მთაწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთაწმინდა
მთაწმინდა
მთაწმინდა
კოორდინატები: 41°41′42″ ჩ. გ. 44°46′55″ ა. გ. / 41.69500° ჩ. გ. 44.78194° ა. გ. / 41.69500; 44.78194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მთაწმინდა
სიმაღლე 770 
ქედი თრიალეთის ქედი
მთაწმინდა — საქართველო
მთაწმინდა
მთაწმინდა — თბილისი
მთაწმინდა
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

მთაწმინდის პლატოთრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება. შედის ქალაქ თბილისის ფარგლებში. მისი სიმაღლეა 770 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის — ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას — დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო იოსებ სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]