ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჟურნალ როლინგ სტოუნის "ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის" ყდა
2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა იმ 500 სიმღერის სია, რომელიც 172-მა ცნობილმა მუსიკოსმა და კრიტიკოსმა შეადგინა.[1]. 2010 წლის მაისში და შემდეგ 2011 წლის აპრილში ეს სია განახლდა, თუმცა უცვლელი დარჩა ზედა 25 პოზიციაზე განლაგებული სიმღერები.
საუკეთესო ოცდახუთეული [რედაქტირება]
| # | სიმღერა | შემსრულებელი | წელი |
|---|---|---|---|
| 1 | Like a Rolling Stone | ბობ დილანი | 1965 |
| 2 | (I Can't Get No) Satisfaction | როლინგ სტოუნზი | 1965 |
| 3 | Imagine | ჯონ ლენონი | 1971 |
| 4 | What's Going On | მარვინ გეი | 1971 |
| 5 | Respect | არეტა ფრანკლინი | 1967 |
| 6 | Good Vibrations | ბიჩ ბოიზი | 1966 |
| 7 | Johnny B. Goode | ჩაკ ბერი | 1958 |
| 8 | Hey Jude | ბითლზი | 1968 |
| 9 | Smells Like Teen Spirit | ნირვანა | 1991 |
| 10 | What'd I Say | რეი ჩარლზი | 1959 |
| 11 | My Generation | The Who | 1965 |
| 12 | A Change Is Gonna Come | სემ კუკი | 1964 |
| 13 | Yesterday | ბითლზი | 1965 |
| 14 | Blowin' in the Wind | ბობ დილანი | 1963 |
| 15 | London Calling | The Clash | 1980 |
| 16 | I Want to Hold Your Hand | ბითლზი | 1963 |
| 17 | Purple Haze | ჯიმი ჰენდრიქსი | 1965 |
| 18 | Maybellene | ჩაკ ბერი | 1955 |
| 19 | Hound Dog | ელვის პრესლი | 1956 |
| 20 | Let It Be | ბითლზი | 1970 |
| 21 | Born to Run | ბრიუს სპრინგსტინი | 1975 |
| 22 | Be My Baby | The Ronettes | 1965 |
| 23 | In My Life | ბითლზი | 1965 |
| 24 | People Get Ready | The Impressions | 1965 |
| 25 | God Only Knows | ბიჩ ბოიზი | 1966 |
სტატისტიკა [რედაქტირება]
- ბობ დილანის სიმღერა "Like a Rolling Stone" დასახელებულ იქნა პირველ ნომრად. სიმღერა გამოიცა 1965 წლის 20 ივლისს.
- სიაში მოხვდა მხოლოდ ერთი არაინგლისურენოვანი სიმღერა - რიჩი ვალენსის სიმღერა "La Bamba" (345-ე პოზიცია).
- 1950-იან წლებამდელი პერიოდიდან მხოლოდ ერთი სიმღერა იყო სიაში - ჰენკ უილიამსის "I'm So Lonesome I Could Cry" (112-ე პოზიცია), რომელსაც 2010 წელს დაემატა მადი უოტერსის 1948 წელს ჩაწერილი სიმღერა "Rollin' Stone" (459-ე პოზიცია). ესაა ყველაზე ადრეული სიმღერა სიაში.
- სიმღერების რაოდენობათა სია დეკადების (ათწლეულების) მიხედვით მოცემულია ქვემოთ:
| დეკადა | სიმღერების რაოდ. | პროცენტი |
|---|---|---|
| 1940x | 2 | 0.4% |
| 1950x | 69 | 13.8% |
| 1960x | 195 | 39% |
| 1970x | 131 | 26.2% |
| 1980x | 55 | 11% |
| 1990x | 22 | 4.4% |
| 2000x | 26 | 5.2% |
- სიაში შემავალი 23 სიმღერით "ბითლზი" ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო ჯონ ლენონი ერთადერთია, ვისი სიმღერებიც (როგორც "ბითლზის" შემადგენლობაში, ასევე სოლო კარიერით) ყველაზე მეტად სჭარბობს საუკეთესო ათეულში. "ბითლზს" სიაში შემავალი სიმღერების რაოდენობის მიხედვით მოჰყვებიან: "როლინგ სთოუნზი" (14), ბობ დილანი (13), ელვის პრესლი (11), U2 (8) და "ბიჩ ბოიზი" და ჯიმი ჰენდრიქსი (7).