შინაარსზე გადასვლა

დალია გრიბაუსკაიტე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე
ლიეტუვის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 2009 – 12 ივლისი, 2019
წინამორბედივალდას ადამკუსი
მემკვიდრეგიტანას ნაუსედა

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი 2001 – 1 მაისი 2004
პრემიერ-მინისტრიალგირდას ბრაზაუსკასი
წინამორბედიიოანას ლიონგინასი
მემკვიდრეალგირდას ბუტკიავიჩიუსი

დაბადებული1 მარტი, 1956 (1956-03-01) (68 წლის)
ვილნიუსი ლიტვის სსრ
ეროვნებალიეტუველი
ხელმოწერა

დალია გრიბაუსკაიტე (ლიეტ. Dalia Grybauskaitė; დ. 1 მარტი, 1956, ვილნიუსი, ლიტვის სსრ) — ლიეტუველი პოლიტიკოსი, ლიეტუვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ლიეტუვის პირველი ქალი პრეზიდენტი 2009-2019 წლებში.

აკადემიური ხარისხი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, 27 წლის დალიამ მუშაობა დაიწყო ვილნიუსის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, სადაც 1990 წლამდე კითხულობდა პოლიტეკონომიას. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1990–1991 წწ. მუშაობდა ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1991–2001 წწ. მუშაობდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე. 2001–2004 წწ. ლიეტუვის ფინანსთა მინისტრია.

2009 წლის 26 თებერვალს ოფიციალურად დაასახელეს ლიეტუვის პრეზიდენტობის კანდიდატად, ხოლო 17 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 68.18% და გახდა ლიეტუვის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი.

2014 წლის 11 მაისს, ლიეტუვის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. არჩევნებში მონაწილე 7 კანდიდატს შორის დალია გრიბაუსკაიტემ 45,92%-ით ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. მეორე ტური იმავე წლის 25 მაისს შედგა, სადაც ხმების 57,90%-ით დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.[1]

დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის 12 ივლისამდე იკავებდა.

დალია გრიბაუსკაიტე გათხოვილი არ ყოფილა. ლაპარაკობს ლიეტუვურად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და პოლონურად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ვალდას ადამკუსი
ლიეტუვის პრეზიდენტი

2009-2019
შემდეგი:
გიტანას ნაუსედა