კასტილიისა და ლეონის სამეფო
|
კასტილიისა და ლეონის სამეფო |
|||||||||
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
კასტილიისა და ლეონის სამეფო |
|||||||||
| დედაქალაქი | ბურგოსი, ტოლედო, ვალიადოლიდი, მადრიდი | ||||||||
| ენა | ესპანური, ბასკური, გალისიური ლეონი არაბული |
||||||||
| რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||||
| ფართობი | 20 000 000 კმ2 | ||||||||
| მართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
| დინასტია | ბურგუნდიული დინასტია | ||||||||
| მეფე
- 1230 - 1252ფერნანდო III (პირველი მეფე) |
|||||||||
კასტილიისა და ლეონის სამეფო იგივე კასტილიის კორონა (ესპ. Corona de Castilla) - კასტილიისა და ლეონის მესამე და ბოლო გაერთიანება. გაერთიანდნენ 1230 წელს.
ორი სამეფო [რედაქტირება]
ლეონის სამეფო წარმოიქმნა ასტურიის სამეფოსგან. კასტილიის სამეფო თავდაპირველად წარმოადგენდა ლეონის სამეფოს რეგიონს. X საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის I ნახევრამდე ხელიდან ხელში გადადიოდა ლეონისა და ნავარის სამეფოს შორის. XI საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ლეონისა და კასტილიის სამეფოები აქამდე 2-ჯერ გაერთიანდა:
- 1037-1065 წწ. გაერთიანებული იყო ფერდინანდ I-ის მმართველობისას. მისი გარდაცვალების შემდეგ ერთიანი სამეფო გაიყო და გადავიდა მისი შვილების ხელში: ლეონი წილად ერგო ალფონსო VI-ს, კასტილია - სანჩო II-ს, ხოლო გალისია - გარსია I-ს.
- 1072-1157 წ. გაერთიანებული იყო ალფონსო VI-ის, ურაკასა და ალფონსო VII-ის მმართველობის დროს. 1157 წელს ერთიანი სახელმწიფო განაწილდა ალფონსო VII-ის შვილებს შორის:ფერნანდო II-მ მიიღო ლეონი, ხოლო სანჩო III-მ კასტილია.
ფერნანდო III-მ კასტილიის სამეფო მიიღო დედის ბერენგარიასაგან 1217 წელს, ხოლო ლეონის სამეფო მამის ალფონსო IX-საგან 1230 წელს. ამის შემდეგ მათ ეწოდებათ კასტილიისა და ლეონის სამეფო ან უბრალოდ კასტილიის კორონა.