ყაზახეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: za:Hahsazgwswhdanj
r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:ყაზახონა
ხაზი 310: ხაზი 310:
[[wuu:哈萨克斯坦]]
[[wuu:哈萨克斯坦]]
[[xal:Хасгудин Орн]]
[[xal:Хасгудин Орн]]
[[xmf:ყაზახონა]]
[[yi:קאזאכסטאן]]
[[yi:קאזאכסטאן]]
[[yo:Kàsàkstán]]
[[yo:Kàsàkstán]]

00:18, 15 ივლისი 2011-ის ვერსია

ყაზახეთის რესპუბლიკა
Қазақстан Республикасы
Республика Казахстан
ყაზახეთი
ყაზახეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: My Kazakhstan
ყაზახეთის მდებარეობა
დედაქალაქიასტანა
51°10′ ჩ. გ. 71°30′ ა. გ. / 51.167° ჩ. გ. 71.500° ა. გ. / 51.167; 71.500
უდიდესი ქალაქი ალმათი
ოფიციალური ენა ყაზახური, რუსული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი
 -  პრ.-მინისტრი კარიმ მასიმოვი
ფართობი
 -  სულ 2,724,900 კმ2 (მე-9)
 -  წყალი (%) 1.7
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 15,217,711 (62-ე)
 -  1999 აღწერა 14,953,100 
 -  სიმჭიდროვე 5.4 ად კაცი/კმ2 (215-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $161,155 მილიარდი (56-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $10,658 (66-ე)
აგი (2007) 0.794 (საშუალო) (73-ე)
ვალუტა ტენგე (KZT)
დროის სარტყელი (UTC +5სთ/ +6სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +5სთ/ +6სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი KAZ
Internet TLD .kz
სატელეფონო კოდი 7

სახელწოდება

  • ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Қазақстан; Qazaqstan Respublikasy.

გეოგრაფია

ყაზახეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2.717.000 კვ.კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშის და ზაისანის.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი (1990 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).

ოლქი მოსახლ. ფართ. ცენტრი
აკმეჩეთი 519.8 226 000 ყზილ-ორდა
აკმოლა 1006.8 92 000 ასტანა
აქტობე 595.2 300 600 აქტობე (აკტიუბინსკი)
ალმატი 2344.5 224 200 ალმატი
ატირაუ 383.5 118 600 ატირაუ (გურიევი)
დას. ყაზახეთი 538.4 151 300 ორალი (ურალსკი)
ყარაგანდი 1230.3 428 000 ყარაგანდა
კოსტანაი 1309.8 225 700 კუსტანაი
მანგიშთაუ 276.2 156 600 აქთაუ (შევჩენკო)
სამხ. ყაზახეთი 1723.1 117 300 შიმკენტი
პავლოდარი 880.7 124 800 პავლოდარი
აღმ. ყაზახეთი 1334.4 283 300 ოსკემენი (უსტ-კამენოგორსკი)
ჩრდ. ყაზახეთი 1167.9 123 200 პეტროპავლი (პეტროპავლოვსკი)
თარაზი 857.7 144 300 თარაზი (ჟამბილი)

დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 16.763.000 (2003), მათ შორის 30% რუსი, 53% ყაზახი, 3,7% უკრაინელი, 2,5% უზბეკი, 2,4% გერმანელი.
  • სახელმწიფო ენები - ყაზახური და რუსული.
  • რელიგია - ისლამი და ქრისტიანობა.
  • დედაქალაქი - ასტანა (288 ათასი, 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
  • დიდი ქალაქები - ალმათი (1.046 ათასი), ყარაგანდა (405), შიმკენტი (335), თარაზი (306), პავლოდარი (300).

ეკონომიკა

ყაზახეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობის - 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია - ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა - თენგე (KZT);

უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა - ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კვ.კმ ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ს წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

კულტურა

  • არქიტექტურა: ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი.
  • ლიტერატურა: ყაზახურ-უზბეკური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: