საშუალო ინგლისური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშუალო ინგლისური ან შუაინგლისური – ფაზა ინგლისური ენის განვითარების ისტორიაში;დაახლოებით მეთერმეტე მეთხუთმეტე საუკუნეები. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების მეორე საფეხურს წარმოადგენს. ზოგჯერ შუაინგლისური პერიოდის აღსანიშნავად გამოიყენებენ ტერმინს 'ძველი ინგლისური პერიოდი', რაც არაა მართებული; სახელწოდება ძველი ინგლისური ენა, ან პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების პირველ ან ანგლო-საქსურ პერიოდად წოდებულ საფეხურს. ამ ხანიდან შემონახული ტექსტების ენას არცთუ იშვიათად ასევე ანგლო-საქსურ ენას უწოდებენ.

ინგლისური ენის განვითარების პერიოდები კი მთლიანობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
  1. ძველი ინგლისური პერიოდი, ანუ ანგლო-საქსური პერიოდი. (449-დან 1066-1100 წწ.-მდე.)
  2. შუაინგლისური პერიოდი. (1066-1100 წლებიდან 1450–1500 წწ.-მდე.)
  3. თანამედროვე ინგლისური პერიოდი, ანუ ახალინგლისური პერიოდი. (1450-დან 1500 წწ.-მდე .)

ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.

საშუალო ინგლისური ენის დახასიათება[რედაქტირება]

საშუალო ინგლისური ენის პერიოდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ჯეფრი ჩოსერის (Geoffrey Chaucer - დაახლ. 1340–1400-მდე) „კენტერბერიული მოთხრობები“ („Canterbury Tales“). „კენტერბერიული მოთხრობები“ წარმოადგენს მოთხრობების კრებულს, რომელშიც მოქმედება ერთ ჩარჩოდ შეიკვრის და მის მთავარ შინაარსს შეადგენს კენტერბერის ტაძართან, წმ. თომას ბეკეტის საფლავზე მომლოცველთა მოგზაურობა. თავისი შემოქმედებით ჯეფრი ჩოსერმა არსებითი წვლილი შეიტანა (საშუალო) ინგლისური ენის ლიტარატურულ ენად დამკვიდრების საქმეში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Crystal, D. [1997]: The Cambridge encyclopedia of the English language. 2-ე გამოცემა. Cambridge.
  • McArthur, T., ed. [1992]: The Oxford companion to the English language. Oxford.
  • Cambridge History [1992-დან]: The Cambridge History of the English language. 6 ტომად. Cambridge.
  • Mitchell, B. [1995]: An invitation to Old English and Anglo-Saxon England. Oxford.