მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანჩესტერ სიტი
Manchester City
Manchester City.svg
სრული სახელი Manchester City Football Club
მეტსახელი ქალაქელები, ცისფერები,
დაარსდა 1880
სტადიონი ეტიჰად სტედიუმი ,
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 47 726[1])
პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ხალდუნ ალ მუბარაქი
მწვრთნელი იტალიის დროშა რობერტო მანჩინი
კაპიტანი ბელგიის დროშა ვენსან კომპანი
ლიგა ინგლისის პრემიერ ლიგა
2012-13 მე-2 ადგილი
ვებ-საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

მანჩესტერ სიტი — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის ინგლისის პრემიერ ლიგაში. კლუბი დაარსდა 1880 წელს. თავდაპირველად კლუბს „უესტ გორტონ სენტ მარქსი“ დაერქვა. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923-2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936/1937 და 1967/1968 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998/99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010/11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2:3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინს პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

კლუბის მთავარი მწვრთნელი იტალიელი რობერტო მანჩინია. ის კლუბში 2009 წელს, დეკემბერში მივიდა. ამის შემდეგ კლუბის კაპიტანი ვენსან კომპანია.

სექციების სია

შემადგენლობა [რედაქტირება]

2013 წლის 4 იანვრისთვის

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ინგლისის დროშა მეკარე ჯო ჰარტი
2 ინგლისის დროშა მცველი მიკა რიჩარდსი
3 ბრაზილიის დროშა მცველი დუგლას მაიკონი
4 ბელგიის დროშა მცველი ვენსან კომპანი (კაპიტანი)
5 არგენტინის დროშა მცველი პაბლო საბალეტა
6 ინგლისის დროშა მცველი ჯოლეონ ლესკოტი
7 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი
8 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი სამირ ნასრი
10 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა თავდამსხმელი ედინ ჯეკო
11 ინგლისის დროშა ნახევარმცველი სკოტ სინქლერი
13 სერბეთის დროშა მცველი ჯოლეონ ლესკოტი
14 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ხავი გარსია
16 არგენტინის დროშა თავდამსხმელი სერხიო აგუერო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
17 ინგლისის დროშა ნახევარმცველი კეჯ როდვეილი
18 ინგლისის დროშა ნახევარმცველი გარეთ ბერი
21 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი დავიდ სილვა
22 საფრანგეთის დროშა მცველი გაელ კლიში
28 კოტ-დ’ივუარის დროშა მცველი კოლო ტურე
29 ინგლისის დროშა მეკარე რიჩარდ რაითი
30 რუმინეთის დროშა მეკარე კოშტელ პანტილიმონი
32 არგენტინის დროშა თავდამსხმელი კარლოს ტევესი
33 სერბეთის დროშა მცველი მატია ნასტატიჩი
42 კოტ-დ’ივუარის დროშა ნახევარმცველი იაია ტურე
45 იტალიის დროშა თავდამსხმელი მარიო ბალოტელი
60 შვედეთის დროშა თავდამსხმელი იონ გუიდეტი
62 კოტ-დ’ივუარის დროშა ნახევარმცველი ერიკ იოჰანსენი

იჯარით წასული მოთამაშეები [რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
19 ინგლისის დროშა მცველი უეინ ბრიჯი (ბრაიტონი)
20 პარაგვაის დროშა თავდამსხმელი როკე სანტა კრუსი

სამწვრთნელო შტაბი

შესაძლებლობა სახელი
მთავარი მწვრთნელი იტალიის დროშა რობერტო მანჩინი
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ინგლისის დროშა კიდ ბრაიანი
ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი ინგლისის დროშა დევიდ პლატი
ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი იტალიის დროშა ფაუსტო სალსანო
ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი იტალიის დროშა ატილო ლომბარდო
მეკარის მწვრთნელი იტალიის დროშა მასიმო ბატარა
ფიტნესის მწვრთნელი იტალიის დროშა ივან კარმინატი
ეროვნული აკადემიის დირექტორი ინგლისის დროშა ჯიმ კესელი
აკადემიის მთავარი მწვრთნელი ინგლისის დროშა სკორ სელერსი

ტიტულები [რედაქტირება]

ინგლისი [რედაქტირება]

ინგლისის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (3): 1936–37, 1967–68, 2011–12
  • ვიცე-ჩემპიონი (3): 1903–04, 1920–21, 1976–77

ინგლისის ასოციაციის თასი

  • გამარჯვებული (5): 1904, 1934, 1956, 1969, 2011
  • ფინალისტი (4): 1926, 1933, 1955, 1981

ინგლისის ლიგის თასი

  • გამარჯვებული (2): 1970, 1976
  • ფინალისტი (1): 1974

ჩირითი შილდსი/კომუნითი შილდსი

  • გამარჯვებული (4): 1937, 1968, 1972, 2012
  • ფინალისტი (5): 1934, 1956, 1969, 1973, 2011

საერთაშორისო [რედაქტირება]

თასების მფლობელთა თასი

  • Coppacoppe.png გამარჯვებული (1): 1970

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. UEFA Champions League Statistics Handbook. UEFA. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2012.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: