სალომე ზურაბიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
{{ინფოდაფა ლიდერი
{{ინფოდაფა ლიდერი
| სახელი = სალომე ზურაბიშვილი
| სახელი = სალომე ზურაბიშვილი
|სურათი=SaloméZourabichvili.JPG
|სურათი= Salome Zurabishvili in 2018.jpg
| სურათის ზომა =270px
| სურათის ზომა =250px
| წარწერა სურათის ქვეშ=
| წარწერა სურათის ქვეშ= სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს
| ხელმოწერა = Salome Zurabishvili-signature.svg
| ხელმოწერა = Salome Zurabishvili-signature.svg
| დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1952|3|18}}
| დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1952|3|18}}

22:28, 20 სექტემბერი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს
საქართველო საქართველოს მე-5 პრეზიდენტი საქართველო
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 დეკემბერი, 2018
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედიგიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 16 დეკემბერი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
თავმჯდომარეირაკლი კობახიძე
წინამორბედიზაზა პაპუაშვილი
მემკვიდრელადო კახაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედითედო ჯაფარიძე
მემკვიდრეგელა ბეჟუაშვილი

საფრანგეთი
საფრანგეთი
საფრანგეთის
საფრანგეთი
საფრანგეთი
ელჩი საქართველოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003 – 2004
პრეზიდენტიჟაკ შირაკი
წინამორბედიმირეი მიუსო
მემკვიდრეფილიპ ლეფორი

დაბადებული18 მარტი, 1952 (1952-03-18) (72 წლის)
პარიზი, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
მოქალაქეობასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი (2018-მდე[1]) → საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს გზა (2006-2010)
უპარტიო (2010 წლიდან)
მამალევან ზურაბიშვილი
დედაზეინაბ კედია
მეუღლენიკოლოზ გორჯესტანი
ჯანრი კაშია (1993-გ. 2012)
შვილებივაჟი: თეიმურაზ გორჯესტანი
ქალიშვილი: ქეთევან გორჯესტანი
განათლებაპარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
პროფესიასაერთაშორისო ურთიერთობები
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოები
ხელმოწერა
საიტიოფიციალური საიტი

სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, პარიზი) — საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2016-2018 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.

საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა.[2]

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

მშობლები

ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი ქორწინების დღეს პარიზში, 15 აპრილი, 1950

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში.

მამა: ლევან ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე იყო. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი, ხოლო მამა – ივანე ზურაბიშვილი იურისტი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, ოჯახი ემიგრაციაში აღმოჩნდა.[3]

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან — სიკვდილამდე. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებთან. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.[4]

დედა: ზეინაბ კედია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მელქისედეკ (მექი) კედიას ქალიშვილი იყო. გასაბჭოების შემდეგ, როცა კედია საქართველოდან წავიდა, მისი მეუღლე ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ. ისინი 4 წელი სტამბოლში ცხოვრობდნენ, ზეინაბიც იქვე დაიბადა. მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა საქართველოში დაბრუნება, ოჯახი თურქეთიდან საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა.[5]

ლევან ზურაბიშვილი და ზეინაბ კედია საფრანგეთში დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი - სალომე და ოთარი შეეძინათ. ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.[6]

ოჯახი

1974 წელს, 22 წლის სალომე ზურაბიშვილმა რომში გაიცნო, ასევე ემიგრაციაში მცხოვრები, ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი). სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი შეეძინათ.

თეიმურაზ გორჯესტანი 1981 წლის 26 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით დიპლომატია და მუშაობს დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში, სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე.[7][8]

ქეთევან გორჯესტანი 1984 წლის 22 მარტს დაიბადა. იგი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად მუშაობს საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24"-ში, სპორტულ ჟურნალისტად.[9][10]

სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ.[11]

2018 წლის ნოემბერში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას კოკი გუგუშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილ მეუღლეს მხარი დაუჭირა და საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა:

ვიკიციტატა
„მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ... ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ![12]

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი დაუახლოვდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს ჯანრი კაშიას. მათი პიროვნული დაახლოება საბოლოოდ დაოჯახებით დასრულდა. ჯანრი კაშია 2012 წლის 11 მარტს გარდაიცვალა პარიზში, კარდეოლოგიური ოპერაციის დროს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.[13]

განათლება

1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

კარიერა

დიპლომატიური სამსახური

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.

