ოდრი აზულაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდრი აზულაი
ოდრი აზულაი
იუნესკოს გენერალური დირექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 10 ნოემბერი, 2017
წინამორბედი ირინა ბოკოვა

საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 თებერვალი, 2016 – 17 მაისი, 2017
პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი, ბერნარ კაზნიოვი
წინამორბედი ფლიორ პელრენი
მემკვიდრე ფრანსუაზ ნისენი

დაბადებული 4 აგვისტო, 1972 (1972-08-04) (45 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტია საფრანგეთის სოციალისტური პარტია
მამა ანდრე აზულაი
დედა კატია ბრამი
განათლება პარიზ-დოფინის უნივერსიტეტი, ლანკასტერის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი, ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა
საქმიანობა პოლიტიკოსი

ოდრი აზულაი (ფრანგ. Audrey Azoulay; დ. 4 აგვისტო 1972, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იუნესკოს გენერალური დირექტორი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2017 წლის 10 ნოემბერს. იყო საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი (2016-2017 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1972 წლის 4 აგვისტოს პარიზში, მაროკოელი ებრაელის ოჯახში. მაროკოს მეფეების ჰასან II-ისა და მუჰამედ VI-ის მრჩევლის, ანდრე აზულაის შვილი (ბავშვობაში ოდრი არდადეგებს ატარება სამეფო სასახლეში). მეცნიერებათა მაგისტრის სტატუსი მიიღო პარიზის დოფინის უნივერსიტეტში და საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი ლანკასტერის უნივერსიტეტში. დაასრულა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი და ადმინისტრირების ეროვნული სკოლა პარიზში[1].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს დაასრულა ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა. 2006 წელს გადავიდა კინოსა და ანიმაციის ეროვნულ ცენტრში. 2014 წელს გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მრჩეველი[2].

2016 წლის 12 თებერვალს გახდა საფრანგეთის კულტურის მინისტრი მანუელ ვალსის მეორე კაბინეტში[3]. 2016 წლის 6 დეკემბერს შევიდა ბერნარ კაზნიოვის მთავრობის შემადგენლობაში და მიიღო კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის პორტფელი[4].

იუნესკოს გენერალური დირექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 13 ოქტომბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად 30 ხმით 28-ის წინააღმდეგ. თანამდებობა დაიკავა 2017 წლის 10 ნოემბერს იუნესკოს გენერალური კონფერენციის სესიაზე[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Audrey Azoulay. Ministre de la culture. Le Figaro. წაკითხვის თარიღი: 2017-03-01.
  2. Anaelle Grondin. (2016-02-11) Qui est Audrey Azoulay, la nouvelle ministre de la Culture et de la Communication ?. Les Echos. წაკითხვის თარიღი: 2017-03-01.
  3. Audrey Azoulay, ministre de la culture au service de François Hollande. Le Temps (2016-02-12). წაკითხვის თარიღი: 2017-03-01.
  4. La composition du gouvernement de Bernard Cazeneuve. LCP (2016-12-06). წაკითხვის თარიღი: 2017-02-16.
  5. La Française Audrey Azoulay est la nouvelle directrice générale de l’Unesco. Le Monde (2017-10-13). წაკითხვის თარიღი: 2017-10-13.