The Final Cut (ალბომი)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Final Cut
ალბომის "The Final Cut" ყდა
The Final Cut
გამოცემის თარიღი 21 მარტი 1983 (ბრიტანეთი)
2 აპრილი 1983 (აშშ)
ჩაწერის თარიღი ივლისი - დეკემბერი, 1982
ჟანრი პროგრესიული როკი, არტ როკი, ჰარდ როკი
ხანგრძლივობა 43 წთ 27 წმ (ორიგინალური გამოცემა)
46 წთ 40 წმ (2004 წლის ახალი გამოცემა)
ლეიბლი/ები Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Columbia, Capitol (აშშ)
პროდიუსერ(ებ)ი როჯერ უოტერსი, ჯეიმს გატრი, მაიკლ კემენი
ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი
A collection of great dance songs
(1981)
The Final Cut
(1983)
Works
(1983)
ალტერნატიული ყდა
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი

The Final Cut (ინგ.: უკანასკნელი მონტაჟი ) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის სტუდიური ალბომი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ალბომია, რომელიც როჯერ უოტერსის მონაწილეობით ჩაიწერა. არც ერთი სიმღერა ამ ალბომიდან ჯგუფის კონცერტებზე არ შესრულებულა, თუმცა რამდენიმე სრულდებოდა როჯერ უოტერსის სოლო ტურების პერიოდში. ალბომის მუსიკალური მასალა ახლოს არის დისკის The Wall სიმღერებთან, თუმცა უოტერსის დომინირებას აქ ხაზს უსვამს წარწერა ყდაზე: The Final Cut: ომის შემდგომი ოცნების რექვიემი - ავტორი როჯერ უოტერსი, ასრულებს პინკ ფლოიდი.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ალბომი ვინილის ფირფიტაზე გამოიცა 1983 წლის 21 მარტს. შემდგომში, იგი აშშ-ში გამოვიდა, იმავე წლის 2 აპრილს. ინტერესი დისკის მიმართ საკმაოდ დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კრიტიკოსმა იგი უარყოფითად შეაფასა.

დისკში გამოიყენება "ჰოლოფონიქსის" სტერეოეფექტი, რაც აძლიერებს სიმღერების შეგრძნებას.

თავდაპირველად, The Final Cut უნდა ყოფილიყო ალბომი ფილმის კედელი სიმღერებით, მაგრამ შემდგომში იგი გარდაიქმნა დამოუკიდებელ კონცეფტუალურ ანტისაომარ ალბომად. წარწერა ალბომზე The Final Cut: ომის შემდგომი ოცნების რექვიემი - ავტორი როჯერ უოტერსი, ასრულებს პინკ ფლოიდი. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უოტერსმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო. აგრეთვე, ალბომზე არ უკრავს რიჩარდ რაიტი. დევიდ გილმორის ერთადერთი ვოკალური პარტია ჟღერს სიმღერაში "Not Now John". მთლიანობაში, ალბომი უფრო მეტად ჟღერს, როგორც უოტერსის სოლო ალბომი, თუმცა ყოველი სიმღერის განწყობა საკმაოდ ბნელია. უოტერსის წინადადებით, იგი მართლაც როჯერის ოფიციალური სოლო ალბომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გილმორმა ამაზე უარი თქვა და სთხოვა ალბომის პინკ ფლოიდის სახელით გამოცემა. ამ ფაქტს ნიკ მეისონი ხაზს უსვამს საკუთარ წიგნში Inside Out: A Personal History of Pink Floyd.

1985 წელს უოტერსმა დატოვა ჯგუფი, ხოლო პინკ ფლოიდის დარჩენილმა წევრებმა ჩაწერეს ახალი ალბომი A Momentary Lapse of Reason.

The Final Cut აგრეთვე არის პინკ ფლოიდის ერთადერთი ალბომი, რომელსაც არ მოჰყოლია საკონცერტო ტური. ჯგუფი არაოფიციალურად დაიშალა 1983 წლის იანვარში, ხოლო უოტერსმა დაიწყო საკუთარ ალბომზე The Pros and Cons of Hitch Hiking მუშაობა, გილმორმა კი - ალბომზე About Face.

"Not Now John" გამოიცა სინგლის სახით, სადაც ამოღებული იყო ფრაზა "fuck all that" და ჩაწერილი იყო "stuff all that". სინგლის მეორე მხარეს იყო "The Hero's Return"-ის ორი ნაწილი - ის, რომელიც ალბომში ჟღერს და დამატებითი კუპლეტი.

2004 წელს გამოვიდა ალბომის განახლებული ვერსია, გაუმჯობესებული ჟღერადობით და დამატებითი სიმღერით "When the Tigers Broke Free".