1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში, ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში, პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

საგარეო საქმეთა მინისტრი, 2004-2005

2004 წლის თებერვალში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟაკ შირაკმა, საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ელჩის მოვალეობისგან გაათავისუფლა. 20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საფრანგეთის ყოფილი ელჩი თბილისში, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამ დროის ის ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქე იყო, ამიტომ პრეზიდენტმა, იმავე დღეს, საგანგებო ბრძანებით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი იყო პირველი, ვისაც ორმაგი - საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა.[14]

მიღწევები მინისტრობისას

სალომე ზურაბიშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 2004 წლის 1 ივნისს, ვაშინგტონში

სალომე ზურაბიშვილი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი). 2005 წლის 25 აპრილს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ რუსეთი თავისი ბაზების გაყვანას, ბათუმიდან და ახალქალაქიდან, 2005 წელს დაიწყებდა და ამ პროცესს 2008 წლის 1 იანვრისთვის დაასრულებდა.[15] სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ „ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ეს ყველაფერი, ცხადია, უნდა აისახოს დოკუმენტში - როგორც ფრანგები ამბობენ, „ეშმაკები დეტალებშია” მე ფრთხილი შეფასებების მომხრე ვარ. ჩვენი ურთიერთობების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, მირჩევნია დავრწმუნდე, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველაფერს თავისი ადგილი ექნება მიჩენილი.[16]

2005 წლის 6 მაისს, იმდროისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, მოსკოვში შეხვდა, რათა საბოლოოდ მოეგვარებინა ორ მინისტრს შორის აპრილში მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება, 2007 წლის ბოლოსთვის საქართველოდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანის თაობაზე.

რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ დოკუმეტს 2005 წლის 19 მაისს საქართველოს მხრიდან ხელი სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მხრიდან კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოაწერეს.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ყველაზე რთული რუსეთთან საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკება იყო. გადავწყვიტე, ქართულ ენაზე მელაპარაკა რუსულის ნაცვლად, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ დსთ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ავაღებინე წითელი ხალიჩა, რომელიც რუსი მინისტრის თბილისში ჩამოსვლის გამო იყო დაფენილი, როცა მან უარი განაცხადა ყვავილებით შეემკო დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ძეგლი.[17]

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრობის დროს შექმნა „საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ახალი ჯგუფი“, რომლის წევრებიც არიან შემდეგი სახელმწიფოები: უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი, რომლებიც არიან საქართველოს დამხმარე სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.

პოლიტიკური კარიერა

სალომე ზურაბიშვილი და დავით უსუფაშვილი 2009 წლის 9 აპრილს

ქართულ პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილი 2004 წელს გამოჩნდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. მინისტრობის დროს ზურაბიშვილი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში, რის შედეგადაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესი წარმატებით დასრულდა. რუსულმა ბაზებმა 2005 წლის 19 მაისის შეთანხმების შემდეგ საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში სალომე ზურაბიშვილი მინისტრობიდან გადააყენეს. 2005 წლის 20 ოქტომბერს იპოდრომზე ჩატარდა მიტინგი და ოპოზიციაში გადასულმა ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა:

ვიკიციტატა
„მე ახლა თქვენთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ, მინდა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან.[18]

იპოდრომის მიტინგისას გაჩნდა იდეა შექმნილიყო „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა“. ორგანიზაციის ოფისი ზურაბიშვილმა 2005 წლის 1 ნოემბერს ოფიციალურად გახსნა. „სალომე ზურაბიშვილის მოძრაობამ” მემარჯვენე მიმართულების იყო.

ვიკიციტატა
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ შეხედულებებს იზიარებს.[19]

- ორგანიზაციის დაფუძნებისას განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბშვილმა პარტია „საქართველოს გზა" 2006 წლის 11 მარტს დააფუძნა. პარტიის ბირთვი იყო მთავრობიდან სკანდალურად წამოსული სალომე ზურაბიშვილის მიერ 2005 წელს დაფუძნებული „სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა“.

