ლუის ალბერტო სუარესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუის სუარესი
Luis Suárez
Luis Suárez vs. Netherlands (cropped).jpg
სუარესი ურუგვაის ნაკრებში 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული სახელი ლუის ალბერტო სუარეს დიასი
Luis Alberto Suárez Díaz
დაბადების
თარიღი
24 იანვარი, 1987 (1987-01-24) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
სალტო, ურუგვაი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
2003–2005 ნასიონალი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2006 ნასიონალი 27 (10)
2006–2007 გრონინგენი 29 (10)
2007–2011 აიაქსი 110 (81)
2011–2014 ლივერპული 110 (69)
2014– ბარსელონა 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2007 ურუგვაი 20 წლ. 4 (2)
2012 ურუგვაი 23 წლ. 4 (3)
2007– ურუგვაი 78 (40)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 12 მაისი, 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
19 ივნისი, 2014.

ლუის სუარესი (ესპ. Luis Suárez [ˈlwis ˈswares]; დ. 24 იანვარი, 1987; სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, ესპანეთის კლუბ „ბარსელონისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. არის ურუგვაის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

2013-14 წლებში სუარესმა პრემიერ ლიგაში პირველი ხუთი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, მან 31 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სუარესმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ დატოვებას აპირებს. მისი სამსახურით დაინტერესება გამოთქვეს ესპანური ფეხბურთის გრანდებმა, „ბარსელონამ“ და „რეალ მადრიდმა“.[1] 2014 წლის ივლისში სუარესმა „ბარსელონასთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი,[2] „ლივერპულმა“ კი მის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო მიიღო.[3]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად გამოჩნდა 2007 წელს. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა. ჩემპიონატზე სუარესმა სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ჯგუფუტი ეტაპის მატჩში, მექსიკის წინააღმდეგ, ორი კი მერვედფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშისას გაიტანა. მეოთხედფინალში, განას წინააღმდეგ მატჩის დროს სუარესმა ხელით გამოიტანა განელი ფეხბურთელის, დომინიკ ადიას მიერ დარტყმული ბურთი. ამით მან ნაკრები გავარდნისგან იხსნა, თუმცა მიიღო წითელი ბარათი და მოუხდა გამოტოვება ნახევარფინალისა, რომელიც მისმა გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებთან დათმო.

სუარესი იყო ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კოპა ამერიკა 2011-ზე, სადაც მან დიეგო ფორლანთან ერთად დიდი როლი შეიტანა ურუგვაის გაჩემპიონებაში. სუარესმა ამ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი ნახევარფინალში პერუს ნაკრების წინაარმდეგ და ერთი გოლი ფინალურ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ პარაგვაის 3-0 მოუგო.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მეორე ტურის მატჩში კი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. შემდეგ მატჩში იტალიის ნაკრებთან თამაშისას სუარესმა 79-ე წუთზე მხარზე უკბინა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის. მექსიკელმა მსაჯმა მარკო ანტონიო როდრიგესმა დარღვევა არ დააფიქსირა და დანიშნა კუთხური ურუგვაის სასარგებლოდ, რომლითაც ურუგვაიმ ისარგებლა და გაიტანა, რამაც იტალია ჯგუფში ჩატოვა. მატჩის შემდეგ ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა მომხდარი ფაქტი და სუარესს მისცა 9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ასევე აუკრძალა საფეხბურთო აქტივობა 4 თვის მანძილზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]