ჰენრიკ ლარსონი
| ჰენრიკ ლარსონი | ||
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად. |
||
|---|---|---|
| პირადი მონაცემები | ||
| სრული სახელი | ჰენრიკ ედვარდ ლარსონი | |
| დაბ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1971 | |
| დაბ. ადგილი | ჰელსინბორგი, შვედეთი | |
| სიმაღლე | 1.78 სმ. | |
| პოზიცია | თავდამსხმელი | |
|
|
||
| 1977–1988 | ჰოგაბორგი | |
| პროფესიული კლუბები1 | ||
| წლები | კლუბი | მატჩი (გოლი)* |
| 1988–1992 1992–1993 1993–1997 1997–2004 2004-2006 2006-2009 2007 | ჰოგაბორგი ჰელსინბორგი ფეიენოორდი სელტიკი ბარსელონა ჰელსინბორგი მანჩესტერ იუნაიტედი | 74 (23) 56 (50) 101 (26) 221(174) 40(13) 81(38) 7(1) |
| ეროვნული ნაკრები | ||
| 1993–2009 | შვედეთი | 106 (37) |
|
|
||
ჰენრიკ ედვარდ ლარსონი (დ. 20 სექტემბერი, 1971) ყოფილი შვედი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ „ლანდსკრონას“ მწვრთნელი.
ლარსონმა თავისი კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰოგაბორგსში“. შემდეგ ის გადავიდა „ჰელსინბორგში“, სადაც ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, როცა ისინი გამოდიოდნენ შვედეთის ოლსვენსკაში, 1993 წელს. შემდეგ ლარსონი გადავიდა „ფეიენოორდში“, ოთხი წლის შემდეგ კი გადავიდა „სელტიკში“, 1997 წელს. მან „სელტიკთან“ ერთად მოიგო ოთხი ტიტული შვიდი წლის განმავლობაში და 315 მატჩში გაიტანა 242 გოლი. 2004 წელს ლარსონი გადავიდა „ბარსელონაში“, სადა მოიგო ორი ტიტული და 2006 წლის ჩემპიონთა ლიგა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ის დაბრუნდა მშობლლიური ქალაქის გუნდში, „ჰელსინბორგში“ და იჯარით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წლის მარტიდან იანვრამდე. მან ფეხბურთიდან წასვლის დღედ დანიშნა 2009 წლის 20 ოქტომბერი.[1]
ლარსონმა შვედეთის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ. იყო შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 106 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 37 გოლი.
სექციების სია |
ადრეული წლები [რედაქტირება]
ლარსონი დაიბადა ჰელსინბორგში, სქანიაში. მისი მამა, ფრანსისკო როხა იყო კაბო-ვერდედან,[2] და მისი დედა, ევა ლარსონი, იყო შვედი.[3] მისი მშობლები არასდროს ყოფილან ოფიციალურ ქორწინებაში და დაშორდნენ ერთმანეთს, როცა ჰენრიკი იყო 12 წლის.[3] მან გადაწყვიტა დედის გვარზე გადასვლა, რათა უფრო მიღებული ყოფილიყო შვედეთში.[4] ჰენრიკი მამამისის დამსახურებად მიიჩნევს მის ფეხბურთისადმი სიყვარულს.[3] მამამისმა ჯერ კიდევ 16 თვის ასაკში აჩუქა შვილს ფეხბურთის ბურთი.[5] ის ასე იხსენებდა სკოლაში გატარებულ წლებს: „მე გამოვცადე რასიზმი, რადგან უჩვეულო იყო შავკანიანი ბავშვი სკოლაში, მე ვიყავი ერთ-ერთი რამდენიმე შავკანიანს შორის“.[6] ის თვალს ადევნებდა ბრიტანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ტელევიზორით. მას მშობლებმა აჩუქეს პელეს ცხოვრების ისტორიის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ძალიან მოხიბლა ლარსონი.[6]
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]
ადრეული კარიერა [რედაქტირება]
ლარსონმა კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰოგაბორგსში“, როცა ის იყო ექვსი წლის[6] და პროფესიონალური კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკში, როცა ის გადავიდა „ჰელსინბორგში“. მან აქ 56 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მალე მისით დაინტერესდა ჰოლანდიური კლუბი „ფეიენოორდი“, რომელმაც მასში გადაიხადა 295 000 ფუნტი სტერლინგი, 1993 წელს. მას იმ პერიოდებში ასევე ჰქონდა მოლაპარაკებები შვეიცარიის საფეხბურთო კლუბ ციურიხის „გრასჰოპერსთან“.