პარტია შეიქმნა, როგორც მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ოპოზიცია. თავდაპირველად, ის არ თანამშრომლობდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.[20]

2006 წლის ადგილობრივი არჩევნები პარტიისთვის წარუმატებელი გამოდგა. პარტიამ მაშინ არჩევნებზე ხმათა 2,7 პროცენტი დააგროვა და სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც დაიწყო თანამშრომლობა.[21]. სალომე ზურაბიშვილი 2007 წლის ნოემბრის, ასევე 2009 წლის გაზაფხულის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. 2008 წლის არჩევნებში ის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამოდიოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო.[22]

მაისის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს გზა“ კვლავ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში მონაწილეობდა.

პოლიტიკიდან წასვლა

2010 წლის 11 ნოემბერს პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„მართალია მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. დღეს წასვლის დროა. იმიტომ რომ, როდესაც მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი, მჯეროდა, აქ საქმე იყო გასაკეთებელი და საქმეც გავაკეთე. ჯერ ოფიციალურ სტრუქტურაში, შემდეგ ოპოზიციაში, ძალა არ დამიშურებია. დღეს სიმართლეა საჭირო, სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს. ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნასახიც კი აღარ არის და ოპოზიციაც ვეღარ იქნება. ოპოზიციონერობა ასეთ პირობებში კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენც მონაწილეობას ვიღებთ ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილებში. ამ ტყუილში კი მონაწილეობას ვერ მივიღებ.[23]

ამ დროიდან სალომე ზურაბიშვილმა მუშაობა განაგრძო უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორად. ამ პოზიციაზე იგი 2015 წლამდე მუშაობდა. წასვლის წინ მან საქართველოში დაბრუნების პირობაც დადო.

სალომე ზურაბიშვილი 2006-2016 წლებში საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორია.

პოლიტიკაში დაბრუნება

2012 წლიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, სალომე ზურაბშვილი კვლავ დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკურ პროცესებს.

2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა, 3 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის მოქალაქე იყო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარემ ცესკოს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა სარჩელი. ზურაბიშვილმა პროცესი ცესკოსთან წააგო.[24][25] ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მიიჩნევდნენ, რომ „კონსტიტუციის 70-ე და საარჩევნო კოდექსის 96-ე მუხლებში, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სავალდებულო კრიტერიუმების მოიცავს, არაფერია ნათქვამი ორმაგ მოქალაქეობაზე. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვას ეხება, ეს არის კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი. თუმცა, აღნიშნული მუხლი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს და არა – არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გაიმარჯვებს არჩევნებში, იგი უბრალოდ დატოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და კონსტიტუცია არ დაირღვევა“.[26]

საქართველოს პარლამენტის წევრი

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის ხელისუფლებამ არ წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანი იყო „სალომე საქართველოსთვის”.[27] არჩევნების პირველ ტურში 43 818 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილმა 10350 ამომრჩევლის ხმა - 44,42% მიიღო.[28] საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2016 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა, სადაცა 43 818 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილმა 11360 ამომრჩევლის ხმა - 67,58% მიიღო და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად იქნა არჩეული.[29] საპარლამენტო საქმიანობას იგი 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა.[30]

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი იკავებდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობას,[31] აგრეთვე იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.[32]

2017 წლის 10 მარტიდან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ჯგუფებში იგი იყო: ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი.[33]

2016 წლის 29 დეკემბრს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება მიიღეს, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში (APF), ძირითადი შემადგენლობაში, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელად შეირჩა.[34][35]

საქართველოს პარლამენტის წევრობისას, 2017 წლის 2 ნოემბრიდან, სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.[36]

იგი აგრეთვე იყო შემდეგი კომისიების წევრი: 2018 წლის 6 ივნისიდან 5 სექტემბრამდე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი,[37] 2018 წლის 19 მარტიდან საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი, 2018 წლის 7 მარტიდან 8 ივნისამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი, 2017 წლის 10 მარტიდან საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,[38] 2017 წლის 10 მარტიდან 16 ივნისამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი,[39] 2017 წლის 1 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი, 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 4 მაისამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.[40]

2018 წლის არჩევნები

2017 წლის 20 აპრილს, ტელეკომპანია „ტვ პირველი“-ს ეთერში, „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“, 2018 წლის სპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „გამორიცხული არაფერია". მისი თქმით, სადაც უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი მოღვაწეობა, იქ წავიდოდა.[41]

2018 წლის 6 აგვისტოს საკუთარი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე მან გაახმოვანა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.