[რედაქტირება] სიმღერები

ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი; ყველა სიმღერის ტექსტი ეკუთვნის როჯერ უოტერსს

[რედაქტირება] გრამფირფიტა

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. "The Post War Dream"   3:02
2. "Your Possible Pasts"   4:22
3. "One of the Few"   1:12
4. "The Hero's Return"   2:56
5. "The Gunner's Dream"   5:07
6. "Paranoid Eyes"   3:40
20:19
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. "Get Your Filthy Hands Off My Desert"   1:19
2. "The Fletcher Memorial Home"   4:11
3. "Southampton Dock"   2:13
4. "The Final Cut"   4:46
5. "Not Now John" (ძირითადი ვოკალი: დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) 5:01
6. "Two Suns in the Sunset"   5:14
22:44

[რედაქტირება] 2004 წლის გამოცემა

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. "The Post War Dream"   3:00
2. "Your Possible Pasts"   4:26
3. "One of the Few"   1:11
4. "When the Tigers Broke Free"   3:16
5. "The Hero's Return"   2:43
6. "The Gunner's Dream"   5:18
7. "Paranoid Eyes"   3:41
8. "Get Your Filthy Hands Off My Desert"   1:17
9. "The Fletcher Memorial Home"   4:12
10. "Southampton Dock"   2:10
11. "The Final Cut"   4:45
12. "Not Now John" (ძირითადი ვოკალი: გილმორი, უოტერსი) 4:56
13. "Two Suns in the Sunset"   5:23
46:40

[რედაქტირება] მუსიკოსები

  • როჯერ უოტერსი – ვოკალი, ბას გიტარა, სინთეზატორი, ხმის ეფექტები, აკუსტიკური გიტარა, ყდის დიზაინი
  • დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი სიმღერაში "Not Now John", ბას გიტარა
  • ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია, ჰოლოფონიური ხმის ეფექტები
  • მაიკლ კემენი – კლავიშები, ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის არანჟირება და დირიჟირება
  • ენდი ბოუნი – ორღანი
  • რეი კუპერი – პერკუსია
  • ენდი ნიუმარკი – დასარტყამები სიმღერაში "Two Suns in the Sunset"
  • რაფაელ რევენსკროფტი – საქსოფონი
  • ჯეიმს გატრი – პროდიუსერი, ხმის ინჟინერი, 2004 წლის ვერსიის რემასტერინგი

[რედაქტირება] ფილმი

როჯერ უოტერსის ჩანაფიქრით, გადაღებული იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "The Final Cut", რომელშიც გამოყენებული იქნა ოთხი სიმღერა ალბომიდან, შემდეგი თანმიმდევრობით: "The Gunner's Dream", "The Final Cut", "Not Now John", და "The Fletcher Memorial Home". ფილმი გადაიღო უოტერსის ქვისლმა, უილი კრისტიმ. ამჟამად ეს ფილმი გამოქვეყნებულია პინკ ფლოიდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ფილმში მთავარი როლი შეასრულა ამერიკელმა მსახიობმა ალექ მაკევოიმ, რომელმაც უფრო ადრე ითამაშა მასწავლებლის როლი ფილმში "კედელი". თუმცა, პარალელურად, კიდევ ერთი მთავარი, "პაციენტის" როლი შეასრულა თავად უოტერსმა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ზის ფსიქიატრის წინაშე და თავის ისტორიას უყვება.

[რედაქტირება] კონფეფცია

ალბომში რამდენიმე სიუჟეტური ხაზია:

  • ერთ-ერთი აღწერს უოტერსის მსოფლმხედველობას. სიმღერების უმეტესობაში პირდაპირი მითითებაა ფოლკლენდის კონფლიქტზე, რომელშიც ჩაბმულები ივყნენ მარგარეტ ტეტჩერი, იენ პეისლი, რონალდ რეიგანი და მენაჩემ ბეგინი. ფლეტჩერის სახელი სიმღერიდან "The Fletcher Memorial Home" სინამდვილეში როჯერის მამის, ერიკის მეორე სახელია. უოტერსის მამა მოკლული იქნა ანციოს ხიდზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციისას, მეორე მსოფლიო ომის დროს. ალბომში ასევე განხილულია ბირთვული ომის საშიშროება.
  • მეორე სიუჟეტურ ხაზში ვხედავთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისა და მასწავლებლის პიროვნებას. იგი იხსენებს ომს (Your Possible Pasts, The Gunner's Dream), გადააქვს საკუთარი პრობლემები მოსწავლეებზე (One of the Few, The Hero's Return) და დასტირის ცხოვრებას (Paranoid Eyes). მანამდე, ალბომის The Wall სიმღერაში The Happiest Days of Our Lives ნახსენებია მასწავლებლები, რომლებიც პირად ბოღმას ბავშვებზე ავრცელებდნენ.
  • დასასრულს ჩვენ ვხედავთ დეპრესიულ ადამიანს (რომელიც, შესაძლებელია, არის პინკი, კედლის ჩამონგრევის შემდეგ). იგი ცდილობს რეალური სამყაროსგან განცალკევებას ან თვითმკვლელობას, მაგრამ ეს შეუძლებელია. სიმღერაში "The Final Cut" სწორედ ამაზეა საუბარი. მისი მთავარი გმირი არის პინკის მსგავსი პიროვნება, რომელშიც დარჩა მხოლოდ შიზოფრენიული განცდები.

[რედაქტირება] ანალიზი და რეაქცია

The Final Cut პინკ ფლოიდის ყველაზე მეტად პოლიტიზირებული ალბომია. იგი იმდროინდელი მსოფლიოს სოციალისტურ კრიტიკას წარმოადგენს. უოტერსი განიცდის, რომ მიმდინარეობს ტოტალური გლობალიზაცია, უაზრო კონფლიქტის გამო ფოლკლენდის ომს აქვს ადგილი, ხოლო დღეს თუ ხვალ დგება ბირთვული ჰოლოკოსტის საშიშროება. დისკის მსვლელობისას ჩვენ ვხდებით ისტორიის მთავარ მთხრობელს, რომელიც გადაურჩა ომში დაღუპვას და საკუთარ ფიქრებთან არის დარჩენილი. ღამით იგი კოშმარებში იძირება, რადგანაც ახსენდება ომი.

ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში "The Fletcher Memorial Home," გმირი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სჯობს ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთ სახლში შეგდება, სადაც მათ შეუძლიათ ერთმანეთთან ყოფნა და საკუთარი გიჟური იდეების გაცვლა. ვიდეოფილმში ნაჩვენებია სულიერად შეშლილი ადამიანების სახლი, რომელშიც ცხოვრობენ ტეტჩერი, ჰიტლერი, ბონაპარტი და სხვა პოლიტიკოსები. 2006-2007 წელს, საკუთარ სოლო-ტურზე, უოტერსი ამ სიმღერის შესრულებისას იყენებდა სლაიდებს ოსამა ბინ ლადენის, ჯორჯ ბუშისა და, მისი აზრით, სხვა თანამედროვე შეშლილების სურათებს.

"The Gunner's Dream" არის უოტერსის მიერ მსოფლიოს იდეალური ხედვა: ომების გარეშე, სამყაროსი, სადაც ყველა ემორჩილება კანონს და არავინ კლავს ბავშვებს. "Not Now John" და "Paranoid Eyes" განიხილავენ მსოფლიოში გაბატონებულ რამდენიმე წყობას. აქ, მთავარი გმირი, რომელიც ვერ უმკლავდება საკუთარ თავს, მიმართავს ალკოჰოლს, რათა ტკივილი დაივიწყოს. სასათაურო "The Final Cut" უოტერსის ერთ-ერთი ყველაზე პირადული სიმღერაა, რომელიც კომპოზიციური წყობით და ორკესტრირებით ჰგავს "Comfortably Numb"-ს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იგი დაიწერა ალბომისათვის The Wall. ალბომის დასასრულს პესიმისტური ნოტია - ბირთვული აფეთქება, ხოლო მთავარი პერსონაჟი ხედავს ორ მზეს - ერთი თავად მზეა, მეორე კი - დიდი, ეგრედ წოდებული სოკო, რომელიც რჩება ასეთი აფეთქების შემდეგ. ამით ბათილდება "The Gunner's Dream"-ში გამოხატული იმედი.

რეაქცია ამ ალბომზე კრიტიკოსების მხრიდან განსხვავებული იყო. ჟურნალში როლინგ სტოუნი კურტ ლოდერმა მას ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა, უწოდა რა "არტ როკის დამაგვირგვინებელი ნამუშევარი" და აღნიშნა, რომ ბობ დილანის ალბომის Masters of War შემდეგ ჯერ არავინ შესძლო პოლიტიკაზე ასეთი პირდაპირი იერიშის მიტანა. პინკ ფლოიდის მოყვარულების ჟურნალის The Amazing Pudding მკითხველებმა მას ჯგუფის ყველაზე ცუდი ალბომის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა რედაქციამ იგი საუკეთესოდ ჩათვალა.

[რედაქტირება] სინგლები

  • "Not Now John (ჩასწორებული ვერსია)"/"The Hero's Return (ნაწილები 1 და 2)" - Columbia 38-03905; გამოვიდა 1983 წლის 3 მაისს

[რედაქტირება] წარმატება

[რედაქტირება] ალბომი

წელი რეიტინგი პოზიცია
1983 ბილბორდის პოპულარული ალბომების 6

[რედაქტირება] სინგლები

წელი სინგლები რეიტინგი პოზიცია
1983 "Not Now John" მეინსტრიმული როკ სიმღერები 7
1983 "Your Possible Pasts" მეინსტრიმული როკ სიმღერები 8
1983 "The Hero's Return" მეინსტრიმული როკ სიმღერები 31


[რედაქტირება] დამატებითი ბმულები

პირადი ხელსაწყოები