ზეინაბ კედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზეინაბ კედია
Ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი.jpg
ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი ქორწინების დღეს პარიზში, 15 აპრილი, 1950
დაბ. სახელი ზეინაბ მელქისედეკის ასული კედია
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1921
სტამბოლი, თურქეთი
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 2016 (94 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე(ები) ლევან ზურაბიშვილი
შვილ(ებ)ი სალომე ზურაბიშვილი
ოთარ ზურაბიშვილი
მშობლები მამა: მელქისედეკ კედია
დედა: აგრაფინა თავართქილაძე

ზეინაბ კედია (დ. 8 ივლისი, 1921, სტამბოლი — გ. 20 თებერვალი, 2016, პარიზი) — ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე ლევან ზურაბიშვილის მეუღლე,[1] საქართველოს მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეინაბ კედია აგრაფინა თავართქილაძისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი იყო.[2]

კედიების ოჯახი საქართველოში ბოლშევიკური წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ამ დროს მელქისედეკ კედიას მეუღლე - აგრაფინა თავართქილაძე ზეინაბზე ფეხმძიმედ იყო. ოჯახი 4 წლის მანძილზე ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა. აქვე, 1921 წლის 8 ივლისს სტამბოლში დაიბადა ზეინაბ კედია.[3] ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა. ზეინაბ კედიამ საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფ „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილზე, ლევან ზურაბიშვილზე იქორწინა.[4] ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა.[5]

ზეინაბ კედია 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლევან ზურაბიშვილი — ბარათები უცხოეთიდან. „კვირის პალიტრა“ (18 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  2. ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის დედა და რას ჰყვებოდა ის ქალიშვილის შესახებ?. Newsmedia.ge (3 ნოემბერი, 2018). წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2019.
  3. “როცა ჯანრი გავიცანი, ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი”. Cyc.ge (17დეკემბერი , 2018). წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2019.
  4. მთელი ცხოვრება სამშობლოსთან ერთად. Old.radio1.ge (23 თებერვალი, 2016). წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2019.
  5. მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ. geotimes.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ნოემბერი, 2019.
  6. ზეინაბ კედია გარდაიცვალა. Plus.kvira.ge (20 თებერვალი, 2016). წაკითხვის თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.