მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიზიელი ჯვაროსნების კონფრონტაცია, დუმიატი, ეგვიპტე

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობაჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1217-1221 წლებში.

ისტორია[რედაქტირება]

ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა ინოკენტი III-მ 1215 წელს. ლაშქრობა უნდა დაწყებულიყო 1217 წელს. ამ მომენტისთვის პაპი ინოკენტი III გარდაიცვალა, თუმცა ლაშქრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მისმა მემკვიდრემ ჰონორიუს III-მ.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა რომის იმპერიის მმართველი ფრიდრიხ II არ მონაწილეობდა ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. 1217 წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც იკისრეს უნგრეთის მეფემ ანდრაშ II-მ, ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ და მერანის ჰერცოგმა ოტონ I-მა.

საომარი ოპერაციები დუნედ მიმდინარეობდა და 1218 წელს მეფე ანდრაშ II სამშობლოში დაბრუნდა. მალე, წმინდა მიწაზე ჩავიდა ჯვაროსნების ახალი ნაკადი ჰოლანდიის გრაფის ვილჰელმ I-ის მეთაურობით. ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ეგვიპტეს, რომელიც იმ დროისათვის მუსულმანთა ძლიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა წინა აზიაში.

ალ-ადილის ძემ - ალ-კამილმა (ალ ადილი გარდაიცვალა 1218 წელს) ჯვაროსნებს ძალზედ მომგებიანი ზავი შესთავაზა: ის თვით იერუსალიმის დაბრუნებაზე დათანხმდა, თუმცა ეს წინადადება ჯვაროსნების მხრიდან უარყოფილი იქნა. 1218 წლის ნოემბერში ერთწლიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი დუმიატი. ჯვაროსნების ნაწილი პაპის ლეგატის პელაგიას მოწოდებით დაიძრა მანსურისაკან, თუმცა ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნებმა 1221 წელს ალ-კამილთან ზავი დადეს, რომლის მიხედვითაც მიიღეს თავისუფალი უკან დახევის გარანტია, თუმცა ვალდებულება აიღეს გაეთავისუფლებინათ დუმიატი და სრულად ეგვიპტე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.