ვიკიციტატა
„ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს.[42]

ამ პერიოდშივე გაჩნდა ვარაუდები, რომ მიუხედავად მისი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსისა, მას მხარს, სავარაუდოდ, ქართული ოცნების გუნდი დაუჭერდა.

2018 წლის 16 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან, დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. მან ამომრჩეველს გააცნო ძირითადი ხედვები, რომელთა განხორციელებას საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან განხორციელებას გეგმავდა:

ვიკიციტატა
„ბევრი საუბარია იმაზე, რომ თურმე, ამ შთამომავლობიდან პრორუსი გავხდი და არა საქართველოს დამოუკიდებლობის მსურველი და დამცველი. თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, რომელიც მტრების პროვოკაციებსა და გავლენას გაუძლებს, რაც მსოფლიოში არსებობს, ამის მიღწევა პატარა ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძალადობას, გაუთავებელ სიძულვილს დავივიწყებთ და ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით. ასეთია პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს გზაზე უნდა დაგვაყენოს და რითაც ქვეყანა ცოცხლობდა და თავისი თავი აქამდე მოიტანა.[43]

2018 წლის 23 აგვისტოდან პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთის მოქალაქეობის დათმო. ამ განკარგულებას სალომე ზურაბიშვილის მიმართვის საფუძველზე ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა. ამასთან დაკავშირებით მან 30 აგვისტოს გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მოქალაქობაზე უარის თქმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუწია. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არ შეუძლიათ.[44]

2018 წლის 9 სექტემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერა. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.[45]

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% (615572 ხმა) მიიღო და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან ერთად არჩევნების მეორე ტურის საჭიროება გაჩნდა.[46] ქართულ მედიაში გაჩნდა აზრი, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი კანდიდატურის მოხსნას აპირებდა.[47] მან პირველი ტურის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება 30 ოქტომბერს გააკეთა:

ვიკიციტატა
„მზად ვარ მეორე ტურისთვის, ბრძოლისთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს ან ორ პარტიას შორის, არამედ არჩევანი ორ საქართველოს შორისაა. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს მომავალი.[48]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52% (1147625 ხმა) მიიღო და საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ქალი პრეზიდენტი.[49] საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა.[50]

მილოცვები კოლეგებისგან

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ევროპელი კოლეგებიდან პირველმა ლიეტუვის ქალმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ტვიტერიდან მიულოცა:

ვიკიციტატა
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.[51]

სალომე ზურაბიშვილს მიულოცა ესტონეთის ქალმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ:

ვიკიციტატა
„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ველოდები ესტონეთსადა საქართველოს შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული შესანიშავი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.[52]

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ზურაბიშვილს შედარებით ვრცელი მისალოცი წერილი გამოუგზავნა:

ვიკიციტატა
„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო.[53]

პრეზიდენტად არჩევა ზურაბიშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც მიულოცა:

ვიკიციტატა
„მინდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. გისურვებთ უდიდეს წარმატებას - თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის განვითარება და საზოგადოების კონსოლიდაცია. ღრმადა ვარ დარწმუნებული, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ერებს შორის.[54]

სალომე ზურაბიშვილს ტვიტერის საშუალებით მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა. მის განცხადებაში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„მილოცვა სალომე ზურაბიშვილს! თქვენი არჩევა, როგორც საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისა, მართლაც ისტორიული მოვლენაა და გულწრფელად მსურს, თქვენი მმართველობის პერიოდი გახდეს საწინდარი უწყვეტი აღმავლობისა და კეთილდღეობისა და ამგვარად დარჩეს საქართველოს ისტორიაში.[55]

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა:

ვიკიციტატა
„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით.[56]

30 ნოემბერს საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ:

ვიკიციტატა
„მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად, ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა და გულწრფელად გისურვოთ წარმატებები მაღალი მისიის შესრულებისას. საქართველოში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ ინსტიტუციურ კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება. ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში. ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.[57]

სალომე ზურაბშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს აზეირბაიჯანის, პოლონეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.

