ზინედინ ზიდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზინედინ ზიდანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
23 ივნისი, 1972 (1972-06-23) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
მარსელი, საფრანგეთი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1989–1992 კანი 61 (6)
1992–1996 ბორდო 139 (28)
1996–2001 იუვენტუსი 151 (24)
2001–2006 რეალ მადრიდი 155 (37)
ეროვნული ნაკრები
1988–1989 საფრანგეთი 17 წლ. 4 (1)
1989–1990 საფრანგეთი 18 წლ. 6 (0)
1990–1994 საფრანგეთი 21 წლ. 20 (3)
1994–2006 საფრანგეთი 108 (31)
სამწვრთნელო კარიერა
2014–2016 რეალ მადრიდ კასტილია
2016–2018 რეალ მადრიდი
2019–2021 რეალ მადრიდი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზინედინ იაზიდ ზიდანი (ფრანგ. Zinedine Yazid Zidane [zinedin zidan], არაბ. زين الديـن زيـدان; დ. 23 ივნისი, 1972; მარსელი, საფრანგეთი) — ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2016 წლიდან 2018 წლის ივნისამდე წრთვნიდა მადრიდის „რეალს“, რომელსაც სამჯერ ზედიზედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ის ათი წლის მანძილზე იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი — მასში 2001 წელს რეალ მადრიდმა იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.

1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 92-ე ადგილზე დასახელდა.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზინედინ ზიდანი წარმოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში — კასტელანში, სადაც, როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა — ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო: და — ლილა, ძმები — ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. მას აგრეთვე გართობის სხვა წყაროებიც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო.

მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.

კანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო საფეხბურთო კლუბ კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ არ იყო 17 წლის, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა ბოჟუარის სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისთვის კანის მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.

იმ დროისთვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით.

იუვენტუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში.

რეალ მადრიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 9 ივლისი, რეალ მადრიდის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური.

ზიდანის გადასვლის შემდეგ კლუბში ისეთმა ვარსკლავებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან — რაულ გონსალესი, ლუიშ ფიგუ, რონალდო, დეივიდ ბეკჰემი, რობერტო კარლოსი.

შემდეგი წლები ზიდანი რეალ მადრიდთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ მადრიდის კლუბის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთი მხრივ გამოწვეული იყო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის, შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა კლუბის იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო.

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში, თავით, მეორე გოლი გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან, მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო. ეს ბოლო თამაში იყო ზინედინ ზიდანის კარიერაში. საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.

ზიდანი ფიფა-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს წლის ფეხბურთელად, ხოლო 1998 წელს France Football-მა ოქროს ბურთიც გადასცა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი კლუბი თამაში/გოლი ტიტული
1988-92 კანი
1992-96 ბორდო ინტერტოტოს თასი
1996-2001 იუვენტუსი იტალიის ჩემპიონი:1997, 1998
იტალიის სუპერ თასი:1997
ევროპის სუპერ თასი:1996
საკონტინენტთაშორისო თასი:1996
2001-2006 რეალი ესპანეთის ჩემპიონი:2003
ესპანეთის სუპერ თასი:2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა:2002
ევროპის სუპერ თასი:2002
საკონტინენტთაშორისო თასი:2002
1994-2006 საფრანგეთი 108/31 მსოფლიოს ჩემპიონი:1998
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი:2006
ევროპის ჩემპიონი: 2000
პირადი მიღწევები
1998, 2000, 2003 ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
2006 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი
2000 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
2002 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი
1997, 2000, 2001 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი
1998, 2002 წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი
1993 საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი
2004 უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა (ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი)

სამწვრთნელო ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი:(11)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.