სელტიკი [რედაქტირება]
1997 წლის ივლისში „ფეიენოორდიდან“ გადავიდა „სელტიკში“ 650,000 ფუნტი სტერლინგის საფასურად.[7] მისი დებიუტი შედგა „ჰიბერნიანის“ წინააღმდეგ, ის შეცვლაზე შემოვიდა. მისი უყურადღებო თამაშით ისარგებლა „ჰიბერნიანის“ ფეხბურთელმა და გაიტანა გოლი „სელტიკის“ კარში. ის მატჩი 2-1 დასრულდა „ჰიბერნიანის“ სასარგბლოდ.[8] მან საკუთარ კარში გაიტანა „სელტიკის“ მაისურით ჩატარებულ პირველი საევროთასო მატჩში, რომელი „სელტიკმა“ მოიგო ანგარიშით 6-3, „ტიროლ ინსბრუკის“ წინააღმდეგ. ცუდი სტარტის შემდეგ მან 18 გოლი გაიტანა „სელტიკის“ მაისურით და გახდა კლუბის ბომბარდირი. 1997 წლის ნოემბერში მან კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის თასი.
2002-03 წლების სეზონში სელტიკი გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა პორტუგალიის საფეხბურთო კლუბ „პორტუსთან“, ანგარიშით 2-3.
წარმატებული გამოდგა ლარსონის მეშვიდე და ბოლო სეზონი „სელტიკში“, მათ მოიგეს შოტლანდიის პრემიერლიგა და თასი.
ბარსელონა [რედაქტირება]
ჰელსინბორგი [რედაქტირება]
მანჩესტერ იუნაიტედი [რედაქტირება]
დაბრუნება ჰელსინბორგში [რედაქტირება]
ფეხბურთიდან წასვლა [რედაქტირება]
საერთაშორისო კარიერა [რედაქტირება]
საერთაშორისო გოლები [რედაქტირება]
| გოლი | თარიღი | ადგილი | მოწინააღმდეგე | ანგარიში | შედეგი | ტურნირი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 13 ოქტომბერი 1993 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 2–1 | 3–2 | 1994 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი | |
| 2 | 20 თებერვალი 1994 | ჯო რობი სთედიუმუ, მაიამი | 1–1 | 3–1 | ჯო რობის თასი | |
| 3 | 20 აპრილი 1994 | Racecourse Ground, რექსემი | 1–0 | 2–0 | ამხანაგური მატჩი | |
| 4 | 5 მაისი 1994 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 2–0 | 3–1 | ამხანაგური | |
| 5 | 16 ივლისი 1994 | როუ ბოული, პასადენა | 3–0 | 4–0 | 1994 წლის მსოფლიო თასის მატჩი მესამე ადგილისთვის | |
| 6 | 17 აგვისტო 1994 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 4–2 | 4–2 | ამხანაგური | |
| 7 | 1 ივნისი 1996 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 5–1 | 5–1 | 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | |
| 8 | 14 ოქტომბერი 1998 | ნეფტოხიმიკის სტადიონი, ბურგასი | 1–0 | 1–0 | ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი | |
| 9 | 27 მარტი 1999 | ულევი, გოტენბურგი | 2–0 | 2–0 | ევრო 2000-ს შესარევი | |
| 10 | 9 ოქტომბერი 1999 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 2–0 | 2–0 | ევრო 2000-ს შესარევი | |
| 11 | 19 ივნისი 2000 | ფილიფს სთედიუმი, ეინდჰოვენი | 1–1 | 1–2 | ევრო 2000 | |
| 12 | 7 ოქტომბერი 2000 | ულევი, გოტენბურგი | 1–0 | 1–1 | 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 13 | 28 თებერვალი 2001 | ტა'ქალი სთედიუმი, ტა'ქალი | 2–0 | 3–0 | ამხანაგური | |
| 14 | 6 ივნისი 2001 | ულევი, გოტენბურგი | 1–0 | 6–0 | 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 15 | 2–0 | |||||
| 16 | 3–0 | |||||
| 17 | 6–0 | |||||
| 18 | 15 აგვისტო 2001 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 1–0 | 3–0 | ამხანაგური | |
