გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
| გერმანია | |||
| მეტსახელი(ები) | Die Nationalelf | ||
|---|---|---|---|
| ასოციაცია | გერმანიის საფეხბურთო კავშირი (Deutscher Fußball-Bund) |
||
| კონფედერაცია | უეფა | ||
| მწვრთვნელი | |||
| კაპიტანი | ფილიპ ლამი | ||
| ფიფა-ს კოდები | GER | ||
| მაქს. დარტყმა | ლოთარ მათეუსი (150) | ||
| წამყვანი მეგოლე | გერდ მიულერი (68) | ||
|
|
|||
| პირველი საერთაშორისო | |||
(ბაზელი, შვეიცარია; 5 აპრილი, 1908) |
|||
| უდიდესი გამარჯვება | |||
(სოლნა, შვედეთი; 1 ივლისი, 1912) |
|||
| უდიდესი დამარცხება | |||
(ოქსფორდი, ინგლისი; 16 მარტი, 1909) |
|||
| მსოფლიო ჩემპიონატი | |||
| გამოჩენა | 16 (პირველად 1934) | ||
| საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1954, 1974, 1990 | ||
| ევროპის ჩემპიონატი | |||
| გამოჩენა | 10 (პირველად 1972) | ||
| საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1972, 1980, 1996 | ||
გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ.Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებია საერთაშორისო არენაზე. იგი წარმოადგენს მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ გერმანელ ფეხბურთელებს. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უეწვს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, მაგალითად ამხანაგურ თამაშებში სხვა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებთან, ასევე უეფასი და ფიფას ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სელექცია მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა სხვა ეროვნულ ნაკრებთა შორის. გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 1954, 1974, 1990 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი 1966, 1982, 1986 და 2002, სამგზის მესამე ადგილოსანი 1934, 1970 და 2006 წლებში და მეოთხეადგილოსანი 1958 წელს. სულ 11-ჯერაა გასული ნახევარფინალებში. ამ მაჩვენებლით უსწრებს თვით ბრაზილიის ნაკრებს. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული (1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი).
გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი და მიროსლავ კლოზე გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი.
არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] დასაწყისიდან პირველ მსოფლიო ომამდე
უკვე 1899 და 1901 წელს ჩატარდა 5 არაოფიციალური ამხანაგური შეხვედრა ორ განსხვავებულ გუნდს, გერმანიასა და ინგლისს შორის და ყველა გერმანიისთვის გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ეს თამაშები გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ არ იყო საერთაშორისო თამაშებად აღიარებული და დღეს ისინი ურ-საერთაშორისო მატჩების სახელითაა ცნობილი. ეს თამაშები ორგანიზებული იყო ვალტერ ბენზემანის მიერ, რომელსაც გერმანული ფეხბურთის დამაარსებლად მიიჩნევენ.
[რედაქტირება] ბომბარდირები
| ფეხბურთელი | გოლი | |
|---|---|---|
| 1 | გერდ მიულერი | 68 |
| 2 | მიროსლავ კლოზე | 63 |
| 3 | რუდი ფიოლერი | 47 |
| 4 | იურგენ კლინსმანი | 47 |
| 5 | კარლ-ჰაინც რუმენიგე | 45 |
| 6 | უვე ზეელერი | 43 |
| 7 | ლუკას პოდოლსკი | 43 |
| 8 | მიხაელ ბალაკი | 42 |
| 9 | ოლივერ ბირჰოფი | 37 |
| 10 | ფრიც ვალტერი | 33 |
[რედაქტირება] ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა
| ფეხბურთელი | პერიოდი | თამაში | |
|---|---|---|---|
| 1 | ლოთარ მათეუსი | 1980-2000 | 150 |
| 2 | მიროსლავ კლოზე | 2001- | 114 |
| 3 | იურგენ კლინსმანი | 1987-1998 | 108 |
| 3 | იურგენ კოლერი | 1986-1998 | 105 |
| 4 | ფრანც ბეკენბაუერი | 1965-1977 | 103 |
| 5 | ტომას ჰესლერი | 1988-2000 | 101 |
[რედაქტირება] ამჟამინდელი შემადგენლობა
შემადგენლობა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე.
