კერსტი კალიულაიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერსტი კალიულაიდი
კერსტი კალიულაიდი
ესტონეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ოქტომბერი, 2016 – 11 ოქტომბერი, 2021
წინამორბედიტოომას ჰენდრიკ ილვესი

დაბადებული30 დეკემბერი, 1969
ტარტუ, ესტონეთის სსრ, სსრკ
მეუღლეგეორგ-რენე მაქსიმოვსკი
განათლებატარტუს უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, ეკონომისტი
Kersti Kaljulaid (2021)

კერსტი კალიულაიდი (ესტ. Kersti Kaljulaid; დ. 30 დეკემბერი 1969, ტარტუ, ესტონეთის სსრ, სსრკ) — ესტონელი პოლიტიკოსი. 2016 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს ესტონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თანამდებობა დაიკავა ამავე წლის 10 ოქტომბერს.[1] იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერსტი კალიულაიდი დაიბადა 1969 წელს ტარტუში და არის დაბადებით ესტონეთის მოქალაქე.[3] 1987 წელს დაასრულა ტარტუს 44-ე საშუალო სკოლა,[4] ხოლო 1992 წელს ტარტუს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.[5]

2001 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ტარტუს უნივერსიტეტში.

2011 წელს ის ტარტუს უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრი გახდა.[6] 2016 წელს აირჩიეს ესტონეთის პრეზიდენტად და გახდა ამ ქვეყნის პირველი ქალი-პრეზიდენტი.[7][8] მისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ცხოვრებას განაგრძობს საკუთარ სახლში და არ გადავა საპრეზიდენტო სასახლეში.[9] პირველ ვიზიტს გეგმავს ფინეთსა და ლატვიაში.[10]

ფლობს ესტონურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Президент Ильвес поздравил Керсти Кальюлайд. Postimees.ee (2016-10-03). ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  2. კერსტი კალიულაიდი ესტონეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
  3. Керсти Кальюлайд представлена на пост президента ЭР. postimees. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  4. Tallinna Mustamäe Gümnaasiumi vilistlased (in Estonian). Accessed on September 30, 2016.
  5. Кандидат в президенты Эстонии Керсти Кальюлайд. Досье. Аргументы и факты (2016-10-03). ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  6. Как партии пришли к кандидатуре Кальюлайд. postimees (2016-09-29). ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  7. Керсти Кальюлайд стала новым президентом Эстонии. delfi (2016-10-03). ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  8. Керсти Кальюлайд стала президентом Эстонии. postimees (2016-10-03). ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  9. Первый брифинг Керсти Кальюлайд: я готова общаться с людьми на русском языке. mke.ee (2016-10-03). ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  10. Визиты и канцелярия: что первым делом сделает Кальюлайд на президентском посту. delfi (2016-10-04). ციტირების თარიღი: 2016-10-04.
  11. Керсти Кальюлайд на пресс-конференции: сегодня выиграла вся Эстония. delfi (2016-10-03). ციტირების თარიღი: 2016-10-03.