კარლოს ტევესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლოს ტევესი
Carlos Tévez'13.JPG
ტევესი იუვენტუსში, 2013 წ.
პირადი მონაცემები
სრული სახელი კარლოს ალბერტო მარტინესი
დაბადების
თარიღი
5 თებერვალი, 1984 (1984-02-05) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
კიუდადელა, არგენტინა
სიმაღლე 1.73 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1992–1996 ოლ ბოიზი
1997–2001 ბოკა ხუნიორსი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2004 ბოკა ხუნიორსი 75 (26)
2004–2006 კორინთიანსი 38 (25)
2006–2007 ვესტ ჰემი 26 (7)
2007–2009 მანჩესტერ იუნაიტედი 63 (19)
2009-2013 მანჩესტერ სიტი 107 (58)
2013– იუვენტუსი 9 (5)
ეროვნული ნაკრები
2001 არგენტინა 17 12 (15)
2004 არგენტინა 23 14 (12)
2004- არგენტინა 5 (5)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 27 ოქტომბერი 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
28 ოქტომბერი 2012.

კარლოს ტევესი (ესპ. Carlos Alberto Tévez) — არგენტინელი ფეხბურთელი, დაიბადა 1984 წლის 5 თებერვალს.

კარლოს ტევესმა თავისი საფეხბურთო კარიერა ბოკა ხუნიორსში დაიწყო.რომლის შემადგენლობაში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაატარა. ბოკას რიგებში მან დაჰყო 2004 წლამდე და 75 მატჩში 25 გოლი გაიტანა . კლუბთან ერთად ის გახდა არგენტინის ჩემპიონი, კოპა ლიბერტადორესის, საკონტინენტთაშორისო თასისა და კოპა სუდამერიკის გამარჯვებული. მონაწილეობდა 2003 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

2004 წლის დეკემბერში ის გადავიდა ბრაზილიურ კორინთიასში. ტრანსფერმა, რომელმაც 20 მილიონი დოლარი შეადგინა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ტევესი გუნდის კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი გახდა. მან გუნდთან ერთად 2005 წლის ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო, ამავე წელს გახდა ბრაზილიის წლის მოთამაშე. 2004 წლის ოლიმპიადაზე, ათენში არგენტინასთან ერთად მოიგო ოქროს მედალი.

2006 წლის 31 აგვისტოს ევროპაში შედგა ხმაურიანი ტრანსფერი რომლის შედეგად კარლოს ტევესი კორინთიასიდან ნისლიან ალბიონზე გადაბარგდა, კერძოდ კი,ვესტ ჰემში რომელიც იმ წელს პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. 26 მატჩში ტევესმა 7 გოლი გაიტანა. გადამწყვეტ თამაშში მანჩესტერ იუნაიტედთან ვესტ ჰემმა სწორედ ტევესის გოლით მოიგო და პრემიერ ლიგაში დარჩა. თამაშის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეცდებოდა კარლოს ტევესი თავის გუნდში ეხილა.

2007 წლის 10 აგვისტოს ტევესი ოფიციალურად ხდება მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშე. სადებიუტო სეზონში თავის კლუბს 19 გოლით დაეხმარა და მოიგო როგორც პრემიერ ლიგა ასევე ჩემპიონთა ლიგა. 2008/2009 წლების სეზონში არგენტინელი, გუნდში ახლად გადმოსული დიმიტრი ბერბატოვის შემცვლელი გახდა, რაც მას არ აკმაყოფილებდა. 2009 წლის ზაფხულში აწარმოებდა მოლაპარაკებას არენდის წესით სადმე გაშვებაზე, მაგრამ საბოლოოდ მან ყველაფერზე უარი თქვა და მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი. 2 კვირის შემდეგ, 14 ივლისს ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს და გადავიდა მანჩესტერ სითიში. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტრანსფერის შესახებ განაცხადა: „ეს შესანიშნავი სიახლეა — კარლოსი ეს არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელიც ჩვენს კლუბს დაეხმარება წინსვლაში“. არგენტინელმა, ისევე როგორც მანჩესტერ იუნაიტედში, 32 ნომრიანი მაისური აირჩია.

2009/2010 წლების სეზონში ტევესმა სითის შემადგენლობაში 29 გოლი გაიტანა 38 თამაშში.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ბოკა ხუნიორსი
კორინთიანსი
მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერ სიტი
იუვენტუსი

სანაკრებო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]