კაპიტანი (ფეხბურთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაული, მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი

საფეხბურთო გუნდის კაპიტანი არის გუნდის რჩეული რომელიც ითვლება გუნდის ლიდერად. მას ევალება გუნდის კონტროლი საფეხბურთო მატჩის დროს, და ხშირად მწვრთნელი მას სხვადასხვა დავალებებს აძლევს. ჩვეულებრივ მათ მხარზე აქვთ სამკვლაური.

მოვალეობები[რედაქტირება]

კაპიტნის ერთერთი მოვალეობაა როდესაც მსაჯი თამაშის დაწყებამდე ფეხბურთის გუნდის კაპიტნებს იხმობს თავისთან, იგი აგდებს მონეტას და კაპიტანი ირჩევს ბურთს ან მოედანს. ბურთი ანუ თამაშის დაწყება, ხოლო მოედანი, მოედნის ცენტრიდან რომელ მხარეს განლაგდება გუნდი. კაპიტნის მოვალეობაა ასევე გუნდის კონტროლი და მათი გამხნევება. კაპიტანმა ასევე უნდა დაამშვიდოს სიტუაცია თუ გუნდის რომელიმე წევრი შეეკამათება მოწინააღმდეგეს. ასევე უნდა შეეკამათოს მსაჯს თუ რაიმე გადაწყვეტილება მსაჯიდან არასწორად იქნება მიღებული. როდესაც კაპიტანი მოედნიდან გადის იგი თავის სამკლაურს გადაცემს ვიცე-კაპიტანს რაც ნიშნავს რომ გუნდი უნდა წარმართოს მან. ასევე თუ კაპიტანი ან ტრამვირებულია ან სათადარიგოთა სკამზეა, კაპიტნის სამკლაურით გადის ვიცე-კაპიტანი.