ქარიმ ბენზემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარიმ ბენზემა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ქარიმ მუსტაფა ბენზემა[1]
დაბადების
თარიღი
19 ნოემბერი, 1987 (1987-11-19) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიონი, საფრანგეთი
სიმაღლე 185 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1996-2005 ლიონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2006 ლიონი B 20 (15)
2004–2009 ლიონი 112 (43)
2009– რეალ მადრიდი 399 (205)
ეროვნული ნაკრები
2004 საფრანგეთი 17-წლ. 4 (1)
2004–2005 საფრანგეთი 18-წლ. 17 (4)
2005–2006 საფრანგეთი 19-წლ. 9 (5)
2006–2007 საფრანგეთი 21-წლ. 5 (0)
2007–2022 საფრანგეთი 97 (37)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ქარიმ მუსტაფა ბენზემა (ფრანგ. Karim Mostafa Benzema; დ. 19 დეკემბერი, 1987, ლიონი, საფრანგეთი) — ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი. თავისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო მას ასევე შეუძლია ფლანგზე თამაშიც. ის არის ფიზიკურად ძლიერი და აქვს გოლის გატანის ალღო.[3].

ბენზემა დაიბადა ქალაქ ლიონში და თავისი საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ ბრონ ტერაილონში დაიწყო. 1996 წელს კი ქალაქის მეორე და უფრო ძლიერ კლუბს, ლიონის „ოლიმპიკს“ შეუერთდა. მან დიდი დრო გაატარა „ოლიმპიკის“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. ბენზემას დებიუტი პირველ გუნდში 2004-2005 წლის სეზონში შედგა და ამ სეზონშივე „ლიონმა“ 3 ტიტული მოიგო. 2007-2008 წლის სეზონში ბენზემა გუნდის მთავარი ფიგურა გახდა, მან სეზონში 30 გოლი გაიტანა და კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმარა. ამავე სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო და საფრანგეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ბენზემა იყო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და მან აიღო ბრავოს ჯილდო. 2009 წლის ივლისში ბენზემამ ხელი მოაწერა 6 წლიან კონტრაქტს ესპანურ „რეალ მადრიდთან“. პირველი სეზონი ბენზემასათვის ახალ კლუბში წარუმატებელი გამოდგა, მან ვერ მოახერხა ძირითადში ადგილის დამკვიდრება. მეორე სეზონში კი ბენზემა ძირითადის ფეხბურთელი გახდა, გაიტანა 32 გოლი და კლუბს დაეხმარა კოპა დელ რეის მოგებაში. 2011 და 2012 წელს ის ზედიზედ ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი[4].

ბენზემა ამჟამად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს, მან პირველიად 17 წლამდელთა მაისურით ითამაშა. 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა 17 წლამდელთა შორის. ეროვნულ ნაკრებში მან პირველი შეხვედრა 2007 წელს ჩაატარა ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, მარტში. თავის სადებიუტო შეხვედრაში სადებიუტო გოლიც გაიტანა და მისმა გუნდმა 1-0 იმარჯვა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენზემამ თავისი საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქალაქის კლუბ „ბრონ ტერაილონში“ დაიწყო 8 წლის ასაკში. მას მეგობრები მეტსახელ „კოკოს“ ეძახდნენ. 10 შეხვედრაში მან 2 გოლის გატანა შეძლო. ახალგაზრდა კლუბმა ქალაქის მეორე გუნდის „ოლიმპიკის“ სკაუტების ყურადღება მიიქცია[5][6]. 1995 წელს უკვე მიდიოდა მოლაპარაკებები ბენზემას „ოლიმპიკში“ გადაყვანს თაობაზე „ბრონ ტერაილონის“ პრეზოდენტმა სანტა კრუსმა მოლაპარაკებები ჩაშალა[7]. „ოლიმპიკი“ კვლავ აგრძელებდა მოლაპარაკებებს. ამ მოლაპარაკებებში ბენზემას მამაც ჩაერთო და ეს ტრანსფერი 1996 წელს შედგა[8].

