პეპე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეპე
Pepe Euro 2012.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა
დაბადების
თარიღი
26 თებერვალი, 1983 (1983-02-26) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
მასეიო, ბრაზილია
სიმაღლე 188
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
1995-2001 კორინთიანს ალაგოანო
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001-2002 მარიტიმუ ბ 10 (1)
2002-2004 მარიტიმუ 63 (3)
2004-2007 პორტუ 64 (6)
2007- რეალ მადრიდი 129 (4)
ეროვნული ნაკრები
2007- პორტუგალია 49 (3)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირაპორტუგალიელი ფეხბურთელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

პეპემ ფეხბურთის თამაში დაიწყო "ნაპოლიში". შემდეგ 18 წლის პეპე გადავიდა "კორინთიასში". 2001/02 სეზონში პეპე ევროპაში ჩამოვიდა და კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ "მარიტიმუსთან". "მარიტიმუში" პეპე სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი იგი "პორტუში" გადაბარგდა.

"პეპე" ძალიან სწრაფად შეიქმნა "პორტუს" დაცვის ხაზის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად."პორტუში" მცველმა მოიგო ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და ერთხელ პორტუგალიის თასი.

"მარიტიმუში" და "პორტუში" პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის "სპორტინგს", მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი "სპორტინგში" არ გაიჩარხა.ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს "მარიტიმუში" .იგი პეპეს "რენში" ეპატიჟებოდა.მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მაინც მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნევოდა.ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა.ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუფგალიის ნაკრებში ასპარეზობა.საბოლოოდ პეპეს ორი სურვილი აუხდა, იგი თამაშობს პორტუგალიის ნაკრებში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში "მადრიდის რეალში".

თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც "რეალი" აირჩია.პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას,ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში "პეპემ" ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა:"პორტუ" - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო "მადრიდის რეალთან".

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

პეპე მონაწილეობდა ევრო 2008-ზე, ასევე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ის ხშირად თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მონაწილეობა მიიღო ევრო 2012-ზე.

ტიტულები[რედაქტირება]

  • ლა ლიგა= 2007/2008/2012
  • ესპანეთის სამეფო თასი 2011
  • ესპანეთის სუპერ თასი= 2008/2012
  • 2 პორტუგალიის სუპერთასი= 2005/06 2006/07
  • 2 პორტუგალიის ჩემპიონი= 2005/06 2006/07
  • საკონტინენტთაშორისო თასი= 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პეპე&oldid=2714554“-დან