იტალიის სერია A
| სერია ა |
|---|
| დაარსდა |
| 1898 |
| ქვეყანა |
| გუნდების რაოდენობა |
| 20 |
| ბოლო ჩემპიონი |
| იუვენტუსი |
| ყველაზე წარმატებული კლუბი |
| იუვენტუსი |
| ვებსაიტი |
| სერია ა |
სერია A, ახლა ცნობილი, როგორც Seria A TIM ტელეკომ იტალია მობაილთან სპონსორობის გამო — პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი კლუბებისთვის, რომლებიც განტავსებული არიან იტალიური საფეხბურთო ლიგის სისტემის თავზე. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ფორმატი
2004/2005 წლის სეზონიდან სერია ა-ს გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს: ერთი თამაში იმართება პირველი გუნდის მოედანზე, ხოლო მეორე თამაში შესაბამისად მეორე გუნდის მოედანზე. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში, Andata და მეორე 19-ს მეორეში Ritomo). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია.
კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების მოპოვების შემთხვევაში კლუბი გამოცხადება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის ქვედა ლიგაში, სერია ბ-ში.
სერია ა-ს 4 საუკეთესო კლუბი, რომელიც დაიკავებს 1-დან მე-4 ადგილებს, ავტომატურად მონაწილეობას იღებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 3 კლუბი ტურნირში ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მეოთხე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაცო რაუნდში, რომელსაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა კლუბთან. მე-5 და მე-6 ადგილების დაკავების შემთხვევაში კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროპის ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის ფინალისტები უკვე მონაწილეობას იღებენ ჩემპიონთა ლიგის ანდა ევროპის ლიგის გათამაშებაში, მესამე ”საგზურის” მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-7-ე ადგილზე გასული კლუბი.
[რედაქტირება] სკუდეტო
[რედაქტირება] ისტორია
სერია ა-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან - 1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონალური პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია ა-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა,
1934 - 1943, 1967 - 1988 = 16
1929 - 1934, 1952 - 1967, 1988 - 2004 = 18
1946 - 1947, 1948 - 1952, 2004 - დღემდე = 20
1947 - 1948 = 21
სერია ”ა”-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც გათამაშება მოიგო 27-ჯერ; შემდეგ მოდიან ლომბარდიული გრანდები მილანი და ინტერი, რომლებაც 17-17-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი; ჯენოა კი 9-ჯერ გახდა გამარჯვებული. ათჯერ გამარჯვების შემთხვევაში გუნდს ეძლევა უფლება კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი; ამგვარად იუვენტუსი ფლობს 2 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს.
[რედაქტირება] სერია ა-ს გამარჯვებულები
* - 1928-1945 წლებში, ინტერის (ინტერნაციონალე) სახელწოდება იყო "ამბროზიანა ინტერი".
** - 1945-1946 წლებში, სერია "ა"-მ და "ბ"-ემ ჩემიონატი ჩაატარეს ორ ჯგუფად, რის შემდეგაც ჩატარდა ფინალური სტადია და ამის შემდეგ გამოვლინდა ჩემპიონი.
**** - 2004-2005 და 2005-2006 წლის სეზონებში, გათამაშება მოიგო იუვენტუსმა, მაგრამ 2006 წლის მაისში კლუბს ორივე ტიტული ჩამოართვეს. 2004-2005 წლის სკუდეტო არავისთვის არ მიუნიჭებიათ. 2005-2006 წლის გამარჯვებულად გამოცხადდა ინტერი.
[რედაქტირება] გამარჯვებული კლუბები
| კლუბი | 1 ადგილი | 2 ადგილი | სეზონი |
|---|---|---|---|
| იუვენტუსი | 27 | 19 | 1905, 1926, 1931, 1932, 1933, 1934, 1935, 1950, 1952, 1958, 1960, 1961, 1967, 1972, 1973, 1975, 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2012 |
| მილანი | 18 | 14 | 1901, 1906, 1907, 1951, 1955, 1957, 1959, 1962, 1968, 1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011 |