საქართველოს პრეზიდენტი

ინაუგურაცია

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა.[58] თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ლოკაციაზე იყო მსჯელობა, კერძოდ თბილისში, თელავში, ან წინანდალში.[59] მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ინაუგურაციის საბოლოო ლოკაციად თელავი, ერეკლე II-ის სასახლე გადაწყდა. 5 დეკემბერს არსებული ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმაც დაადასტურა.[60] ღონისძიების რეჟისორად ბასა ფოცხიშვილი შეირჩა, რომელთან ერთადაც სამუშაო ჯგუფში იყვნენ მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, ნიკოლოზ შველიძე და ა.შ.[61]

ინაუგურაციის წინა დღეს, 15 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მივიდა.[62] პანთეონსა და გმირთა მოედანზე ვიზიტი წინა პრეზიდენტების ინაუგურაციისას საპროტოკოლო ღონისძიებათა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ეს პროტოკოლი შეიცვალა საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან მისვლა არჩეული პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა.[63] მისი ვიზიტის ამსახველი კადრები ზურაბიშვილის პრესსამსახურმა მოგვიანებით გაავრცელა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, მედიაში, ოპოზიციის მიერ წინასწარ დაანონსებული აქცია დასახელდა, რომელიც ზურაბიშვილს გმირთა მოედანზე მიშვებას არ აპირებდა. სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, შემდეგ მოილოცა ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში და აგრეთვე მოინახულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას და ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას საფლავები.[64]

16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცერემონიაზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში წარ­სდგა. მას საქართველოს სახელმწიფო დროში ფერებში: თეთ­რი და წი­თე­ლი ფე­რე­ბის სა­მე­უ­ლი ეცვა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა დი­ზა­ი­ნე­რმა ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ იზ­რუ­ნა. სა­სახ­ლემ­დე არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­იყ­ვა­ნეს, წი­თელ ხა­ლი­ჩას­თან ის შვი­ლებ­მა - თე­ი­მუ­რაზ და ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნებ­მა მი­ა­ცი­ლეს.[65]

ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ხელის დადებით ფიცი დადო:

ვიკიციტატა
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.[66]

ღონისძიებას სულ 1800 სტუმარი დაესწრო. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყველა სტუმარი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა გარდა, ფეხზე იდგა.[67] ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, სრულიად საქართველოს საკოთიკოს-პატრიარქი ილია II, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი[68] და სხვა დელეგაციების წარმომადგენლები.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პირველი საპროგრამო სიტყვაც წაიკითხა:

ვიკიციტატა
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე – რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები.[69]

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია 50 წუთამდე გაგრძელდა და საზეიმო მიღება თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.[70]

პრეზიდენტის რეზიდენცია

ორბელიანების სასახლე მდებარეობს თბილისში, ათონელის 25-ში. იგი მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. სასახლის ბოლო მობინადრე იყო გრიგოლ ორბელიანი, რომლის ხელშიც იმართებოდა ხალხმრავალი ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები. მე-19 საუკუნის მიწურულს სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას დღემდე შემორჩა ორბელიანების სახელი. თავდაპირველი მონაცემებით პრეზიდენტის რეზიდენცია 6 ათასი კვადრატული მეტრით, გათვლილია ქვეყნის პირველი პირისა და მისი 250-კაციანი აპარატის საჭიროებაზე.[71]

ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულ პრეზიდენტის სასახლეში არ შევიდოდა.[72]

ვიკიციტატა
„მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი,რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს"[73]

-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში არ შევიდოდა. მისი განცხადებით ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა და სრულიად შეესაბამებოდა პრეზიდენტის ახალ უფლება-მოვალეობებს.[74]

სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის რანგში, ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას 18 დეკემბერს შეუდგა. სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში შენობის ადმინისტრაციულ ფლიგელში იმუშავებს.[75]