| # | სახელი | დაბ. თარიღი | კლუბი | თამაში (გოლი) | დებიუტი |
|---|---|---|---|---|---|
| მეკარეები | |||||
| მცველები | |||||
| 2 | მარსელ იენსენი | 4 ნოემბერი, 1985 | 25 (1) | v. სლოვაკეთი, 3 სექტემბერი, 2005 | |
| 16 | ფილიპ ლამი | 11 ნოემბერი, 1983 | 45 (2) | v. ხორვატია, 18 თებერვალი, 2004 | |
| 17 | პერ მერტეზაკერი | 29 სექტემბერი, 1984 | 47 (1) | v. ირანი, 9 ოქტომბერი, 2004 | |
| ნახევარმცველები | |||||
| 6 | სიმონ როლფესი | 21 იანვარი, 1982 | 11 (0) | v. დანია, 28 მარტი, 2007 | |
| 7 | ბასტიან შვაინშტაიგერი | 1 აგვისტო, 1984 | 54 (14) | v. რუმინეთი, 6 ივნისი, 2004 | |
| 18 | ტიმ ბოროვსკი | 2 მაისი, 1980 | 33 (2) | v. ბულგარეთი, 21 აგვისტო, 2002 | |
| 19 | დევიდ ოდონკორი | 21 თებერვალი, 1984 | 16 (1) | v. იაპონია, 30 მაისი, 2006 | |
| თავდამსხმელები | |||||
| 9 | მარიო გომესი | 10 ივლისი, 1985 | 13 (6) | v. შვეიცარია, 7 თებერვალი, 2007 | |
| 10 | ოლივერ ნოივილი | 1 მაისი, 1973 | 69 (10) | v. მალტა, 2 სექტემბერი, 1998 | |
| 11 | მიროსლავ კლოზე | 9 ივნისი, 1978 | 79 (40) | v. ალბანეთი, 24 მარტი, 2001 | |
| 20 | ლუკას პოდოლსკი | 4 ივნისი, 1985 | 52 (28) | v. რუმინეთი, 6 ივნისი, 2004 | |
[რედაქტირება] მწვრთნელები
| სახელი | პერიოდი | თამაში | გამ. | ფრე | დამ. | ტიტულები |
|---|---|---|---|---|---|---|
| გსკ-ის კომიტეტი | 1908-1927 | 63 | 18 | 13 | 32 | |
| ოტო ნერცი | 1928-1936 | 70 | 42 | 10 | 18 | მესამე ადგილი 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე |
| ზეპ ჰერბერგი | 1936-1964 | 162 | 92 | 26 | 44 | 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი |
| ჰელმუტ შონი | 1964-1978 | 139 | 87 | 30 | 22 | მეორე ადგილი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,
მესამე ადგილი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მეორე ადგილი 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე |
| იუპ დერვალი | 1978-1984 | 67 | 45 | 11 | 11 | 1980 წლის ევროპის ჩემპიონი,
მეორე ადგილი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე |
| ფრანც ბეკენბაუერი | 1984-1990 | 66 | 36 | 17 | 13 | მეორე ადგილი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი |
| ბერტი ფოგსტი | 1990-1998 | 102 | 67 | 23 | 12 | მეორე ადგილი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე,
1996 წლის ევროპის ჩემპიონი |
| ერიხ რიბეკი | 1998-2000 | 24 | 10 | 6 | 8 | |
| რუდი ფიოლერი | 2000-2004 | 53 | 29 | 11 | 13 | მეორე ადგილი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე |
| იურგენ კლინსმანი | 2004-2006 | 34 | 20 | 8 | 6 | მესამე ადგილი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე |
| იოახიმ ლიოვი | 2006- | 27 | 18 | 6 | 3 | |
| სულ | 807 | 464 | 161 | 182 |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |
სტატიის