| ინტერი | 17 | 14 | 1910, 1920, 1930, 1938, 1940, 1953, 1954, 1963, 1965, 1966, 1971, 1980, 1989, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011 |
| ჯენოა | 9 | 4 | 1898, 1899, 1900, 1902, 1903, 1904, 1915, 1923, 1924 |
| ტორინო | 7 | 7 | 1928, 1943, 1946, 1947, 1948, 1949, 1976 |
| ბოლონია | 7 | 4 | 1925, 1929, 1936, 1937, 1939, 1941, 1964 |
| პრო ვერჩელი | 7 | 1 | 1908, 1909, 1911, 1912, 1913, 1921, 1922 (C.C.I.) |
| რომა | 3 | 8 | 1942, 1983, 2001 |
| ლაციო | 2 | 6 | 1974, 2000 |
| ფიორენტინა | 2 | 5 | 1956, 1969 |
| ნაპოლი | 2 | 4 | 1987, 1990 |
| კალიარი | 1 | 1 | 1970 |
| კაზალე | 1 | - | 1914 |
| ნოვეზე | 1 | - | 1922 (F.I.G.C.) |
| სამპდორია | 1 | - | 1991 |
| სპეცია | 1 | 1 | 1944 |
| ვერონა | 1 | - | 1985 |
[რედაქტირება] გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით
| რეგიონი | ტიტული | გამარჯვებული კლუბები |
|---|---|---|
| პიემონტი |
|
იუვენტუსი (27), პრო ვერჩელი (7), ტორინო (7), კაზალე (1), ნოვეზე (1) |
| ლომბარდია |
|
მილანი (18), ინტერი (17) |
| ლიგურია |
|
ჯენოა (9), სამპდორია (1) |
| ემილია-რომანია |
|
ბოლონია (7) |
| ლაციო |
|
რომა (3), ლაციო (2) |
| კამპანია |
|
ნაპოლი (2) |
| ტოსკანა |
|
ფიორენტინა (2) |
| სარდინია |
|
კალიარი (1) |
| ვენეტო |
|
ვერონა (1) |
[რედაქტირება] გამარჯვებულები ქალაქების მიხედვით
| ქალაქი | ტიტული | გამარჯვებული კლუბები |
|---|---|---|
| მილანი |
|
მილანი (18), ინტერი (17) |
| ტურინი |
|
იუვენტუსი (28), ტორინო (7) |
| გენუა |
|
ჯენოა (9), სამპდორია (1) |
| ბოლონია |
|
ბოლონია (7) |
| ვერჩელი |
|
პრო ვერჩელი (7) |
| რომი |
|
რომა (3), ლაციო(2) |
| ფლორენცია |
|
ფიორენტინა (2) |
| ნეაპოლი |
|
ნაპოლი (2) |
| კალიარი |
|
კალიარი (1) |
| კაზალე მონფერატო |
|
კაზალე(1) |
| ახალი ლიგურია |
|
ნოვეზე(1) |
| ვერონა |
|
ვერონა (1) |
[რედაქტირება] ყველა ბომბარდირი
| № | სახელი, გვარი | სეზონი | თამაში | გოლი |
|---|---|---|---|---|
| 1. | 1929-54 | 537 | 274 | |
| 2. | 1949-59 | 291 | 225 | |
| 3. | 1927-47 | 367 | 216 | |
| 4. | 1958-76 | 459 | 216 | |
| 5. | 1993-н.в. | 473 | 207 | |
| 6. | 1985-2004 | 452 | 205 | |
| 7. | 1956-71 | 400 | 190 | |
| 8. | 1991-2004 | 344 | 188 | |
| 9. | 1991-2003 | 318 | 184 | |
| 10. | 1946-61 | 444 | 178 | |
| 11. | 1936-56 | 423 | 174 | |
| 12. | 1965-82 | 405 | 168 | |
| 13. | 1993-н.в. | 400 | 168 |
შენიშვნა - მუქად მონიშნულნი არიან მოქმედი ფეხბურთელები
[რედაქტირება] საკლუბო რეკორდები
ყველაზე მეტი სეზონი სერია ა-ში
75 – ინტერი
ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული
27 – იუვენტუსი
ზედიზედ მოგებული ჩემპიონატი
5 – იუვენტუსი (1930/31 - 1934/35) და ტორინო (1942/43 - 1948/49)
ზედიზედ მოგებული მატჩები
17 – ინტერი 2006/07
11 – რომა 2005/06
10 – იუვენტუსი 1931/32
10 – მილანი 1950/51 და 1989/90
10 – ბოლონია 1963/64
ყველაზე მეტი მოგებული მატჩი
1982 – იუვენტუსი
ყველაზე მეტი გატანილი გოლი
1852 – იუვენტუსი (საშუალოდ 1.72 გოლი თამაშში)
ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში
125 – ტორინო 1947-1948
ყველაზე ცოტა გატანილი გოლი
16 – ბარი 1969-1970
ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში
91 - კაზალე 1933-1934
ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი
11 – კალიარი 1969-1970
ყველაზე მეტი გამარჯვება სეზონში
30 – ინტერი 2006-07
ყველაზე ცოტა გამარჯვება
1 - ვარეზე 1971/1972 და კატანია 1983/1984
ყველაზე მეტი ფრე სეზონში
22 - მანტოვა 1966/1967
ყველაზე ცოტა ფრე სეზონში
1 – ნაპოლი 1930/1931
ყველაზე მეტი წაგება სეზონში
27 - ვენეცია 1949-1950
ყველაზე ცოტა წაგება სეზონში
0 – პერუჯა 1978/1979 და მილანი 1991/1992.