პრეზიდენტობის პირველი წელი

საშინაო პოლიტიკა

2018 წლის 20 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 28 წელი აღნიშნა და გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს მიულოცა.[76][77] იმავე დღეს მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს და მათ კომპეტენციებზე ისაუბრეს.[78][79] 22 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. მან საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინონ მისი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.[80][81] იმავე დღეს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.[82]

24 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა კიდევ ერთხელ გადაახალისა და მრჩეველთა გუნდი წარადგინა. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ლაშა ჟვანია, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ქეთევან მახარაშვილი დანიშნა, რომელსაც ეთნიკური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალა. მან საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში მრჩევლად სიმონ პეტრიდისი, დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩევლად ნათია სულავა, სამხედრო საკითხებში მრჩევლად ალექსი ბარბაქაძე, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩევლად ირინა შენგელია, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მრჩევლად კოტე ნაცვლიშვილი დანიშნა.[83]

26 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - მსოფლიო თასის ხუთგზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული პარაძიუდოში ზვიად გოგოჭური დააჯილდოვა.[84]

საგარეო პოლიტიკა

ბელგიაში ვიზიტი

2019 წლის 22-23 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვია. მან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა. ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საშინაო გამოწვევებს.[85][86] 23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს.[87] იმავე დღეს, პრეზიდენტი, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და უვიზო რეჟიმის თემატიკაზე ისაუბრეს.[88] ბრიუსელში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.[89][90]

23 იანვარს, ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა და ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:[91]

ვიკიციტატა
„საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციისაკენ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენს არჩევანს ასახავს. ჩვენი გზა ინტეგრაციისაკენ ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა და მოდერნიზაცია[92]

ავღანეთში ვიზიტი

2019 წლის 8 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.[93] ვიზიტის ფარგლებში იგი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდა.[94]

საფრანგეთში ვიზიტი

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყო. მან სამუშაო ვიზიტის პირველი დღე სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულა.[95] 18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხარდაჭერა, ევროპული ინტეგრაციისა და ატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერების მიმართულებით, ასევე საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით.[96] იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.[97] 19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა. შეხვედრისას საფრანგეთის მხრიდან აღინიშნა, რომ საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო 2008 წელს. იგი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, ემანუელ მაკრონმა კი, მიწვევა მიიღო. შეხვედრისას ხელი მოეწერა „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაწყებას. ამ დიალოგის სახით საფრანგეთთან თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და მაღალ დონეზე გადავიდა. დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში.[98][99] სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას განაცხადა:

ვიკიციტატა
„საქართველო უნდა შევიდეს ევროპაში, როგორც კულტურული ევროპის ნაწილი და წევრი. ვისაუბრეთ ასევე კინოზე, რომ ჩვენ ვიყოთ მართლაც ერთ-ერთი წევრი ამ კულტურული ერთობის. ვისაუბრეთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, არაღიარების პოლიტიკაზე. საფრანგეთი მზადაა ძალიან აქტიურად, თავის პარტნიორებთან მხარი დაგვიჭიროს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მნიშვნელოვანია მისი მზადყოფნა ყველანაირად დადგეს საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით ისეთ ძალიან მტკივნეულ საკითხში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობაზეც და ეკონომიკაზეც.[100]

საფრანგეთში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილმა, ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.[101]. პარიზში ორგანიზაციის „ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის“ ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.[102]. აგრეთვე მან საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექცია „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“ - წაიკითხა.[103] ​საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულაის შეხვდა.[104]

გერმანიაში ვიზიტი

2019 წლის 20 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.[105] იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.[106] პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„იმედი გვაქვს, გერმანია დაგვეხმარება შევიდეთ ევროპაში, ყველა იმ გზით, რომელიც შესაძლებელია იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა.“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.[107]

აზერბაიჯანში ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2019 წლის 27 თებერვალს შედგა.[108] მან შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პირველ ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში „ზაგულბაში“ გაიმართა.[109] პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი.“

