29 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
29 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 302-ე დღე (ნაკიან წლებში – 303-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 63 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 437 : ვალენტინიანე III, დასავლეთ რომის იმპერატორი, ქორწინდება ლიცინია ევდოხიაზე, მისი ბიძაშვილი თეოდოსე II-ის (აღმოსავლეთ რომის იმპერატორი კონსტანტინოპოლში) ქალიშვილვზე, რითაც გაერთიადნა თეოდოსეს დინასტიის ორი შტო.
- 969 : ბიზანტიის ჯარები ანტიოქიას იღებენ სირიაში.
- 1618 : ინგლისელ მოგზაურს, მწერალსა და კურტიეს სერ ვალტერ რალეის თავი მოჰკვეთეს ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის წინააღმდეგ შეთქმულების მზადების ბრალდებით.
- 1675 : ლაიბნიცი პირველად იყენებს გრძელ თანხმოვან s, ∫, ინტეგრალისთვის.
- 1787 : მოცარტის ოპერა დონ ჯოვანის პრემიერა გაიმართა პრაღაში.
- 1863 : ჟენევაში შეკრებილი 16 ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო წითელი ჯვრის შექმნაზე თანხმდება.
- 1923 : გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქემალ ათათურქი.
- 1929 : ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა კრახს განიცდის, რასაც "შავი სამშაბათი" ეწოდა და რაც დიდი დეპრესიის დასაბამი გახდა.
- 1956 : დაიწყო სუეცის კრიზისი. ისრაელი შეიჭრა სინაის ნახევარკუნძულზე და ეგვიპტის ჯარები სუეცის არხისკენ განდევნა.
- 1964 : მძარცველებმა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან, ნიუ-იორკი, მარგალიტების ფასდაუდებელი კოლექცია გაიტაცეს, მათ შორის იყო 565 კარატის (113 გ.) ინდოეთის ვარსკვლავი.
- 1969 : ისტორიაში პირველი კავშირი განხორციელდა ორ კომპიუტერს შორის არპანეტ-ზე, რამაც ინტერნეტს დაუდო დასაბამი.
- 2004 : რომში ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპის კონსტიტუციის შესახებ.
- 2007 :
- კრისტინა ფერნადეს დე კირხნერი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს, შეცვალა რა ამ პოსტზე მისი მეუღლე ნესტორ კირხნერი.
- ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ ფიფას 2014 წლის მსოფლიო თასის გათამაშების მასპინძლად ბრაზილია გამოაცხადა.
- 2012 : კარიბის ზღვის შემდეგ ქარიშხალმა „სენდიმ“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ნიუ-იორკის ნაწილი დატბორა.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 1656 : ჰალეი, ედმუნდ - ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი
- 1914 : მაქსიმე - ბულგარეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1783 : დ'ალამბერი, ჟან ლერონ - ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი
- 1949 : გურჯიევი, გიორგი - მისტიკოსი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი (დ.1877)
- 1950 : გუსტავ V - შვედეთის მეფე (დ.1858)
- 1969 : აფაქიძე, ვალენტინ - ქართველი სამხედრო მოღვაწე
- 2010 : საკანდელიძე, კარლო - ქართველი მსახიობი (დ. 1928)
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი.
- ლონგინოზ ასისთავი
- აგრეთვე:
- თურქეთი : რესპუბლიკის დღე
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |