მალაიზიის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Coat of arms of Malaysia.svg
მალაიზიის გერბი

მალაიზიის გერბი — გამოხატავს უკანა ფეხზე მდგარ ორ ვეფხვს. ვეფხვი წარმოადგენს სიმამაცისა და ძალის სიმბოლოს. თითოეული ვეფხვი ცალი ფეხით ეყრდნობა ყვითელ ლენტს, რომელსაც აწერია დევიზი მალაიურ ენაზე — ”ძალა ერთობაშია!” დევიზი ორჯერ მეორდება — ლათინურზე და ”ჯავიზე” (არაბიზირებულ დამწერლობაზე), დანარჩენი თათებით კი იჭერს ფარს. ფარს თავზე ადგას ყვითელი მთვარე და ვარსკვლავი, რომლიდანაც 14 თანასწორი სხივი გამოედინება. ფარზე გამოსახულია 5 ეროვნული ხანჯალი. ისისნი წარმოადგენს 5 არაფედერაციულ მალაიურ სამთავროს (ჯოჰორი, ფედაჰი, პერლისი, კელანტანი და ტრენგანუ). მარცხნივ, ფარის თავზე გამოსახულია ქოქოსის პალმა და ხიდი წყალზე. ხიდი წარმოადგენს პენანგის შტატის სიმბოლოს, მარჯვნივ გამოსახულია მალაკის ხე — მალაკის შტატის სიმბოლო, რომლებიც ადრე შედიოდნენ სტრეიტს-სეტლმენტსის კოლონიაში. ცენტრში მარცხნიდან მარჯვნივ თანაბარი ზომის წითელი, შავი, თეთრი და ყვითელი სწორკუთხედები — ყოფილი მალაკის ფედერაციულ სამთავროთა ფერები: თეთრი და შავი — პახანგის, წითელი და ყვითელი — სელანგორის, შავი, თეთრი და ყვითელი — პერაკის, წითელი, შავი და ყვითელი — ნეგერი-სემბელანის. ქვემოთ და მარცხნივ — საბაჰის შტატის სიმბოლო, მარჯვნივ ფრინველი — მარტორქა, სარავაკის შტატის სიმბოლო, მათ შორის მოთავსებულია ეროვნული ყვავილი — ჰიბისკუსი („ბუნგა რაია“).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]