ალფონსო XI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსო XI
Alfonso XI
Alfonsoxialgeciras.jpg
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 7 სექტემბერი, 1312
მმართ. დასასრული: 26 მარტი, 1350
წინამორბედი: ფერდინანდ IV
მემკვიდრე: პედრო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აგვისტო, 1311
დაბ. ადგილი: სალამანკა, კასტილია
გარდ. თარიღი: 26 მარტი, 1350
გარდ. ადგილი: გიბრალტარი
მეუღლე: კონსტანსა მანუელი
მარია პორტუგალიელი
შვილები: მე-2 ქორწინებიდან:
ფერნანდო, პედრო I
უკანონო შვილები:
პედრო, სანჩო, ენრიკე II
ფადრიკე, ფერნანდო,
ტელიო,ხუანი, სანჩო,
პედრო,ხუანა
მამა: ფერდინანდ IV
დედა: კონსტანცია პორტუგალიელი

ალფონსო XI (ესპ. Alfonso XI; დ. 13 აგვისტო, 1311, სალამანკა — გ. გიბრალტარი, 16 მარტი, 1350) — კასტილიის და ლეონის მეფე 1312 - 1350 წლებში. ფერდინანდ IV-სა და კონსტანცია პორტუგალიელის ვაჟი. 1328 წელს მარია პორტუგალიელზე, პორტუგალიის მეფე ალფონსო IV-ს ასულზე იქორწინა.

ალფონსო 1 წლისაც არ იყო მამა რომ გარდაეცვალა. ვინაიდან ფერდინანდმა არანაირი განკარგულება რეგენტობაზე არ დატოვა, მის გარდაცვალებას ცხარე კამათი მოყვა. რეგენტობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ყველა ქალაქმა, მთლმა არისტოკრატიან და მეფის ყველა ნათესავმა. ცენტრალური ხელისუფლება გაქრა და ქვეყანაში დაიწყო ქაოსი. ომი 1324 წლამდე გაგრძელდა, სანამ ალფონსო სრულწლოვანი არ გახდა.

ახალმა მეფემ, რომელიც არეულობის პერიოდში გაიზარდა, თავი გამოაჩინა, როგორც ვერაგმა, სასტიკმა და გარყვნილმა ადამიანმა. მარია პორტუგალელის ცოლად მოყვანის შემდეგ, ცოტა ხანში, მან დედოფლის ყველა პრივილეგიები თავის საყვარელს, ელეონორა გუსმანს გადასცა, რომლისგანაც 5 ვაჟი ყავდა. ამის გამო მან წაიჩხუბა სიმამრთან, პორტუგალიის მეფესთან, რომელმაც მალე ომი დაიწყო კასტილიის წინააღმდეგ. საბოლოოდ მარიამ დაიყოლია მამა ალფონსოსთან შერიგებაზე. ალფონსო დაპირდა საყვარლის ჩამოშორებას და დედოფლისთვის უფლებების დაბრუნებას.

მეფეების შერიგებას ხელი შეუწყო გარე საფრთხემაც, აფრიკელმა მავრებმა შეწყვიტეს სამოქალაქო ომები და გაერთიანდნენ გრანადის ემირთან ქრისტიანების წინააღმდეგ. 1340 წელს ქრისტიანული და მუსულმანური ლაშქრები ერთმანეთს რიო-სალდოს ბრძოლაში შეხვდნენ, რომელიც ქრისტიანთა გამარჯვებით დასრულდა. მავრებს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, ხოლო ქრისტიანებმა ხელში დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს. შემდეგ წელს კასტილიელებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს და გენუელთა ფლოტის დახმარებით ზღვაზეც დაამარცხეს მავრები. ალფონსომ ორ წლიანი ალყის შედეგად აიღო ქალაქი ალხესირასი, 1350 წელს დაიწყო გიბლარტარის ალყა, მაგრამ გარდაიცვალა შავი ჭირისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]