ნესტორიანელობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტორიანელი ქურუმები, ბზობის დღესასწაული; ნესტორიანული ეკლესიის კედლის მხატვრობა, ჩინეთი.

ნესტორიანელობაქრისტიანული ერესი. ნესტორიანული დოქტრინით, ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა – ღმერთი (ლოგოსი). 431 წელს ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ნესტორიანელობა და განკვეთა ამ სწავლების მამამთავარი ნესტორ კონსტანტინოპოლელი ეკლესიიდან.

ნესტორიანელობის მთავარი საღვთისმეტყველო პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ის ქრისტეს ღმერთკაცური ბუნების სრულ სიმეტრიას აღიარებს: ერთიან ღმერთკაცურ პირში შეურწყმელად შეერთებულია ორი ჰიპოსტასი (ორი ბუნება) ღვთაებრივი და ადამიანური. ქრისტეს ნება ნესტორიანობაში ახასიათებს პირს, და არა ბუნებას (მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი) და არც ჰიპოსტასს (მიაფიზიტობა). ამიტომ ნესტორიანელები აღიარებენ ერთ ღმერთკაცურ ნებას, რთულს, რომელიც შედგება ორი ერთმანეთთან შეთანხმებული ნებისგან (ღვთაებრივი და ადამიანური). და ისევე როგორც მართლმადიდებლობაშია, განასხვავებენ ქრისტეს ორი სახის მოქმედებებს: ადამიანურს (შობა, ტანჯვა, სიკვდილი) და ღვთაებრივს (სასწაულები).

ვინაიდან ნესტორიანელობის მიხედვით, მარიამისგან შობა უკავშირდება ქრისტეს მხოლოდ ადამიანურ ჰიპოსტასს, და არა ღვთაებრივ ჰიპოსტასს, ტერმინი ”ღვთისმშობელი” ითვლება არაკორექტულად. ნესტორიანელობის მიხედვით მდინარე იორდანეში ნათლობამდე, ქრისტე იყო მხოლოდ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებდა ებრაულ კანონებს, ხოლო ნათლობის შემდეგ მასში შესახლდა სიტყვა-ღმერთი (ლოგოსი). მხოლოდ ამის შემდეგ ქრისტე იძენს ღვთაებრივ ბუნებას და შეუძლია სასწაულმოქმედება და ასრულებს განსხვავებულ მორჩილებას უფლისადმი (ტანჯვა ჯვარზე, სიკვდილი და აღდგომა, სიკვდილზე გამარჯვება).

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 345 – "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.
  • В. В. Болотов «Лекции по истории древней Церкви». Том 4