ბენზემა პროგრესს სწრაფად განიცდიდა. მას „ბურთის ბიჭს“ ეძახდნენ. საფრანგეთის 16 წლამდელთა ჩემპიონატში ბენზემამ 38 გოლი გაიტანა[9]. 2004-2005 წლებში შედგა მისი დებიუტი „ოლიმპიკის“ პირველ გუნდში. 17 წლის ასაკში ბენზემა უკვე პირველი გუნდის ღირსებას იცავდა და სულ მალე ის კლუბის მთავარი ფიგურა და ლიდერი გახდა[10].

2004-2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენზემას დაურეკა პოლ ლე გუენმა, ლიონის მაშინდელმა თავკაცმა სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისში და ლიონში გადასვლა შესთავაზა. ამ წელსვე მოხდა ბენზემას ლიონში გადაბარგება, სადაც მას ახალგაზრდა ვარსკვლავები დახვდნენ, მაიკლ ესიენი, სილვიან ვილტორდი, ერიკ აბიდალი და ფლორან მალუდა[11]. ბენზემას დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში 2005 წლის 15 იანვარს შედგა. ის პიერ-ალაინ ფრაუს ნაცვლად შევიდა მოედანზე. მან საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. მეორე გოლი ბრაიან ბეროუნოუმ გაიტანა[6][12]. ლიონმა შეხვედრა 2-0 მოიგო. ხუთი დღის შემდეგ ბენზემამ განაახლა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც კლუბში 3 წლის მანძილზე უნდა დარჩენილიყო[13]. 2 აპრილს, ბენზემამ ლანსის კარში შეძლო გოლის გატანა, ლიონმა 1-0 მოიგო და ბოლო 6 წელიწადში ოლიმპიკმა მეოთხედ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული[14].

ბენზემამ 2005-2006 წლის სეზონი, ახალი მწვრთნელის ჟერარ ულიეს მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო. მისი კონკურენტები კლუბში ბრაზილიელი ფრედი და ფრანგი ვილტორდი იყვნენ. ქარიმის დებიუტი ახალ სეზონში 2 ოქტომბერს შედგა ის შეცვლაზე შევიდა რენთან შეხვედრაში[15]. 6 დეკემბერს კი ის პირველად გამოჩნდა ევროპულ ასპარესზე. მან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა ნორვეგიული რუსენბორგის წინააღმდეგ[16]. მან პირველი გოლიც გაიტანა ევროსარბიელზე და ოლიმპიკმა 2-1 დაამარცხა მეტოქე[17]. 2 თვის შემდეგ საფრანგეთის თასზე, ოლიმპიკის მაისურით მან პირველად შეძლო დუბლის გაფორმება, მან ბულონის კარი აიღო და მისმა გუნდმა 4-0 გაიმარჯვა. 2006 წლის 4 მარტს კი პირველი გოლი გაიტანა პროფესიულ ლიგაში აიაჩოს კარში. მისმა გუნდმა 3-1 იმარჯვა[18].

ახალ სეზონში ბენზემამ საგრძნობლად გააუმჯობესა თამაში. პირველი თამაში მან პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ჩაატარა, საფრანგეთის სუპერთასზე. ბენზემამ 1 გოლის გატანა თერთმეტმეტრიანის საშუალებით მოახერხა და ანგარიში 1-1 გახადა. პენალტების სერიაში კი მისმა გუნდმა 5-4 იმარჯვა[19]. 3 კვირის შემდეგ 2006 წლის 26 აგვისტოს ნიცასთან შეხვედრაში, სადაც ოლიმპიკმა 4-1 მოიგო ბენზემამ დუბლის გაფორმება შეძლო[20]. მან ასევე ორჯერ შეასრულა დუბლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც, მან ორი გოლი ჯერ რუმინულ სტიაუა ბუქარესტს შემდეგ კი უკრაინულ დინამო კიევს გაუტანა[21][22]. ამ პერიოდში ბენზემამ ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 თვის მანძილზე ვერ ახერხებდა თამაშს[23].

