ნავარის სამეფო
|
ნავარის სამეფო |
|||||||||
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
ნავარის სამეფო 1400 წელს |
|||||||||
| დედაქალაქი | პამპლონა | ||||||||
| ენა | ბასკური, ესპანური | ||||||||
| რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||||
| მართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
| მონარქი
|
|||||||||
ნავარის სამეფო (ესპ. Reino de Navarra, ბას. Nafarroako Erresuma, ფრანგ. Royaume de Navarre) — შუა საუკუნეების სამეფო პირენეებში 905-1512 წლებში. დედაქალაქი — პამპლონა. ადრინდელი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. IX საუკუნის შუა წლებში საგრაფო იყო. არაბებთან და ფრანკებთან ბრძოლაში დამოუკიდებლობას მიაღწია. ნავარის პირველი ისტორიულად ცნობილი მეფე იყო სანჩო I გარსია (905-925 წწ.). ნავარის მეფე სანჩო III დიდმა შეიერთა პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი, მაგრამ მისმა მემკვიდრებმა ეს მიწები დაკარგეს. 1076-1134 წწ. ემორჩილებოდა არაგონს. 1234-1284 და 1328-1512 წლებში ნავარის სამეფო ტახტი საფრანგეთის გრაფებს, ხოლო 1285-1328 წლებში საფრანგეთის მეფეებს ეპყრათ. ნავარა ეკონომიკურად ჩამორჩენილი სახელმწიფო იყო. 1512 წელს ნავარის დიდი ნაწილი (ზემო ნავარა) დაიპყრო ფერდინანდ არაგონელმა და ესპანეთს შეუერთა. ნავარის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი (ქვემო ნავარა) 1589 წლამდე ფორმალურად დამოუკიდებელი სამეფო იყო. როდესაც ნავარის მეფე ანრი ნავარელი საფრანგეთის ტახტზე ავიდა, ნავარა საფრანგეთს შეუერთდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]