გამოცემები

  • 1986 - «Que sais-je: La Géorgie» (PUF გამოცემა), პარიზი
  • 2006 - Une femme pour deux pays (Grasset გამოცემა), პარიზი
  • 2006 - საქართველოსკენ (ქართულად), გამომცემლობა იტერა, თბილისი
  • 2007 - სექტემბერი : Quelles frontières pour l’Europe (Bourin გამოცემა), პარიზი
  • 2008 - აგვისტო : Les cicatrices des Nations (Bourin გამოცემა), პარიზი

სტატიები

  • 2007 – Foreign Policy France #3, April «What is the Russia we want?» (ინგლისურად)
  • 2007 აპრილი - «Société civile et pouvoir en Géorgie» (Gir გამოცემა),(ფრანგულად)
  • 2007 - «La démocratisation en Géorgie à l’épreuve des élections» (ჟურნალი Ceri Sciences Po)
  • 2007 თებერვალი - «What borders for Europe» (კრებულში «Penser l’Europe», ფრანგულად და ინგლისურად)
  • 2007 მაისი – «Fermer Yalta» # 102 Cahier de Chaillot (გამოცემული იქნა ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ. ფრანგულად და ინგლისურად)
  • 2007 - Russian and global affairs N 2 april 2007 „Kossovo as a positive precedent“ (ინგლისურად და რუსულად)

საპატიო ჯილდოები

  • საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენი
  • იტალიის ღირსების ორდენი
  • პოლონეთის ღირსების ორდენი[110]

ფილმები

  • სპეციალური გადაცემა «Envoyé special « France 1 (ფრანგულად)
  • «Perpertuum mobile» ბიოგრაფიული ფილმი (მოკლემეტრაჟიანი, 2006. ქართულად)
  • «La malle» ბიოგრაფიული ფილმი (ქართულად)

