ოლეგ ბლოხინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლეგ ბლოხინი

ოლეგ ბლოხინი (დ.5 ნოემბერი, 1952, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი. ლეგენდარულმა ბომბარდირმა კარიერის საუკეთესო წლები კიევის ”დინამოში” გაატარა - 1969 წელს 17 წლისა ჩაირიცხა პირველ გუნდში და 1987 წლის ჩათვლით იცავდა მის ღირსებას. 1988-89 წლები ავსტრიულ ”ფორვარსტში” გაატარა, ხოლო 1989-90 წლებში ლიმასოლის ”არისში” თამაშობდა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, 432 შეხვედრაში 211 გოლი გაიტანა. ორივე ეს მიღწევა საუკეთესოა მსოფლიოში.

1974, 75, 77, 80, 81, 85 და 86 წლებში ბლოხინი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1974, 78, 82, 85 და 87 წლებში თასს დაეუფლა.

1975 და 1986 წლებში თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გაიმარჯვა, 1975 წელს კი ევროპის სუპერთასს დაეუფლა.

1975 წელს ოლეგ ბლოხინი ”ფრანს ფუტბოლმა” ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ”ოქროს ბურთი” გადასცა.

1973, 74 და 75 წლებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1972, 73, 74, 75 და 77 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

2003-07 წლებში იყო უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

2007 წლიდან არის საფეხბურთო კლუბი მოსკოვის მთავარი მწვრთნელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: