ანდრეი შევჩენკო
ვიკიპედიიდან
| პირადი მონაცემები | ||
|---|---|---|
| სრული სახელი | ანდრეი შევჩენკო | |
| დაბ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1976 | |
| დაბ. ადგილი | დვორკივშინა, უკრაინა | |
| სიმაღლე | 1.83 მ | |
| პოზიცია | თავდამსხმელი | |
| ეროვ. ნაკრები | უკრაინა 77(35) | |
| ინფორმაცია კლუბის შესახებ | ||
| კლუბი | ჩელსი | |
| კარიერა | ||
| კლუბები | 1994-1999 დინამო 117(60) 1999-2006 მილანი 208(127) 2006- ჩელსი 36(5) |
|
ანდრეი შევჩენკო (Андрій Шевченко) (დ. 29 სექტემბერი, 1976, დვორკივშინა, უკრაინა) — უკრაინელი სპორტსმენი, თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ანდრეი დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს კიევის ოლქის იაგოტინსკის რაიონის სოფელ დვირკივშინაში პრაპორშჩიკის ნიკოლოზ შევჩენკოს ოჯახში. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
–გაიზრდება და ესეც სამხედრო გახდება!– ისმოდა სადღეგრძელოები სადღესასწაულო სუფრაზე. მაგრამ ვერცერთი სტუმარი ვერ წარმოიდგენდა რომ ეს ბიჭუნა, რომლის სადღეგრძელოსაც ისინი სვავდნენ, ოცდახუთი წლის შემდეგ გახდებოდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი.
ვაჟის დაბადების შემდეგ მალე შევჩენკოების ოჯახი კიევში გადავიდა საცხოვრებლად. იქ შევჩენკომ დაიწყო სწავლა ობოლონსკის 216–ე საშუალო სკოლაში, რომლის მოსწავლეები ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან მოიპოვონ შევჩენკოს მერხზე დაჯდომის უფლება. მაგრამ წარწერა 'აქ იჯდა შევჩენკო' ამოკაწრულია რამდენიმე მერხზე, და რომელია მათ შორის ნამდვილად შევჩენკოს მერხი არავინ იცის.
კლასი, რომელშიც ანდრეი ერთსულოვნად აირჩიეს ფიზ. მომზადების ორგანიზატორად, ითვლებოდა სუსტად, ის დააკომპლექტეს იმ ბავშვებისაგან, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ჯგუფებში. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბავშვებისათვის რომ ჩამოეყალიბებიათ მეგობრული და გულისხმიერი კოლექტივი. ლიდერი რათქმაუნდა ანდრიუშა შევჩენკო იყო. ის ღებულობდა მონაწილეობას 'თემურელების' მოძრაობაში, მაკულატურასაც აგროვებდა, გოგოებსაც იცავდა. მაგრამ მასწავლებლებს ისიც ახსოვთ, თუ როგორ მონაწილეობდა ანდრეი ჩხუბებში, ტუალეტებშიც ეწეოდა და საერთოდ არაფრით არ გამოირჩეოდა ჩვეულებრივი საბჭოთა მოსწავლეებისაგან.
[რედაქტირება] ტიტულები
| პერიოდი | კლუბი | ტიტული | ||
|---|---|---|---|---|
| 1994-1999 | დინამო | უკრაინის ჩემპიონი: 1995, 1996, 1997, 1998, 1999 უკრაინის თასი: 1996, 1998, 1999 |
||
| 1999-2006 | მილანი | იტალიის ჩემპიონი: 2004 იტალიის თასი: 2003 იტალიის სუპერ თასი: 2004 ჩემპიონთა ლიგა: 2003 უეფას სუპერ თასი: 2003 |
||
| 2006- | ჩელსი | ინგლისის თასი: 2007 ინგლისის ლიგის თასი: 2007 |
||
| პირადი მიღწევები | ||||
| 1999 | უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი | |||
| 2000, 2004 | იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი | |||
| 2004 | ევოპის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
| 1999, 2001, 2006 | ჩემპიონთა ლიგი საუკეთესო ბომბარდირი | |||
| 1999 | ჩემპიონთა ლიგი საუკეთესო თავდამსხმელი | |||
| 2000 | იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი | |||

