ჯანი რივერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანი რივერა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯოვანი რივერა
დაბადების
თარიღი
18 აგვისტო, 1943 (1943-08-18) (80 წლის)
დაბადების
ადგილი
ალესანდრია,
პიემონტი, იტალია
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1956–1958 ალესანდრია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1959–1960 ალესანდრია 26 (6)
1960–1979 მილანი 501 (122)
სულ 527 (128)
ეროვნული ნაკრები
1960-1962 იტალია (21-წლ.) 9 (6)
1962–1974 იტალია 60 (14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯანი რივერა (იტალ. Giovanni (Gianni) Rivera; დ. 18 აგვისტო, 1943, ალესანდრია, პიემონტი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1969 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ იმ წელს როდესაც „მილანმა“ ევროპის ჩემპიონთა თასი მეორედ მოიგო. რივერა არის ალესანდრიის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. მას დებიუტი სერია ა-ში ჰქონდა 1959 წლის 2 ივნისს, 15 წლის ასაკში ინტერის წინააღმდეგ. მან ითამაშა მხოლოდ 26 მატჩი თავის პირველ გუნში სადაც 6 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ იტალიაში ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი მილანმა შეიძინა იმ დროისთვის რეკორდულ თანხად - $200 000.[1] 1962 წელს ჯანიმ მოიგო თავისი პირველი სკუდეტო მილანთან ერთად და იმავე წლის 13 მაისს შედგა მისი დებიუტი იტალიის ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატზე სადაც იტალიის საფეხბურთო ნაკრები დასავლეთ გერმანიის ფედერაციას დაუპირისპირდა ჩილეში. ეს შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

სკუდეტოს მოგების შემდეგ რივერამ მილანთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, 1962 წელს როდესაც მილანმა ბენფიკას სძლია ანგარიშით 2-1. 1967/68 წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. იმავე წელს მან მეორე ადგილი აიღო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში. შემდეგი სეზონი მილანისთვის და ამავდროულად ჯანისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მან მოიგო ჩემპიონთა თასი და დაიმსახურა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ჯანი რივერამ მილანი თასების მფლობელტა თასის ორ ფინალში გაიყვანა, 1973 და 1974 წლებში. პირველი მათგანი მილანმა მოიგო მეორე კი დათმო. 70-იან წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ასევე შეძლო რამდენიმეჯერ იტალიის თასის მოგება.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილანი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · EU-Football.info · FBref.com დაარქივებული 2021-12-20 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Olympedia · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biography of Gianni Rivera - Soccer. Short Biographies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2011-01-29.