მონიკა ბელუჩისთან და მიშელ ბლანთან ერთად გამოჩნდა ფილმში „მეორე სუნთქვა“ (Le deuxième souffle), თუმცა მიუხედავად ვარსვლავკრებულისა, ფილმმა უარყოფითი შეფასებები მიიღო. პირველი მთავარი როლი კანტონამ შეასრულა, რეჟისორ კენ ლოუჩის 2009 წლის კომედიურ ფილმში — „ერიკის ძიებაში“ (Looking for Eric), სადაც მან საკუთარი თავი ითამაშა.

2012 წელს ერიკმა გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი — „ფეხბურთის მეამბოხეები“ (Les rebelles du foot), სადაც თავად მოგვევლინა მთხრობელის როლში. სერიალში მოთხრობილია ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრებისეულ პრობლემებზე, მათ ბრძოლაზე ტირანიის, უსამართლობის და ჩაგვრის წინააღმდეგ. ფილმი ხუთი დამოუკიდებელი სერიისგან შედგება, თითო სერია კი თითო ფეხბურთელის ისტორიაზეა აგებული. კანტონამ თავისი ფილმის გმირებად კარლოს კასელი, დიდიე დროგბა, სოკრატესი, პრედრაგ პაშიჩი და რაშიდ მეხლუფი აირჩია.

ფეხბურთში დაბრუნება[რედაქტირება]

ტელე და კინოკარიერის პარალელურად ერიკს სპორტული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. 2005-2011 წლებში საფრანგეთის პლაჟის ფეხბურთის ნაკრებს წვრთნიდა და ორი თამაშიც ჩაატარა მოთამაშე მწვრთნელის რანგში, 2010 წლიდან კი აშშ-ში გადავიდა და საფეხბურთო კლუბ ნიუ იორკ კოსმოსის საფეხბურთო დირექტორად დაინიშნა.

ოჯახი[რედაქტირება]

კანტონა დაქორწინებული იყო იზაბელ ფერერზე და მასთან ორი შვილი ჰყავს: რაფაელი (1988 წელს დაბადებული) და ჟოზეფინა (1995 წელს დაბადებული). ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მსახიობ რაშიდა ბრაკნისთან.

კანტონას უმცროსი ძმა ჟოელი და ბიძაშვილი საშა ოპინელი, ასევე ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, თუმცა ნათესავებს გაცილებით ნაკლები საფეხბურთო მიღწევები ჰქონდათ კარიერაში. ძმის მსგავსად აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჟოელმაც მსახიობობას მიჰყო ხელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]