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2018.
  2. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. new.ipn.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  3. ლევან ზურაბიშვილი - ბიოგრაფია. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  4. ზურაბიშვილი ლევან ივანეს ძე. diaspora.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  5. ზეინაბ კედია. www.newposts.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  6. ზეინაბ კედია. www.newposts.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  7. twitter.com - თეიმურაზ გორჯესტანი. twitter.com. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  8. France in the United Kingdom Embassy of France in London. uk.ambafrance.org. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  9. Kethevane is a French-American journalist. www.kethevanegorjestani.com. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  10. Kéthévane GORJESTANI. www.france24.com. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  11. რატომ დაშორდა პირველ ქმარს სალომე ზურაბიშვილი. www.resonancedaily.com. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  12. კოკი გუგუშვილის მიმართვა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  13. ჯანრი კაშიას ბიოგრაფია. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  14. სალომე ზურაბიშვილი, შაბათს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  15. ზურაბიშვილი რუსულ სამხედრო ბაზებზე საბოლოო შეთანხმების მიზნით მოსკოვს სტუმრობს. civil.ge. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  16. ტოვებენ თუ არა საქართველოს რუსი სამხედროები. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  17. სალომე ზურაბიშვილის გზა პრეზიდენტობამდე. www.ghn.ge. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  18. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ტაიმ-აუტი. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  19. სალომე ზურაბიშვილმა მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი ოფისი გახსნა. civil.ge. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  20. „საქართველოს გზა“ არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებასთან არ ასოცირდება; გაზეთი „ხვალინდელი დღე“, № 76. /www.opentext.org.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
  21. სალომე ზურაბიშვილი - „ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
  22. სალომე ზურაბიშვილმა მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი ოფისი გახსნა. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
  23. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ტაიმ-აუტი. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  24. სალომე ზურაბიშვილი - „ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
  25. სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
  26. უნდა მიეცეს თუ არა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. www.transparency.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
  27. საარჩევნო მარათონი მთაწმინდის ოლქში, სახელისუფლებო კანდიდატის გარეშე. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  28. საპარლამენტო არჩევნები 2016 - პირველი ტური. cec.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  29. საპარლამენტო არჩევნები 2016 - მეორე ტური. cec.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  30. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  31. სალომე ზურაბიშვილი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  32. სალომე ზურაბიშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  33. სალომე ზურაბიშვილი - ჯგუფების წევრი. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  34. სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო დელეგაციები. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  35. პარლამენტმა მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობა დაამტკიცა. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  36. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  37. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  38. ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  39. ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  40. სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო კომისიების წევრი. parliament.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  41. სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. www.ipress.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  42. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია. www.tabula.ge. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2018.
  43. სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  44. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  45. ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. on.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  46. ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  47. ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  48. ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. liberali.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  49. არჩევნები 2018 - ოფიციალური შედეგები (მეორე ტური). imedinews.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  50. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  51. ლიეტუვის ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  52. ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. marshalpress.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  53. ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს – ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით. marshalpress.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  54. უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. twitter.com. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  55. სომხეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. twitter.com. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  56. გერმანიის პრეზიდენტი და ელჩი სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავენ. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  57. იტალიის პრეზიდენტი-ვიმედოვნებ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში თბილისსა და რომს შორის მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2018.
  58. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  59. კახიშვილი: ინაუგურაციის ჩატარების ადგილი კვლავ უცნობია - განიხილება სამი ქალაქი. sputnik-georgia.com. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
  60. სალომე ზურაბიშვილი - ინაუგურაცია იქნება თელავში. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
  61. პრეზიდენტის ინაუგურაციის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  62. ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  63. პანთეონსა და მემორიალთან ვიზიტი ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო – კახიშვილი. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  64. ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  65. როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პირველი კადრები. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  66. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო. www.tabula.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  67. სზურაბიშვილის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება, ისინი ფეხზე იდგებიან. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  68. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვანი მისია დააკისრა. www.info9.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  69. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  70. ინაუგურაციის შემდეგ საზეიმო მიღება, წინანდლის ნაცვლად, თელავის თეატრში გაიმართება. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  71. „ორბელიანების სასახლის“ მესამე სიცოცხლე. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  72. სალომე ზურაბიშვილი: არც აურა და არც ჰავა, რაც არის პრეზიდენტის სასახლეში, მე არ მიხდება. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  73. სალომე ზურაბიშვილი არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა. www.resonancedaily.com. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  74. სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  75. სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  76. ​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  77. ​ზურაბიშვილი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას დაარსების დღეს ულოცავს. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  78. ​საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები წარუდგინეს. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  79. ​NGO-ებმა ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურები წარუდგინეს. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  80. ​​სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  81. „გაგრძელდეს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა“ - პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს. liberali.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  82. ​საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო- ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი წარუდგინა. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  83. ​საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი 24.12.2018. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  84. ​2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია დღეს პირველ არხზე. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  85. ​​სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  86. ​​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  87. ​​სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  88. ​​საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  89. ​​სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  90. ​​სალომე ზურაბიშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  91. ​​სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  92. ​​სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა ძალიან წარმატებულია. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2019.
  93. ​​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში იმყოფებოდა. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  94. ​​საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა. presa.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  95. ​​სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულებს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  96. ​​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  97. ​​სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პირველ ლედის ხვდება. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  98. ​​ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  99. ​​სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონს შეხვდა. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  100. ​​საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  101. ბავშვობაში ვერ ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი როგორც პრეზიდენტი. www.tabula.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  102. სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  103. პრეზიდენტმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  104. ​საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს შეხვდა. www.president.gov.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2019.
  105. ​სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა. on.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2019.
  106. ​სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2019.
  107. ​სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს ხვდება [ვიდეო]. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2019.
  108. სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს ხვდება [ფოტო/ვიდეო]. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2019.
  109. სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის პირველმა პირებმა?. www.kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2019.
  110. საპატიო ჯილდოები. www.parliament.ge. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
16 დეკემბერი, 2018
შემდეგი:
მიმდინარე
წინამორბედი:
ზაზა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
18 ნოემბერი, 201616 დეკემბერი, 2018
შემდეგი:
ლადო კახაძე
წინამორბედი:
თედო ჯაფარიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2004 — 2005
შემდეგი:
გელა ბეჟუაშვილი
წინამორბედი:
მირეი მიუსო
საფრანგეთის ელჩი საქართველოში
2003 — 2004
შემდეგი:
ფილიპ ლეფორი