| 19 | 1 სექტმბერი 2001 | სითი სთედიმი, სკოპიე | 1–0 | 2–1 | 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი | |
| 20 | 5 სექტემბერი 2001 | ალი სემი იენის სტადიონი, სტამბოლი | 1–1 | 2–1 | 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი | |
| 21 | 7 ოქტომბერი 2001 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 2–0 | 3–0 | 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი | |
| 22 | 7 June 2002 | კობე უინგ სთედიმი, კობე | 1–1 | 2–1 | 2002 წლის მსოფლიო თასი | |
| 23 | 2–1 | |||||
| 24 | 16 ივნისი 2002 | ოიტა სთედიუმი, ოიტა | 1–1 | 1–2 | 2002 წლის მსოფლიო თასი | |
| 25 | 5 ივნისი 2004 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 1–0 | 3–1 | ამხანაგური | |
| 26 | 14 ივნისი 2004 | ჟოზე ალვალადე, ლისაბონი | 2–0 | 5–0 | 2004 წლის ევროპის თასი | |
| 27 | 3–0 | |||||
| 28 | 22 ივნისი 2004 | Estádio do Bessa Século XXI, პორტო | 1–1 | 2–2 | ევრო 2004 | |
| 29 | 4 სექტემბერი 2004 | ეროვნული სტადიონი, ტა'ქალი | 7–0 | 7–0 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 30 | 9 ოქტომბერი 2004 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 2–0 | 3–0 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 31 | 13 ოქტომბერი 2004 | Laugardalsvöllur, რეიკიავიკი | 1–0 | 4–1 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 32 | 3–0 | |||||
| 33 | 17 აგვისტო 2005 | ულევი, გოტენბურგი | 1–0 | 2–1 | ამხანაგური | |
| 34 | 12 სექტემბერი 2005 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 2–1 | 3–1 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 35 | 2 ივნისი 2006 | რასუნდა, სტოკჰოლმი | 1–0 | 1–1 | ამხანაგური | |
| 36 | 20 ივნისი 2006 | რაინენერგიაშტადიონი, კიოლნი | 2–2 | 2–2 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | |
| 37 | 20 აგვისტო 2008 | ულევი, გოტენბურგი | 1–0 | 2–3 | ამხანაგური |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Henrik Larsson - კარიერული სტატისტიკა Soccerbase-ზე
- Henrik Larsson profile (Swedish) Helsingborgs IF
- Henrik Larsson stats Svenska Fotboll förbundet
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “Celtic legend Larsson to retire from football“, STV Sport, 20 October 2009. წაკითხვის თარიღი: 20 October 2009.
- ↑ Christenson, Marcus. “Signing off in style: Profile: Henrik Larsson“, The Observer, Guardian News and Media, 18 May 2003. წაკითხვის თარიღი: 16 August 2009.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Asthana, Anushka. “The big interview Henrik Larsson“, Times Online, 20 April 2003. წაკითხვის თარიღი: 4 May 2010.
- ↑ “Larsson: The Untold Story“, Sunday Mail, 22 April 2001. წაკითხვის თარიღი: 9 June 2010.
- ↑ Henrik Larsson Bio – Swedish Striker in 2002 World Cup KidzWorld, 2002
- ↑ 6.0 6.1 6.2 Ghod Speaks Manchester Celtic Supporters Club
- ↑ Henrik Larsson: His first Celtic interview, STV Sport, 23 October 2009
- ↑ McPherson, Archie. “Celtic left standing by slick Charnley“, The Independent, 4 August 1997. წაკითხვის თარიღი: 15 June 2009.