ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Zlatan Ibrahimović Real Madrid-Milan.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1981
დაბ. ადგილი მალმიო, შვედეთი
სიმაღლე 195 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
ეროვ. ნაკრები შვედეთი 66(25)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი მილანი
ნომერი 11
კარიერა
კლუბები 1999-2001მალმო 40(16)
2001-2004 აიაქსი 74(35)
2004-2006 იუვენტუსი 69(23)
2006-2009 ინტერი 88(57)
2009-2010ბარსელონა 29(16)
2010- მილანი 26(14)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (Zlatan Ibrahimović) (დ. 3 ოქტომბერი, 1981, მალმო, შვედეთი) — შვედი სპორტსმენი, თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავი.


სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმიოში 1981 წლის 3 ოქტომბერს.

მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ”ახმახი” შვედი თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღეობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრაფი, შედეგიანი, ეფექტური. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.

[რედაქტირება] მალმიო

საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა "მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.

[რედაქტირება] აიაქსი

ჰოლანდიაში გატარებული სამი წლის განმავლობაშიც მან ჰოლანდიის ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო.

[რედაქტირება] იუვენტუსი და ინტერი

ტურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ ცნობილი სკანდალის, კერძოდ "კალჩოპოლის" გამო, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა დაქვეითებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ სერია A-ში ასპარეზობა არჩია და მილანის "ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.

[რედაქტირება] ბარსელონა

იბრაჰიმოვიჩი ბარსელონაში ყოფნისას.

"ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60,000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

[რედაქტირება] მილანი

ზლატანი მილანში.

2010 წლის 28 აგვისტოს ზლატანი "მილანში" გადავიდა ერთ წლიანი იჯარით, მაგრამ კონტრაქტის თანახმად მილანელებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლიათ შვედი ფორვარდის სრულად გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ. მისი დებიუტი 11 სექტემბერს ჩეზენას წინააღმდეგ შედგა სადაც "მილანი" 2-0 დამარცხდა. იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ გაიტანა ის მატჩი "მილანმა" 2-0 მოიგო ზლატანის დუბლის წყალობით.

[რედაქტირება] ეროვნული ნაკრები

იბრაჰიმოვიჩი .

ზლატანი ასევე წამყვანი ფეხბურთელია შვედეთის ნაკრებშიც. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩი სამჯერ, 2005, 2007 და 2008 წლებში იქნა არჩეული. მას ნაკრების მაისურით 66 თამაშში 25 გოლი აქვს გატანილი. ზლატანი ამჟამად შვედეთის ნაკრების კაპიტანი და გუნდის უდავო ლიდერია.


[რედაქტირება] თვისებები

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად ”იბრაკადაბრა” შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 195 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი. გასულ სეზონში მან „ინტერის“ შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა.

[რედაქტირება] ტიტულები

პერიოდი კლუბი ტიტული
2001-2004 აიაქსი უკრაინის ჩემპიონი: 2001/02, 2003/04
ჰოლანდიის თასი: 2001/02
ჰოლანდიის სუპერ თასი|2002/03
2006-2009 ინტერი იტალიის ჩემპიონი: 2006/07/ 2007/08/ 2008/09
იტალიის სუპერ თასი: 2006/07/ 2007/08
2009-2010 ბარსელონა ლა ლიგა: 2009/10
ესპანეთის სუპერთასი:2009
უეფას სუპერთასი:2009
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2009
პირადი მიღწევები
2007 შვედეთის საუკეთესო სპორტსმენი
2009 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი
2007 შვედეთის წლის ათლეტი
2008 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
2005, 2007, 2008, 2010 შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005, 2007, 2008
2006, 2008 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე