მაიკლ ოუენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ ოუენი
Michael Owen
Michael Owen 072007 cropped.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი მაიკლ ჯეიმს ოუენი
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი, 1979 (32 წლის)
დაბ. ადგილი    ჩესტერი, გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე 1.73 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 7
ახალგაზრდობის კლუბები
1991–1996 ლივერპული
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1996–2004
2004–2005
2005–2009
2009–
ლივერპული
მადრიდის რეალი
ნიკუასლ იუნაიტედი
მანჩესტერ იუნაიტედი
216 (118)

36 (13)

71 (26)

31 (5)   
ეროვნული ნაკრები2
1997
1997
2006–2007
1998–2008
ინგლისი U20
ინგლისი U21
ინგლისი B
ინგლისი
4 (3)
1 (1)
2 (0)
89 (40)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 1 August 2009.
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

მაიკლ ჯეიმს ოუენი (დ. 14 დეკემბერი, 1979, ჩესტერი) — ინგლისელი ფეხბურთელი, მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი.

ის არის ყოფილი ფეხბურთელის, ტერი ოუენის შვილი. ოუენმა კარიერა დაიწყო ლივერპულში, 1996 წელს. ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაშის შემდეგ მისი დებიუტი შედგა 1997 წლის მაისში. მან პირველ სეზონში 18 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით პრემიერლიგაში. მან იგივე შედეგი გაიმეორა მეორე სეზონშიც და იყო ლივერპულის ბომბარდირი 1997-2004 წლებში, მიუხედავად მძიმე ტრავმისა. 2001 წელს ლივერპულმა მოიგო სამი ტიტული, უეფა-ს თასი, ინგლისის თასი და საფეხბურთო ლიგის თასი. მან ლივერპულის მაისურით ჩატარებულ 216 შეხვედრაში გაიტანა 118 გოლი პრემიერლიგაში.

2004 წელს ოუენი გადავიდა მადრიდის რეალში 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის ხშირად შემოდიოდა შეცვლაზე. მან გაიტანა 13 გოლი ლა ლიგაში. შემდეგ სეზონში ის დაბრუნდა ინგლისში, ნიუკასლ იუნაიტედში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2005-06 წლების სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, ტრავმებით გამოწვეულმა იძულებითმა შვებულებამ გასტანა 18 თვეს. დაბრუნების შემდეგ ის გახდა კაპიტანი, 2007-08 წლების სეზონში იყო საუკეთესო ბომბარდირი. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გადავიდა მანჩესტერში, თავისუფალი აგენტი სტატუსით.

ოუენის დებიუტი ნაკრების შემადგენლობაში შედგა 1998 წელს და გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამ ფეხბურთელს მოუტანა აღიარება სამშობლოში და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ევრო 2008-ზე, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და [[ევრო 2004]-ზე. ოუენი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი ოთხ საერთაშორისო ტურნირზე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო ტრავმა, რომლის განკურნებასაც დასჭირდა ერთი წელი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 89 მატჩში გატანილი აქვს 40 გოლი.

2006 წელს მიღებული ტრავმა გახდა დავის საგანი ფიფას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას დო ნიუკასლ იუნაიტედს შორის, რომელიც დასრულდა უპრეცენდენტო, 10 მილიონი ევროს კომპენსაციით ნიუკასლის სასარგებლოდ.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე