Signs of Life (პინკ ფლოიდის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Signs of Life“
სიმღერა, შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი A Momentary Lapse of Reason
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 4:24
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი დევიდ გილმორი, ბობ ეზრინი
A Momentary Lapse of Reason სიმღერების სია

Signs of Life — ინსტრუმენტული შესავალი პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ინსტრუმენტულ ნომრად ითვლება, მასში ჟღერს ნიკ მეისონის ხმაც, რომელიც უცნობი ლექსის რამდენიმე სტრიქონს კითხულობს.

კონცერტების დროს ეკრანზე გადიოდა პროექციები მსახიობ ლენგლი იდენსის მონაწილეობით (იგი დევიდ გილმორის სტუდიის ასტორია მომვლელი იყო). კადრში იგი კანოეთი დაცურავს გრანჩესტერის მინდვრებთან.

კომპოზიციის „The Last Few Bricks“ გარდა, ეს არის ჯგუფის პირველი ინსტრუმენტული ნომერი 1973 წლის „Any Colour You Like“-ის შემდეგ.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.