კალიმანტანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული კალიმანტანი

კალიმანტანი (ინდო. Kalimantan, ასევე ბორნეო (მალ. Borneo)) — მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძული; ერთადერთი კუნძული რომელსაც სამი სახელმწიფო იყოფს: ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი. კუნძულის ფართობია — 743 330 კმ². კუნძული იმყოფება მალაის არქიპელაგის ცენტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

კუნძულის ყველაზე დიდი ნაწილია ადმინისტრაციული რეგიონი „კალიმანტანი“ (ინდონეზიის შემადგენლობაში), რომელიც 4 პროვინციად იყოფა.

ისტორია[რედაქტირება]

XV საუკუნეში კუნძული დამოუკიდებელი გახდა ინდონეზიის იმპერიისაგან. ინდუისტური სახელმწიფოს ხელმძღვანელი ნაგარა დიპა, მცხოვრები კილიმანტანზე ჯუნგჯუნგ ბუი, ცოლად გაყვა იავანიის პრინც სურიანატს, ისინი ერთად მართავდნენ სახელმწიფოს.

ჩრდილო კალიმანტანი XV-დან XVII საუკუნემდე ბრუნეის სასულთნოს შემადგენლობაშ შედიოდა. 1703 წელს კუნძულის დიდი ნაწილი გადაეცა სულთან სულუს, განლაგებულს სამხრეთ ფილიპინებზე. 1857 წელს სულთანმა სულუ ჯამალულ ახლამ კირამიმ (1863—1881), ჩრდილო კალიმანტანი არენდით გადასცა ბრიტანულ კომპანიას. ეს ნაწილი დღეს მალაიზიის შემადგენლობაში შედის. ტერიტორიის შიდა ნაწილი უცხოელებით დასახლდა. დღეს კუნძულზე 3 სახელმწიფო ესაზღვრება ერთმანეთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]