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენზემას ნათამაშები აქვს ორ ევროპის ჩემპიონატზე 2008 და 2012 წელს. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა დომენეკმა ბენზემა არ გამოიძახა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბენზემამ მონაწილეობა მიიღო შემდგომ, 2014 წლის ჩემპიონატზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიმ ბენზემა დაიბადა ქალაქ ლიონში, ის არის საფრანგეთის მოქალაქე თუმცა არის წარმოშობით ალჟირელი[7][24]. მისი ბაბუა და ლაკეჰალ ბენზემა ცხოვრობდა ტიჟერტში, ქალაქ ბენიჯერტის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში, ბაბუამისი ლიონში საცხოვრებლად 1950 წელს გადავიდა[25]. მისი მამა ჰაფიდ ბენზემა დაიბადა ტიჟერტში. დედამისი ვაჰიდა ჯებარა ლიონში. თუმცა მისი გვარი ალჟირიდან, კერძოდ კი ქალაქ ორანიდან იყო. ბენზემა ლიონის გარეუბანში დაიბადა. მას 9 და-ძმა ჰყვას. ის მესამეა[25]. მისი უმცროსი ძმები გრესი და საბრი ასევე ფეხბურთელები არიან[26][27]. 2008 წლიდან უკვე ბენზემას სხვადასხვა რეკლამებში იღებენ. ამ წლიდან ის თამაშ ფიფას სახეა. ბენზემას სპონსორია გერმანული სპორტული კომპანია ადიდასი.

ბენზემა არის მუსლიმი და ის იცავს მარხვას რამადანს[28].

2010 წლის 18 აპრილს ფრანგული ტელევიზია მ6-ის ცნობით საფრანგეთის ნაკრების 4 ფეხბურთელს ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან მეძავებთან. ეს ოთხი ფეხბურთელია ფრანკ რიბერი, სიდნი გოუ, ჰატემ ბენ არფა და ქარიმ ბენზემა[29][30]. ტელევიზიის ცნობით ბენზემას ურთიერთობა ჰქონდა 16 წლის მეძავთან, ამას უარყოფს მისი ადვოკატი[31]. ამავე წლის 20 ივლისს ამ საქმესთან დაკავშირებით ბენზემა დაკითხა პარიზის პოლიციამ[32][33]. 2011 წლის ნოემბერში დამტკიცდა, რომ ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რომ მეძავები არასრულწლოვნები იყვნენ და მათ ბრალდება მოუხსნეს[34].

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის დროშა ლიონი: (7)

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი: (25)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.uefa.com/multimediafiles/download/disciplinarychart/uefa/uefamedia/75/40/14/754014_download.pdf
  2. http://www.realmadrid.com/cs/Satellite/en/1193041476158/1202775163178/jugador/Jugador/Benzema.htm
  3. http://espnfc.com/world-cup/player/bio?id=46858&ver=us&cc=5739
  4. http://www.francefootball.fr/#!/news/2011/12/13/095921_le-palmares-francais-2011.html
  5. http://www.lyoncapitale.fr/Journal/univers/Sport/Football-ligue-des-champions/Benzema-s-attend-a-un-match-difficile-contre-son-equipe
  6. 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-07. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  7. 7.0 7.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  8. http://www.insidefutbol.com/2008/03/04/the-rise-and-rise-of-karim-benzema/
  9. http://fr.uefa.com/memberassociations/index.html
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-10. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-08. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  13. http://archive.wikiwix.com/cache/?url=http://www.lequipe.fr/Football/20050120_114305Dev.html&title=Benzema%20va%20signer%20pro
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-15. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  17. http://www.eurosport.fr/football/coupe-de-france/2005-2006/grenoble-lyon_mtc131264/live.shtml
  18. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-27. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-16. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-16. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-09. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  24. http://www.maxifoot.fr/football/article-4383.htm
  25. 25.0 25.1 http://www.djazairess.com/fr/elwatan/94450
  26. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-13. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  27. http://www.footmercato.net/ligue1/sabri-benzema-plus-fort-que-son-frere_38053
  28. http://www.goal.com/en/news/12/spain/2009/08/22/1454134/ramadan-fasting-for-real-madrid-trio-lassana-benzema-and
  29. http://www.rmcsport.fr/editorial/108424/quatre-bleus-impliques-dans-une-affaire-de-moeurs/
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  31. http://espnfc.com/world-cup/story/_/id/777702/ce/uk/?campaign=rss&source=soccernet&cc=5901&ver=us
  32. http://www.guardian.co.uk/football/2010/jul/20/franck-ribery-karim-benzema-police
  33. http://www.francefootball.fr/#!/news/2010/07/20/180924_ribery-mis-en-examen.html
  34. http://www.france24.com/en/20111119-football-ribery-prostitute-minor-case-benzema-france-paris-justice