გერდ მიულერი
|
|
|||
| დაბადების თარიღი: | 3 ნოემბერი, 1945 | ||
| დაბადების ადგილი: | ნერდლინგენი, გერმანია | ||
| სიმაღლე: | 1.76სმ. | ||
| ამპლუა: | თავდამსხმელი | ||
| ქვეყანა: | გერმანია | ||
| თამაშების რაოდენობა ნაკრებში: | 62 | ||
| გოლების რაოდენობა ნაკრებში: | 68 | ||
| კლუბები: | "ნერდლინგენი", "მიუნხენის ბაიერნი", "ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსი" | ||
გერჰარდ "გერდ" მიულერი (გერმ. Gerhard „Gerd“ Müller; დ. 3 ნოემბერი 1945, ნერდლინგენი, გერმანია) - გერმანელი სპორტსმენი; „მიუნხენის ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. ლეგენდარული გოლეადორი; "ერის ბომბარდირი" (გერმ. Bomber der Nation). მიულერმა 68 გოლი გაიტანა 62 სანაკრებო შეხვედრაში რაც საუკეთესო შედეგია.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ქალაქ ნერდლინგენში, გერმანიაში. მისი საფერხურთო კარიერა "ნერდლინგენში" დაიწყო. "მიუნხენის ბაიერნს" ის 1964 წელს შეუერთდა, სადაც ის შეუერთდა ფეხბურთის ლეგენდებს ფრანც ბეკენბაუერსა და ზეპ მაიერს. კლუბი, რომელიც მომავალში საუკეთესო გახდა, ჯერ კიდევ დაბალ ლიგაში თამაშობდა(რეგ. ლიგა). გუნდი ერთი დონით დაბლა იყო უმაღლეს ლიგამდე. ერთ წელში 'ბაიერნი' აღზევდა და დაიწყო ერა უდიდესი წარმატებისა.მან მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და თასი 4–ჯერ. ჩემპიონთა ლიგა სულაც სამჯერ ზედიზედდა ასევე თითო–თოთოჯერ "საერთაშორისო თასი" და "თასის მფლობელთა თასი". ასევე გერდი გახდა შვიდჯერ საუკეთესო ტავდასხმელი გერმანიისა და ორჯერ ევროპის. მიულერმა 365 გოლი გაიტანა 427 ბუნდესლიგურ მატჩში. მან 71/72 წლებში გადააცილა 40 გოლიან ბარიერს. 62 შეხვედრაში გერმანიის თასზე გაიტანა 68 გოლი(!). მისი 66 გოლი 74 მატჩში კვლავ რეკორდია ევროპულ თასებზე. რაც, მთავარია გერდ მიულერი ოქროს ასოებით შევიდა გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. და "ბაიერნის" და გერმანიის ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელადაა აღიარებული
კარიერა [რედაქტირება]
| პერიოდი | კლუბი | თამაში/გოლი | ტიტული | |
|---|---|---|---|---|
| 1963-64 | ნერდლინგენი | 32 / 51 | ||
| 1964-79 | ბაიერნი (მიუნხენი) | 453 / 398 | საკონტინენტთაშორისო თასი: 1976 ჩემპიონთა ლიგა: 1974, 1975, 1976 უეფას თასების თასი: 1967 გერმანიის ჩემპიონი: 1969, 1972, 1973, 1974 გერმანიის თასი: 1966, 1967, 1969, 1971 |
|
| 1979-81 | ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსი | 80 / 38 | ||
| 1966-74 | გერმანია | 62 / 68 | მსოფლიოს ჩემპიონი:1974 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალის მფლობელი:1970 ევროპის ჩემპიონი: 1972 |
|
| პირადი მიღწევები | ||||
| 1967, 1969, 1970, 1972, 1973, 1974, 1978 | გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი | |||
| 1970, 1972 | ოქროს ბუცის მფლობელი | |||
| 1970 | მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი | |||
| 1972 | ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი | |||
| 1967, 1969 | გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
| 1970 | ევროპი საუკეთესო ფეხბურთელი | |||
| 2000 | მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი | |||
სტატიის