ლუკა მოდრიჩი
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | ლუკა მოდრიჩი | ||
| დაბადების თარიღი |
9 სექტემბერი, 1985 | ||
| დაბადების ადგილი |
ზადარი, იუგოსლავია | ||
| სიმაღლე | 172 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი |
მადრიდის რეალი | ||
| ნომერი | 19 | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 2001-2003 | დინამო ზაგრები | ||
| პროფესიონალური კარიერა1 | |||
| წლები | გუნდი | მატჩი† | (გოლი)† |
| 2003-2008 | დინამო ზაგრები | 122 | (31) |
| 2003-2004 | →ზრინსკი (არენდით) | 22 | (8) |
| 2004-2005 | →ინტერ ზაპრეშიჩი (არენდით) | 18 | (4) |
| 2008-2012 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 127 | (13) |
| 2012- | მადრიდის რეალი | 15 | (2) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2006- | ხორვატია | 52 | (8) |
| 1 პროფესიულ კლუბებში გამოჩენა და გოლები მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.
|
|||
ლუკა მოდრიჩი (ხორვ.Luka Modrić; 9 სექტემბერი 1985, ზადარი, ისფრ) — ხორვატი ფეხბურთელი, „მადრიდის რეალის“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი.
სექციების სია |
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]
დინამო ზაგრები [რედაქტირება]
2002 წელს 16 წლის ლუკა მოდრიჩმა გააფორმა კონტრაქტი ზაგრების „დინამოსთან“, 1 წლით ის ახალგაზრულ კლუბში იყო, შემდეგ არენდით ითამაშა ბოსნიურ „ზრინსკში“, სადაც მან სწრაფად გამოავლინა თავისი პოტენციალი, გახდა ბოსნიის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ დროს ის 18 წლის იყო. მომდევნო წელი ლუკამ არენდით გაატარა ზაპრეზიჩის „ინტერში“[1]. მოდრიჩი „დინამოში“ 2005 წელს დაბრუნდა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.
ტოტენჰემ ჰოტსპური [რედაქტირება]
2008 წლის 26 აპრილს მოდრიჩმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხორვატმა 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სატრანსფერო თანხა 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა[2].
მადრიდის რეალი [რედაქტირება]
2012 წლის 27 აგვისტოს მოდრიჩმა „მადრიდის რეალთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა მოდრიჩის სანაცვლოდ 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა[3].
30 აგვისტოს შედგა ხორვატის დებიუტი „სამეფო კლუბის“ რიგებში. ის 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ. კატალონიელები 2:1 დამარცხდნენ, 2 მატჩის ჯამში 4:4 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მადრიდელები გახდნენ თასის მფლობელი. ეს გამოდგა ხორვატის პირველი ტიტული ესპანეთში[4]. 3 ნოემბერს კი გაიტანა თავისი პირველი გოლი ახალ კლუბის რიგებში, ლუკამ სარაგოსას კარი აიღო.
კარიერა ნაკრებში [რედაქტირება]
ლუკა მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრების რიგებში 2006 წლის 1 მარტს შედგა ბაზელში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. 2011 წლის 1 ოქტომბერს კი ნაკრების რიგებში ჩაატარა 50-ე მატჩი.
ტიტულები [რედაქტირება]
საერთაშორისო
- მოხვდა ევრო 2008-ის სიმბოლურ გუნდში
- ხორვატიის ჩემპიონი: 2006, 2007
- ხორვატიის თასის მფლობელი: 2006
- ხორვატიის სუპერთასის მფლობელი: 2007
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
2010 წლის მაისში მოდრიჩი დაქორწინდა ვანე ბოსნიჩზე (Vanja Bosnić). 2010 წლის 6 ივნისს კი შეეძინა ვაჟი ივანი (Ivano).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მოდრიჩის ინტერვიუ „დინამო ზაგრების“ ოფიციალურ საიტზე (ხორვ.)
- მოდრიჩი „ტოტენჰემში“ გადავიდა
- მოდრიჩის საფეხბურთო კარიერა
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.newsoftheworld.co.uk/
- ↑ http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/t/tottenham_hotspur/7368463.stm
- ↑ http://www.realmadrid.com/cs/Satellite/es/Actualidad_Primer_Equipo/1330114707769/noticia/Noticia/Luka_Modric_firma_su_contrato_con_el_Real_Madrid.htm
- ↑ http://www.realmadrid.com/cs/Satellite/en/Actualidad_Primer_Equipo_en/1330116229721/noticia/Cronica/2-1:_Real_Madrid_wins_its_ninth_Supercup.htm
|
|||||
სტატიის