ჯანრი კაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაშია.
ჯანრი კაშია
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1939
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 11 მარტი, 2012 (72 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) სალომე ზურაბიშვილი
შვილ(ებ)ი ნანა კაშია და მარიამ ჰადძი

ჯანრი კაშია (დ. 8 მაისი, 1939, ბათუმი — გ. 11 მარტი, 2012, პარიზი) — ქართველი ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის მეუღლე (1993 წლიდან გარდაცვალებამდე).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანრი კაშია მეუღლესთან - სალომე ზურაბიშვილთანნ ერთად თბილისში.

ჯანრი კაშია დაიბადა 1939 წლის 8 მაისს, ბათუმში. 26 წლის ასაკში დაინიშნა სამხატვრო აკადემიის დეკანად და შემდეგი წლები სტუდენტების აღზრდით, მოგზაურობით საბჭოთა კავშირის საზღვრებში და მწერლობით იქნა დაკავებული, სანამ არ გადაწყვიტა საბოლოოდ საბჭოთა კავშირიდან წასულიყო და თავისუფალ სამყაროში გაეგრძელებინა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა. 1958-1964 წელს ჯ. კაშიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1982 წლის სექტემბერში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში (ჩააბარა საბჭოთა პასპორტი) და 1992 წელს გახდა საფრანგეთის მოქალაქე. 1983 წლიდან ქართულ ევროპული ინსტიტუტის (საქართველოს კავკასიის და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი) დამაარსებელი და დირექტორი, 1984 წლიდან ქართულ ევროპული ინსტიტუტის ჟურნალის "ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (გაგრძელება ქართულ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის ჟურნალის - გამომცემელი მიშა ქავთარაძე), აგრეთვე ქართულ ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის პრემიის დამაარსებელი იყო. 1993 წელს ცოლად შეირთო წარმოშობით ქართველი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი.

2004 წელს საქართველოში დაბრუნებისას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2002-2005 წლებში იყო ავტორი და წამყვანი ტელე-გადაცემების "არჩევანი თქვენი", "ნადიმი ჯანრი კაშიასთან" (იმედი) და "202"-ზე. 2009-2012 ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი.

ჯანრი კაშიას ჰყავს ორი შვილი - ნანა კაშია და მარიამ ჰადძი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას კაბინეტი 2019 წლის 9 მაისს გაიხსნა.[1] ადგილზე 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემით კაშიას პირადი ბიბლიოთეკა განთავსდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და კაშიას ცოლმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მათ შორის, საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი.[1] ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.[1]

მოღვაწეობა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობა უცხოეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესეები-პუბლიცისტიკა ქართულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესეები უცხო ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროზა ქართულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1986 - მარტორქის თავგადასავალი
  • 1958 - მარტორქა
  • 1958 ორი ნაბიჯი განზე
  • 1961 ანგსტზოონ
  • 1961 კარიბჭესთან
  • 1962 ქარხანა
  • 1963 ყოფიერების წერტილი
  • 1963 ტრანსფორმაციების ველი
  • 1963-65 შესაქმე (დროის შედედება)
  • 1967 შენობა (სივრცის შედედება).
  • 1988 სფინქსის ღიმილი
  • 1991 პარისიკონი
  • 2010 საშობაო მოთხრობა სალომეს
  • 1958-2012 ბლოკ ნოტები

დრამატურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1985 მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ (ანტი-აბსურდი)
  • იობი და ოდიპოსი
  • 3 მსახიობის, 2 კარადის და კასრისათვის

ლიტ. კინო სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 ამირანიანი
  • 1988 ელიტა (მარტოობის ქარები)
  • 1993 პუშკინი ძმაი ჩემი (მატვეი შანცსთანმ ინგლისურად)

პროზა-რუსულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1965-1971 "ადამიანი ძაღლი არ არის ..ყველაფერს ეჩვევა" (ფიქრები რუსეთის ისტორიაზე)
  • 1965-1971 "კარები" (გულუპრყვილოსა და რუსოფობის მოგზაურობა რუსეთში)
  • 1983 ბუდი ბუდი (ანტი სიზიფე პრომეტეუს)

თარგმანები კომენტარებით (ფრანგულიდან და ინგლისურიდან)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ჯანრი კაშიას კაბინეტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი