კაზიმირ III (პოლონეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაზიმირ III დიდი
Kazimierz III Wielki
CasimirtheGreat.jpg
პოლონეთი პოლონეთის მეფე
კორონაცია: 1333 წლის 25 აპრილი
მმართ. დასაწყისი: 1333
მმართ. დასასრული: 1370
წინამორბედი: ვლადისლავ I ლოკიტეკი
მემკვიდრე: ლუი I დიდი უნგრელი (ლუდოვიკო I)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი 1310
დაბ. ადგილი: კოვალი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 5 ნოემბერი 1370
გარდ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
მეუღლე: 1) ანნა (ალდონია), 2) იადვიგა, 3) ადელგეიდა
შვილები: 1 ქორწ. -ქალიშვილები: ადელაიდა, ქრისტინა
მე-2 ქორწ. ქალიშვილი: ანნა, ელჟბეტა, კუნეგუნდა
დინასტია: პიასტი
მამა: ვლადისლავ I ლოკიტეკი
დედა: იდვიგა
ხელმოწერა: POL Przemysł II 1295 COA.svg

კაზიმირ III დიდი (პოლ. Kazimierz III Wielki) (30 აპრილი 1310 — 5 ნოემბერი 1370) — ვლადისლავ I ლოკიტეკისა და იადვიგას კალიშის მთავრის ბოლესლავ ღვთისმოსავის ქალიშვილის ვაჟი, ტახტზე ავიდა მამის სიკვდილის შემდეგ 1333 წ. 3 მარტს (კორონაცია 25 აპრილი 1333). სრული ტიტული: «ღმერთის წყალობით მეფე კრაკოვის მიწებისა, სუდომირის მიწებისა, სერადის მიწებისა, პოლონეთის მიწებისა, კუიავიის მიწებისა, დობრიანის მიწებისა, პომორიის მიწებისა, რუსული მიწებისა, ხელმწიფე და სამუდამო დედიჩი ამ მიწების მფლობელი, მეფე მბრძანებელი».[1] პიასტების დინასტიის ბოლო მეფე.

სიტუაცია პოლონეთში[რედაქტირება]

კაზიმირის ტახტზე ასვლის დროს პოლონეთი მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწებისა და ხელისუფლების ერთიანობა, რომლისკენაც მთელი ცხოვრება იბრძოდა ვლადისლავ I ლოკიტეკი იმ დროისათვის არ იყო: სილეზია გადავიდა ჩეხეთის შემადგენლობაში, მორავიაც მიისწრაფოდა ჩეხეთისაკენ, ნაწილობრივ გერმანელ რაინდებისაკენ, პომორიე ასევე გავიდა პოლონეთის დაქვემდებარებიდან. ქვეყანა მტრების ალყაში იყო, რომლებიც ართმევდნენ ქალაქს ქალაქზე და ძარცვავდნენ მათ. ქვეყნის შიდა მდგომარეობა არა ნაკლებ სავალალო იყო: უუფლებობა, უხეში თავად-აზნაურობა, დაჩაგრული ხალხი, განათლების დეფიციტი, მიტოვებული ყანები, ვაჭრობის სტაგნაცია.

კაზიმირ III საფლავი ვაველის ტაძარში (კრაკოვი)

კაზიმირ III-ის პოლიტიკური მიღწევები[რედაქტირება]

კაზიმირ III-ის სიდიადე სწორედ იმაში მდგომარეობს რომ, ის, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა უცებ მიხვდა სიტუაციას და აიღო ერთადერთი სწორი მიმართულება დაცემული ქვეყნის გადასარჩენად — მშვიდობა მეზობლებთან და შიდა გარდაქმნები. მისი მართველობა იყო მთელი რიგი სამშვიდობო ხელშეკრულებებისა: უნგრელებთან (1334), ჩეხებთან (ვიშნეგრადის სამშვიდობო ხელშეკრულება 1336 წ.), გერმანელთა ორდენთან (კალიშის სამშვიდობო ხელშეკრულება 1343 წ.). არ შეიძლა ითქვას, რომ კაზიმირი ადვილად მიდიოდა დათმობებზე: ის აძლევდა მხოლოდ იმას, რომლის დაჭერას ვერ ახერხებდა, არ უშვებდა საშუალებას დაეუფლებინა ის, რაც ცუდად იყო დაცული. ასე რომ, უშვილო ბოლესლავ გალიციელის სიკცდილის შემდეგ, კაზიმირმა, გამოიყენა რა წარჩინებულთა აზრთა სხვაობა მთავრის არჩევის საქმეში, გალიჩ-ვოლინის სამთავროს მემკვიდრეობის გამო ომის დროს ის დაეუფლა სამთავროს, გაათავისუფლა ის თათარ-მონღოლთა ოქროს ურდოსაგან და მეზობლები (უნგრეთი და ლიტვა) დაიყოლია რათა ეცნოთ სამთავრო პოლონეთის შემადგენლობაში.

სოციალური პოლიტიკა[რედაქტირება]

კაზიმირ III მიიღო მკაცრი ზომები ყაჩაღობებისა და ძარცვის წინააღმდეგ, რომელშიც ხშირად თვითნება შლიახტელებიც იღებდნენ მონაწილეობას; გზები გახდა უფრო უსაფრთხო, სავაჭრო ურთიერთობები ისევ გამოცოცხლდა. კაზიმირი მფარველობდა უმდაბლეს ფენებს: ის უსმენდა გლეხების და ყმების საჩივრებს მათ შევიწროებაზე და დამნაშავეებს სჯიდა, მათ შორის თავად-აზნაურობას; თავისი რეფორმებით ის წინასწარ აკმაყოფილებდა ხალხის საჭიროებებს. მის მიერ ორგანიზებულ იქნა გლეხების ავტონომიური თემები, შემცირებულ იქნა გადასახადები, გადასცეს გლეხებს ცარიელი მიწები. ამის გამო კაზიმირმა მიიღო «ყმების მეფის» ზედმეტსახელი.

ეროვნული და კულტურული პოლიტიკა[რედაქტირება]

პოლონეთის საზღვარგარეთულმა კოლონიზაციამ კაზიმირის დროს მნიშვნელოვანი მასშტაბი მიიღო: ცარიელი მიწების უბეტესობაზე სახლდებიან გერმანელები, ნაწილობრივ სომხები, ებრაელები, თათრები; მათ ყველას უბოძა მაგდებურგის სამართალი, უზრუნველყო სარწმუნოებრივი თავისუფლება. ყველაფერმა ამან მიიყვანა ქვეყანა ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებასთან.

კაზიმირის მზრუნველობა განათლებაზე გამოიხატა სამრევლო სკოლების მასიური გახსნით და ბოლოს კრაკოვის უნივერსიტეტის გახსნით (1364). პრაქტიკულად უნივერსიტეტის მუშაობაში როგორც ქვეყნისათვის ყველაზე საჭირო წინ წამოწეული იყო სამართლის სწავლება. კაზიმირმა თავიდან შეამჩნია ძველ პოლონეთში მოქმედი ჩვეულებრივი სამართლის მოუხერხებლობა და მორყეულობა, და თავისი მართველობის ბოლოს პოლონეთის გაერთიანების და დიდი შრომის შემდეგ შეძლო გამოექვეყნებინა ერთიანი კანონი მთელი პოლონეთისათვის — ცნობილი როგორც ვისლიცის სტატუტი (1346-47).

კაზიმირს არ სურდა ევროპას ჩამორჩენოდა თავისი ქალაქების მორთვაშიც. იან დლუგოშის თქმით, «კაზიმირმა კრაკოვი ნახა ხის, ხოლო დატოვა ქვის». ის გარდაიცვალა 1370 წ. და დასაფლავებულია ვაველში, სადაც 1973 წ. მისი ნეშთი გამოკვლეულ იქნა პოლონელი მეცნიერების მიერ. მათ შორის 16 ადამიანი მალევე გარდაიცვალა, რამაც გამოიწვია «ვაველის წყევლის» ლეგენდის გაჩენა.[2]

ოჯახი[რედაქტირება]

კაზიმირი რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული: ანა (ალდონია) — ლიტვის მთავრის გედიმინოვიჩების გვარის ქალიშვილი; ადელგეიდა, გესსეს მთავრის ქალიშვილი; იადვიგა გლაგოვიდან. ასევე ცნობილია მისი ახლო ურთიერთობა ორ ქალთან: ქრისტინა პრაღიდან და ესტერი. პირველი ცოლიდან ეყოლა ორი ქალიშვილი — კუნიგუნდა და ელჟბეტა; სხვებისგანაც მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ხოდკა ბებელის ჩერვონი რუსის მფლობელობის დამადასტურებელი სიგელი კაზიმირ დიდის მიერ გაცემული 1361 წ.//სამხრეთ და დასავლეთ რუსეთის ისტორიის აქტები, სპბ., 1863, ფ.1
  2. Europe: a history — Google Books

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]