[რედაქტირება] ინდივიდუალური რეკორდები
[რედაქტირება] მოგებული ჩემპიონატების რაოდენობა
8 ჩემპიონატი
ვირჯინო როზეტა (2 პრო ვერჩელისთან ერთად და 6 იუვენტუსთან)
ჯოვანი ფერარი (5 იუვენტუსთან, 2 ინტერთან, 1 ბოლონიასთან)
ჯუზეპე ფურინო (ყველაიუვენტუსთან)
7 ჩემპიონატი
რობერტო ბეტეგა (ყველაიუვენტუსთან)
ალესანდრო კოსტაკურტა (ყველა მილანთან)
ჩირო ფერარა (2 ნაპოლისთან და 5 იუვენტუსთან)
პაოლო მალდინი (ყველა მილანთან)
გაეტანო შირეა (ყველა იუვენტუსი)
გილერმო გაბეტო (2 იუვენტუსთან და 5 ტორინოსთან)
ალესანდრო დელ პიერო (ყველაიუვენტუსთან) [მოქმედი ფეხბურთელი]
6 ჩემპიონატი
ფრანკო ბარეზი (ყველამილანთან)
რობერტო დონადონი (ყველამილანთან)
გვიდო არა (ყველა პრო ვერჩელისთან)
ედოარდო პასტერი (ყველა ჯენოასთან)
ჯეიმს რიჩარდსონ სპენსილი (ყველა ჯენოასთან)
კლაუდიო ჯენტილე (ყველაიუვენტუსთან)
ანტონიო კაბრინი (ყველაიუვენტუსთან)
ფრანკო კაუზიო (ყველაიუვენტუსთან)
დინო ძოფი (ყველაიუვენტუსთან)
5 ჩემპიონატი
სებასტიანო როსი (ყველამილანთან)
დემეტრიო ალბერტინი (ყველამილანთან)
მაურო ტასოტი (ყველამილანთან)
ლორენცო ბუფონი (4 მილანთან და 1 ინტერთან)
სანდრო სალვადორე (2 მილანთან და 3 იუვენტუსთან)
ალტერ აგარი (ყველა ჯენოასთან)
ჰენრი დეპლსი (ყველა ჯენოასთან)
ჯოვანი ინოჩენტი (ყველა პრო ვერჩელისთან)
პიეტრო ლეონე (ყველა პრო ვერჩელისთან)
ფელის მილანო (ყველა პრო ვერჩელისთან)
ჯუზეპე მილანო (ყველა პრო ვერჩელისთან)
კარლო რამპინი (ყველა პრო ვერჩელისთან)
რენატო ცეზარინი (ყველა იუვენტუსთან)
რაიმუნდო ორსი (ყველაიუვენტუსთან)
უმბერტო კალიგარისი (ყველაიუვენტუსთან)
მარიო ვარლიგენი (ყველაიუვენტუსთან)
ჯამპიერო კომბი (ყველაიუვენტუსთან)
ჯუზეპე გრეზარი (ყველა ტორინოსთან)
ვალენტინო მაცოლა (ყველატორინოსთან)
ფრანკო ოსოლა (ყველატორინოსთან)
ეჟიო ლოიკი (ყველატორინოსთან)
პიეტრო ფერარისი (2 ინტერთან და 3 ტორინოსთან)
ჯამპიერო ბონიპერტი (ყველა[[იუვენტუსი|იუვენტუსთან)
ტარსიზიო ბურგნიჩი (1 [[იუვენტუსი|იუვენტუსთან და 4 ინტერთან)
ანტონელო კუკურედო (ყველაიუვენტუსთან)
ფრანჩესკო მორინი (ყველაიუვენტუსთან)
ლუჩიანო სპინოზი (ყველაიუვენტუსთან)
მარკო ტარდელი (ყველაიუვენტუსთან)
პიეტრო ფანა (3 იუვენტუსთან, 1 ვერონასთან და 1 ინტერთან)
ანტონიო კონტე (ყველა[[იუვენტუსი|იუვენტუსთან)
ალესიო ტაკინარდი (ყველა[[იუვენტუსი|იუვენტუსთან) [მოქმედი ფეხბურთელი]
[რედაქტირება] ჩატარებული თამაშების მიხედვით
(2009 წლის 20 ივლისის მონაცემებით)
ყველაზე მეტი მატჩი
პაოლო მალდინი 647 (1984—2009)
ჯანლუკა პალიუკა 592 (1987—2007)
დინო ძოფი 570 (1961—1983)
პეტრო ვერხოვოდი 562 (1980—2000)
რობერტო მანჩინი 541 (1981—2000)
სილვიო პიოლა 537 (1930—1954)
ენრიკო ალბერტოზი 532 (1959—1980)
ჯანი რივერა 527 (1959—1979)
ჯუზეპე ბერგომი 519 (1981—1999)
ჩირო ფერარა 500 (1985—2005)
[რედაქტირება] სხვა
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: 12 – მილანი – ატალანტა, 9:3 (1971/72 წ.).
ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც დაფიქსირდა ორნიშნა ანგარიში: ტორინო-ალესანდრია 10:0 (1947/48).
ყველაზე ხანგრძლივი ”მშრალი სერია”(საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია) ჰქონდა მილანის ყოფილ მეკარეს, სებასტიონო როსის - 929 წუთი.
ყველაზე სწრაფი გაძევება: მატჩის 10-ე წამზე, ჯუზეპე ლორენცო (ბოლონია).