პასკალ მენიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასკალ მენიე (ფრანგ. Pascal Meunier, დ. 1953 წლის 19 მარტი) — საფრანგეთის რესპუბლიკის VIII საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 2016-2020 წლებში. [1]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასკალ მენიე სწავლობდა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაციათა სახელმწიფო ინსტიუტუტში (იაპონური და რუსული სპეციალიზაციით). გავლილი აქვს საგარეო საქმეებში უმაღლესი რანგის მრჩეველის სპეციალური მომზადება. [1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წლის 1 დეკემბერს დაშვებულ იქნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მდივნების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 1974 -1975 წლებში მსახურობდა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში. 1975-1977 წლებში მუშაობდა საფრანგეთის საელჩოში ტოკიოში, მესამე მდივნად. 1997-1978 წლებში მუშაობდა საფრანგეთის საელჩოში პრაღაში, მეორე მდივნად, ხოლო 1978-1980 წლებში საფრანგეთის საელჩოში პრაღაში, პირველ მდივნად. პირველ მდივნად გააგრძელა მუშაობა 1980-1982 საფრანგეთის საელჩოში სტოკჰოლმში. მოგვიანებით, 1980 წელს, მან დაიკავა შვედეთში საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველის თანამდებობა. 1982-1985 წლებში დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტში მუშაობდა. 1985-1988 წლებში საფრანგეთის საელჩოში ვარშავაში, პირველ მრჩევლად მუშაობდა. [1]

1988 - 1989 წლებში დროებით მივლინებული იყო საფრანგეთის მრეწველობის და ტერიტორიული მოწყობის სამინისტროში. 1989-1992 წლებში დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანიის დეპარტამენტს და დაიკავა შორეული აღმოსავლეთის დირექტორის მოადგილე. 1993 წელს დაინიშნა მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის კაბინეტში დიპლომატიურ მრჩევლად. 1993-1995 წლებში დროებით იყო დროებით მივლინებული კომპანია Thomson-ის საერთაშორისო ფინანსური საქმეების სამმართველოში. [1]

1995 წლის აპრილიდან მუშაობდა კერძო სექტორში. 2000-2012 წლებში მუშაობდა კომპანია Thales-ის დაწესებულებების დირექტორი ევროპაში.[1]

2012 წელს დაბრუნდა დიპლომატიურ სამსახურში და დაინიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩად ბაქოში. [1]

2016 წლის 4 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა პასკალ მენიემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. გაცნობის ცერემონიის შემდეგ, მიხეილ ჯანელიძემ ფრანგ დიპლომატს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა და ახლადდანიშნულმა ელჩმა შეხვედრაზე განიხილეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და რამდენიმე მიმდინარე საკითხი, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის პროცესი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. [2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]