საფრანგეთის დროშა
იერსახე
| საფრანგეთის სახელმწიფო დროშა | |
|---|---|
| საფრანგეთი | |
|
| |
| მიღებულია | 15 თებერვალი 1794 |
| პროპორცია |
|
საფრანგეთის დროშა (ფრანგ. drapeau tricolore, drapeau français) — საფრანგეთის ერთ–ერთი სახელმწიფო ნიშანი (გერბთან და ჰიმნთან ერთად), სამფეროვანი ქსოვილი. ფერები განლაგებულია ვერტიკალურად, შემდეგი თანმიმდევრობით: ლურჯი, თეთრი, წითელი.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშაზე დატანილი ფერები ბოლოს დამტკიცდა 1980–იან წლებში პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის მიერ:
| ლურჯი | თეთრი | წითელი | |
|---|---|---|---|
| RGB | Blue (0055A4) | White (FFFFFF) | Red (EF4531) |
| CMYK | 100.70.0.50 | 0.0.0.0 | 0.90.86.0 |
საფრანგეთის ნაციონალური დროშის სიგრძისა და სიმაღლის შეფარდება არის 2:3. დროშაზე დატანილი ფერების ვერტიკალური ზოლები თანაბარი არაა, მათი სისქეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 30:33:37. ეს ეგრეთ წოდებული „ოპტიკური პროპორცია“ განკუთვნილია დროშის ფრიალისას უკეთესი ვიზუალური ეფექტის მოსახდენად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||||||||||||||||||||