საბაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბაჰი
მალ. Sabah
ჯავი: سابه
[[ფაილი:|250px]]
დროშა
Flag of Sabah.svg
გერბი
Coat of arms of Sabah.svg
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სტატუსი მალაიზიის შტატი
მოიცავს 5 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი კოტა-კინაბალუ
მოსახლეობა (2010)
3 206 742 კაცი (3 ადგილი)
სიმჭიდროვე 43,56 კაცი/კმ²
ფართობი 73 619 კმ² (2 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 4 095
[[სურათი:|300px|საბაჰი რუკაზე]]
საბაჰი, რუკა
დროის სარტყელი +8
აბრევიატურა SBH
კოდი ISO 3166-2 MY-12
სატელეფონო კოდი 087-089
საფოსტო ინდექსები 88000–91999
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Sabah

საბაჰი (მალ. Sabah, ჯავი: سابه) — მალაიზიის სასულთნო. მალაიზიის 13 შტატიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კოტა-კინაბალუ. მდებარეობს კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

საბაჰის შტატი სიდიდით მეორეა მალაიზიაში. მას ასევე უწოდებენ Negeri di bawah bayu-ს, რაც ითარგმნება, როგორც „ქვეყანა ქარების ქვეშ“. ადრე, როგორც დიდი ბრიტანეთის კოლონია ეწოდებოდა ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო[1][2][3][4], მოგვიანებით მიიღო მალაიზიის ფედერაციის შტატის სტატუსი[5].

დასავლეთით ესაზღვრება კუნძულ კალიმანტანზე მდებარე მალაიზიის შტატი სარავაკი, სამხრეთით — ინდონეზია, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სულავესის, სულუსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბაჰის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი კუნძულთშორისი ზღვა: სულავესი და სულუ. სანაპირო ხაზ საკმაოდ დანაწევრებულია და წარმოქმნილია რიგი დახურული წყალმარჩხი ცურვისთვის ხელსაყრელი ზღვის უბეები. მათ შორის ბრუნეის უბე დასავლეთით, მურუდი — ჩრდილოეთით, ლაბუკი და დარველი — აღმოსავლეთით. ზოგან სანაპირო ხაზზე გვვხვდება კლდოვანი კუნძულები შხერები. სულუსა და სულავესის ზღვების ნაპირებზე მრავალი თავთხელი, მცირე კუნძულები და მარჯნის რიფებია, რომლებიც აფერხებენ ნავიგაციას.

შტატის ყველაზე მნიშვნელოვანი კუნძულებია სებატიკი, რომელსაც საბაჰის შტატი სანახევროდ იყოფს ინდონეზიასთან, ასევე ბანგი, ჯამბონგანი, მალავალი, ტიმბუნ-მატა და ბუმ-ბუმი.

საბაჰის შტატის თითქმის მთელი ტერიტორია, გარდა ვიწრო სანაპირო ზოლისა, უჭირავს დაბალ მთაგორებს, რომელიც დასავლეთით გადადის მთიან მასივ კროკერში. აღნიშნული ქედის ჩრდილლოეთ ნაწილში მდებარეობს მალაიზიისა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმაღლესი მწვერვალი — მთა კინაბალუ (4 095 მ).

შტატის ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა კინაბატანგანი (560 კმ.). თავის ზემო და შუა დინებაში იგი მიედინება ვიწრო ხეობაში, რომელიც კვეთს მთიანეთის ცენტრალურ ნაწილს. კინაბატანგანი, ასევე სეგამა, ლაბუკი და სუგუტი მიედინებიანდასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ერთვიანსულუს ზღვას. სამხრეთ ჩინეთის ზღვას ერთვის ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მდინარე პადასი, რომლის დელტაშიც ბრუნეის ყურეში, წარმოიქმნება დაჭაობებული კუნძულები.

საბაჰის კლიმატი ეკვატორულია, მუდმივად ცხელი და ტენიანი. მთაში კლიმატი უფრო ზომიერია, უფრო ზემოთ კი გრილი. ნალექების წლიური რაოდენობა დაბლობზე 3750 მმ-ის, ხოლო მთებში 5 000 მმ-ის ტოლია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბაჰის შტატი ინგლისელებმა დაიკავეს 1881 წელს და მიიღო პროტექტორატის სტატუსი. 1946 წელს დაარსდა სამეფო კოლონია ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო, ხოლო 1963 წელს შევიდა მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატი იყოფა ხუთ რაიონად:

რაიონი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2006)[6]
1 დასავლეთი სანაპირო კოტა-კინაბალუ 7 588 954 000
2 შიდა ოლქი ბოფორტი 18 298 421 000
3 კუდატი კუდატი 4 623 190 000
4 სანდაკანი სანდაკანი 28 205 676 000
5 ტავაუ ტავაუ 14 905 757 000

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური მონაცემებით შტატში ცხოვრობს 32 ეთნოსის წარმომადგენელი. შტატის მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს მალაიურ ენაზე, ფართოდაა გავრცელებული ასევე ინგლისური და ჩინური ენებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]